ახალი ამბები

ევროპული სკოლის მოსწავლეთა მორიგი წარმატება

26 May 2012

ეროვნულ სასწავლო ოლიმპიადებში მიღწეული წარმატების შედეგად, ევროპული სკოლის ხუთი მოსწავლე: ნიკო სიხარულიძე, სალომე ხვისტანი, ანო გორგასლიძე, ეკა კელენჯერიძე და ნიკა ელბაქიძე საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს "ინგლისური ენის საზაფხულო ბანაკში“ მიიწვიეს.

ძვირფასო მოსწავლეებო, მშობლებო, მასწავლებლებო!

25 May 2012

ევროპულ სკოლაში ა.წ. 22.-23 მაისს სტუმრად იმყოფებოდნენ საერთაშორისო ბაკალავრიატის ცენტრალური ოფისის წარმომადგენლები: აგნიესკა ლობეჟკო და რემკე ლეუსინკი. მათი ჩამოსვლის მიზანი იყო ევროპული სკოლის საერთაშორისო სექტორის საბაზისო პროგრამის (MYP) ავტორიზაცია.სკოლის ხელმძღვანელობასთან, მოსწავლეებთან, მასწავლებლებთან და მშობლებთან გასაურებისა და გაკვეთილებზე დასწრების, დოკუმენტაციის შემოწმების შემდეგ აგნიესკა ლობეჟკომ და რემკე ლეუსინკიმ საოცრად პოზიტიური ანგარიში წარმოადგინეს. ევროპულ სკოლაში წარმატებით დანერგილმა MYP პროგრამამ ავტორიზაციის ჯგუფის წევრებზე დიდი შთაბეჭდილება მოახდინა.ყველას გილოცავთ წარმატებას!

ვულოცავთ მაკო ასათიანს და ალექსანდრე სეკარას საერთაშორისო მათემატიკურ კონკურსში გამარჯვებას!

24 May 2012

ევროპული სკოლის MYP IX-X კლასის მოსწავლეებმა მონაწილეობა მიიღეს კანადის ქ. ონტარიოს ვატერლოოს უნივერსიტეტის მათემატიკური ცენტრის მიერ ჩატარებულ საერთაშორისო კონკურსში, რომელშიც მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნის 25000 მოსწავლე მონაწილეობდა. ჩვენმა მოსწავლეებმა ალექსანდრე სეკარამ და მანანა ასათიანმა (IX-X კლ.) უმაღლესი შედეგები აჩვენეს და მედლებით დაჯილდოვდნენ. კონკურსანტთა საუკეთესო 25%-ში მოხვედრისთვის სანდრო ახვლედიანს, თეკლა თევდორაშვილსა და ნინო სიჭინავას გადაეცათ სერტიფიკატები.

კოლეჯთა საბჭოს აკრედიტაცია

20 May 2012

გილოცავთ!ევროპულმა სკოლამ დააკმაყოფილა კოლეჯთა საბჭოს (აშშ) კომისიის მიერ დადგენილი AP-ის აკრედიტაციის კრიტერიუმები. მას მიენიჭა კოლეჯთა საბჭოს სკოლის კოდი 664020 და უფლება, რომ სტუდენტებს შევასწავლოთ AP-ის (Advanced Placement) კურსები.

ყურადღება!

18 May 2012

ტარდება ღია გაკვეთილები ინგლისურ ენაში ( II - V კლასებში)ინგლისური ენის კათედრა

ევროპულ სკოლაში შემომსვლელი მოსწავლეების საყურადღებოდ!

17 May 2012

2012-2013 სასწავლო წელს ევროპულ სკოლაში სწავლის მსურველები სკოლაში ჩაირიცხებიან ინგლისურსა და მათემატიკაში ტესტირების შედეგად. გთავაზობთ მატემატიკის ტესტების ნიმუშებს სხვადასხვა კლასისთვის. V კლასიVI კლასიVII კლასიVIII კლასი IX კლასიX კლასიXI კლასი XII კლასი

ყურადღება!

16 May 2012

ევროპულ სკოლაში ტარდება ღია გაკვეთილები.ცეკვა - 18 მაისი, 13:45 სთ. I-II კლასელებისთვის.ჩოგბურთი - 25 მაისი, 13:45 სთ. I-II კლასელებისთვის.

დიკენსის გმირთა სამყაროში

14 May 2012

18 მაისს, პარასკევს, 15 სთ-ზე, გეპატიჟებით ჩარლზ დიკენსის 200 წლისადმი მიძღვნილ ღონისძიებაზე. ლიტერატურული კითხვა - დიკენსის გმირთა სამყაროში. მხატვრული თარგმანი - დიკენის "საშობაო სიმღერა" (7ა, 7გ, 9ა, 9ბ კლასები) მასწავლებლები: ნ. ცანავა,  ნ. ჟღენტი, რ. ბერიძეინგლისური ენის კათედრა

ევროპული სკოლა ევროკავშირის დღეების გამარჯვებულია!

11 May 2012

ა.წ. 4-9 მაისს, თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში ევროკავშირის დღეებთან დაკავშირებით, ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის, ევროკავშირის საელჩოს, თსუ-სა და "ახალგაზრდული ხედვა საქართველოს“ ორგანიზებით კონკურსი ჩატარდა. კონკურსზე ევროპული სკოლის სახელით ასპარეზობდნენ: ნინი გაბუნია 11 (გუნდის კაპიტანი), ვატო ქათამაძე 11 DP, ანი ადუაშვილი 11 DP, მარიამ ჭელიძე 11 DP და ნატა მორჩილაძე 11 DP.