ახალი ამბები

ჭადრაკში მიღწეული წარმატება

25 Jan 2018

სკოლის ჭადრაკის კლუბის ხელმძღვანელმა, გიული ალიხანაშვილმა 2018 წელს სენიორებში გამართულ საქართველოს ჩემპიონატში საპრიზო ადგილი დაიკავა და მოიპოვა საგზური მსოფლიო ჩემპიონატზე გასამგზავრებლად. მსოფლიო ჩემპიონატი ჩატარდება 2018 წლის ნოემბრის თვეში.

ტრანსდისციპლინარული თემები

27 Dec 2017

დაწყებითი სწავლების საფეხურზე 18 დეკემბრიდან 21 დეკემბრის ჩათვლით მიმდინარეობდა ტრანსდისციპლინარული თემების შეჯამება. მასში მონაწილეობა მიიღეს ოთხივე კლასის მოსწავლეებმა და სხვადსხვა საგნის პედაგოგებმა.

კერძო უმაღლესი სასწავლებლების ასოციაციისა და ზოგადსაგანმანათლებლო სკოლებს შორის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმის ხელმოწერა

25 Dec 2017

2017 წლის 23 დეკემბერს, სასტუმროში “რედისონ ბლუ ივერია“ ხელი მოეწერა კერძო უმაღლესი სასწავლებლების ასოციაციასა და ზოგადსაგანმანათლებლო სკოლებს შორის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმს.

რობოტიქსის კლუბის მოსწავლეების ნამუშევრების გამოფენა

22 Dec 2017

მიმდინარე წლის 21 დეკემბერს "ლონდონ ავენიუზე" მოეწყო “ევროპული სკოლის“ რობოტიქსის კლუბის მოსწავლეების მიერ პირველ სემსტრში შექმნილი ნამუშევრების გამოფენა. გამოფენაზე წარმოდგენილი იყო განსხვავებული ფუნქციების მქონე 20 მოწყობილობა-რობოტი

საახალწლო ქიმია

20 Dec 2017

ქიმიის ლაბორატორიაში პირველკლასელებთან ჩატარდა სახალისო და შემეცნებითი გაკვეთილი “საახალწლო ქიმია“(პედაგოგი ხათუნა კაპანაძე). გაკვეთილის მიზანი იყო, დაწყებითი კლასიდანვე მოსწავლეების დაინტერესება საბუნებისმეტყველო საგნებით, კერძოდ ქიმიით.

ინტერდისციპლინური პროექტი

18 Dec 2017

18 დეკემბერს ქართული პროგრამის მე-8 კალსებში ჩატარდა ინტერდისციპლინური პროექტის” ვჭამთ იმისთვის, რომ ვიცოცხლოთ, თუ ვცოცხლობთ იმისთვის, რომ ვჭამოთ?”  შემაჯამებელი გაკვეთილი. პროექტს ახორციელებდნენ ბიოლოგიის პედაგოგი მანანა ჟამურაშვილი და რუსული ენის პედაგოგი ირინა გამსახურდია. პროექტის ფარგლებში მოსწავლეებმა აწარმოეს კვლევა, აიღეს ინტერვიუები, მოამზადეს პრეზენტაციები და მოხსენებები. ამ პროცესს მოსწავლეების მხრიდან დიდი დაინტერესება და გამოხმაურება მოჰყვა. 

საქართველოს საგანმანათლებლო ტექნოლოგიების კონფერენცია

18 Dec 2017

მიმდინარე წლის 16-17 დეკემბერს თბილისში (სასტუმრო “ჰოთელს პრეფერენს ჰუალინგ თბილისი“) ჩატარდა რიგით IV საქართველოს საგანმანათლებლო ტექნოლოგიების კონფერენცია, რომელიც მიზნად ისახავდა ტექნოლოგიების სფეროში მიმდინარე თანამედროვე ტენდენციების შესახებ დაინტერესებული მხარეების ინფორმირებას, ტექნოლოგიების სასწავლო პროცესში გამოყენების საუკეთესო პრაქტიკისა და გამოცდილების გაცნობასა და გაზიარებას მასწავლებლებს, ექსპერტებს, უნივერსიტეტის წარმომადგენლებსა და საგანმანათლებლო ტექნოლოგიების სფეროში მოღვაწე ორგანიზაციებს შორის.

ექსკურსია თავისუფალ უნივერსიტეტში

15 Dec 2017

დეკემბრის თვეში მოეწყო საგანმანათლებლო ექსკურსია თავისუფალ უნივერსიტეტში. მოსწავლეებმა დაათვალიერეს უნივერსიტეტის ბიბლიოთეკა, მუზეუმი და ქიმიის, ფიზიკისა და ინჟინერიის ლაბორატორიები. ამ ღონისძიებაში მონაწილეობდნენ 8ა და 8ბ კლასების მოსწავლეები და მათი პედაგოგები ხათუნა კაპანაძე, ზურაბ ბერია და ირინა კოჭლამაზაშვილი.

ევროპული სკოლა- eTwinning-ის მონაწილე

14 Dec 2017

გასულ წელს ”ევროპული სკოლის” ისტ-ის პედაგოგმა დავით ნოზაძემ მოსწავლეები ჩართო eTwinning-ის პროექტში” ვეწვიოთ მეორე ქვეყანას”. გუნდი, რომლის წევრებიც იყვნენ მოსწავლეები: ელენე ჯოხაძე, ელენე ფანჯაკიძე, ლიზა კვიჟინაძე, მარიამ ოქრიაშვილი, სალომე ზედგენიძე და თორნიკე ყუბანეიშვილი, დაუმაგობრდა საბერძნეთის ერთ-ერთი სკოლის გუნდს. პროექტის ფარგლებში, მოსწავლებს მიეცათ შესაძლებლობა, გაცნობოდნენ საბერძნეთის ისტორიულ-კულტურულ ღირსშესანიშნაობებს; განევითაებინათ 21-ე საუკუნის უნარები; გაეზიარებინათ ინფორმაცია უცხოელი თანატოლებისთვის პრეზენტაციების, ვიდეოების, ვიდეოკონფერენციების საშუალებით , სადაც საკომუნიკაციო ენად იყენებდნენ ინგლისურს; შეედგინათ ტურისტული მარშრუტი და განრიგი; გაეცნობიერებინათ საქართველოს ეკონომიკისთვის ტურიზმის მნიშვენელობა და რაც მთავარია, შეეძინათ ახალი მეგობრები. ცოტა ხნის წინ ”ევროპული სკოლის” პროექტი ევროპის ხარისხის ნიშნით დაჯილდოვდა.