ახალი ამბები

ევროპული სკოლის მოსწავლეების მორიგი წარმატება!

03 Apr 2013

30 მარტს MYP მე-10 კლასის ორმა მოსწავლემ, სანდრო ახვლედიანმა და ომარ ვარძელაშვილმა გაიმარჯვეს ნორჩ მეცნიერთა და გამომგონებელთა საერთაშორისო ოლიმპიადის რესპუბლიკურ ტურში!პროექტი - საგანმანათლებლო ელექტრონული თამაში "ჩამოხრჩობანა". თამაში დაწერილია პროგრამირების ენა Java-ზე. გამარჯვების შედეგად მოსწავლეებმა საერთაშორისო ტურნირში მონაწილეობის უფლება მოიპოვეს.ხელმძღვანელი შორენა აბესაძე.ვულოცავთ ჩვენს მოსწავლეებს გამარჯვებას და ვუსურვებთ შემდგომ წარმატებას!

დაწყებითი კლასების ღია კვირეული

31 Mar 2013

1- 4 აპრილს ევროპულ სკოლაში იმართება დაწყებითი სწავლების კათედრის ღია კვირეული “ჩვენი ნაბიჯების კვალდაკვალ”

მსოფლიო საგანმანათლებლო თამაშების გამარჯვებულები

25 Mar 2013

4, 5, 6 მარტს ევროპული სკოლის საერთაშორისო MYP სექტორის 23 მოსწავლემ მონაწილეობა მიიღო მსოფლიო საგანმანათლებლო ონლაინ თამაშებში.

სემინარი ისტოტიკოსებისათვის – ევროპა და მსოფლიო.

21 Mar 2013

2013 წლის 21–22 მარტს სტრასბურგში ევროპის საბჭოს ორგანიზებულ სემინარზე : "ევროპა საზღვრების გარეშე“ მიწვეულია ევროპული სკოლის ისტორიის მასწავლებელი ნათია ფირცხალავა. 

აქცია - ევროპული სკოლის მოსწავლეები თამბაქოს მოხმარების წინააღმდეგ!

14 Mar 2013

მიმდინარე წლის 15 მარტს ევროპულ სკოლაში ჩატარდება მოსწავლეთა ორგანიზებული აქცია მოზარდებში  ნიკოტინური დამოკიდებულების ადრეული პროფილაქტიკის მიზნით. აქციის სლოგანი: "ჩემი მეგობარი არ ეწევა!“

ისტორიისა და საზოგადოებრივ მეცნიერებათა კათედრის კონფერენცია

12 Mar 2013

ოთხშაბათს, 13 მარტს, 15:30 სთ-ზე ევროპულ სკოლაში ისტორიისა და საზოგადოებრივ მეცნიერებათა კათედრა მართავს მოსწავლეთა სასწავლო–შემოქმედებით კონფერენციას: "ისტორია ადამიანის თვითშემეცნებისთვისაა საჭირო“. გთხოვთ, მობრძანდეთ!

ES NEWS - 2013 წლის 11 მარტის გამოშვება

11 Mar 2013

გადაცემას უძღვება 10ბ კლასის მოსწავლე გიორგი სართანია გადაცემის თემებია: მოსწავლეთა კონფერენცია "ვაშენებთ სახელმწიფოს"; დედის დღისადმი მიძღვნილი საზეიმო ღონისძიება; დაწყებითი კლასების მოსწავლეთა ნამუშევრების გამოფენა; მოსწავლეთა საერთაშორისო მათემატიკური კონფერენცია; PYP მოსწავლეთა ღია გაკვეთილი; სკოლამდელი აღზრდის ცენტრის ღია გაკვეთილები; დედის დღისადმი მიძღვნილი კონცერტი.

მსოფლიო საგანმანათლებლო თამაშები

04 Mar 2013

4, 5, 6 მარტს საერთაშორისო ბაკალავრიატის საბაზო პროგრამის (MYP) 23 მოსწავლე ჩაერთვება მსოფლიოს უდიდეს ონლაინ საგანმანათლებლო კონკურსში ინგლისურ ენის, მათემატიკასა და საბუნებისმეტყველო მეცნიერებათა მიმართულებით. გამარჯვებული მოსწავლეები დაჯილდოვდებიან. წარმატებას ვუსურვებთ ჩვენს მოსწავლეებს!