ახალი ამბები

4-10 დეკემბერი-ადამიანის უფლებათა დაცვის კვირეული

07 Dec 2017

“ევროპული სკოლა” ჩაერთო ადამიანის უფლებათა დაცვის საერთაშორისო კვირეულში. 5 დეკემბერს მეშვიდე კლასელები შეხვდნენ ფონდი “ღია საზოგადოება საქართველოს" ადამიანის უფლებათა პროგრამის კოორდინატორ გიორგი ჩიტიძეს. სტუმარი სკოლის მოსწავლეებს ესუბრა ადამიანის უფლებებზე, სახელმწიფოში კონსტიტუციის მნიშვნელობაზე, მოსწავლეებმა დასვეს შეკითხვები და გამოთქვეს საკუთარი მოსაზრებები.

“ევროპული სკოლის“ გუნდი -“კომაროვის მათემატიკის ფესტივალის“ გამარჯვებული

05 Dec 2017

1-2 დეკემბერს საგამოფენო ცენტრ “ექსპო ჯორჯიაში “ჩატარდა “კომაროვის მათემატიკის ფესტივალი “, რომელშიც თბილისის 24 სკოლის 38 გუნდი მონაწილეობდა. “ევროპული სკოლის“ გუნდმა ფესტივალზე პირველი ადგილი დაიკავა.

შეხვედრა ლადო აფხაზავასთან

04 Dec 2017

1 დეკემბერს მესამე კლასის მოსწავლეები შეხვდნენ საუკეთესო მასწვლებლის ეროვნული ჯილდოს მფლობელს ლადო აფხაზავას. მან მოსწავლეებს მოუთხრო სინტერესო ისტორიები პირადი ცხოვრებიდან, უამბო, თუ რას საქმინობენ და როგორ სწავლობენ მისი აღსაზრდელები,როგორი გარემოა მათ სკოლაში.მოსწავლეებიც ინტერესით უსმენდნენ და უსვამდნენ შეკითხვებს. დასასრულს მესამეკლასელებმა სტუმართან ერთად ითამაშეს, იმღერეს და იხალისეს.

შემოდგომის გაცილება

04 Dec 2017

30 ნოემბერს დაწყებითი კლასების მოსწავლეებმა “გააცილეს შემოდგომა“. ღონისძიება გახსნეს მეოთხე კლასელებმა, მათ ბარაქიანი შემოდგომის სიუჟეტი წარმოადგინეს. მოსწავლეებმა, ხელოვნების მასწავლებლების დახმარებით, საკუთარი ნამუშევრებით გააფორმეს მეორე სართულის დერეფანი, “ევროპული სკოლის“ შიდა ეზოში კი მოაწყვეს თემატური “ფლეშ-მობი“.

სტენსილით ხატვა

29 Nov 2017

27 ნოემბერს “ევროპული სკოლის“ ქართული პროგრამის მოსწავლეები, ხელოვნების პედაგოგის ნატო ვაწაძის ინიციატივით, ჩაებნენ საინტერესო აქტივობაში-მათ მოწვეული მხატვრების დახმარებით, გარემოს დაცვის თემაზე შექმნილი სტენსილებით მოხატეს სკოლის კედლები.

პროექტი “ბუნების ქომაგი ადამიანები“

29 Nov 2017

14 ნოემბერს, ტრანსდისციპლინარული თემის ფარგლებში, პედაგოგ ასმათ ახვლედიანის ხელმძღვანელობით მოეწყო მესამეკლასელთა შეხვედრა “ეკოვიზიის“ წამყვანებთან. გადაცემის წამყვანებმა ნინიმ კიკნაძემ და დათუნა სოფაძემ წარმოადგინეს პრეზენტაცია თემაზე: “ბუნების ქომაგი ადამიანები“. პრეზენტაციის შემდეგ გაიმართა დისკუსია.

მოსწავლეთა ნახატების გამოფენა

24 Nov 2017

22 ნოემბერს ევროპულ სკოლაში დაწყებითი კლასების მოსწავლეთა ნახატების გამოფენა გაიხსნა. მასში ამჯერად მონაწილეობა მესამეკლასელებმა მიიღეს. ბავშვებმა ისაუბრეს თავიანთი ნახატების შესახებ. სკოლის დირექტორმა ქალბატონმა სოფიო ბაზაძემ “პატარა მხატვრებს“ სამახსოვრო სიგელები გადასცა.

მეხანძრეები

22 Nov 2017

პროექტის ფარგლებში III ა კლასი ესტუმრა სახანძრო სამსახურის მუზეუმს. მოსწავლეებმა დაათვალიერეს ძველი და ახალი სახანძრო ტექნიკა. მონაწილეობა მიიღეს იმიტირებული ხანძრის ჩაქრობაში, მოისმინეს ინფორმაცია გმირ მეხანძრეებზე.

ლექცია ჯავახიშვილის უნივერსიტეტში

21 Nov 2017

19 ნოემბერს, მიზეილ ჯავახიშვილის მემორიალურ ეროვნულ სახლმუზეუმში, ფილოლოგიიის დოქტორმა ლელა წიქარიშვილმა “ევროპული სკოლის“ მე-12 კლასის მოსწავლეებთან გამართა ლექცია: მიხეილ ჯავახიშვილის შემოქმედების “ჯაყოს ხიზნების“ მხატვრული მიმოხილვა.