ახალი ამბები

საჩუქარი დედებს

08 Mar 2018

III ბ კლასის მოსწავლეებმა ორიგინალურად მიულოცეს დედებს 3 მარტი. ისინი წინასწარ ემზადებოდნენ ამ დღისთვის: სახელოსნოში “თიხიანი ხელები“ პატარებმა დაამზადეს თიხის გულსაბნევები და საყვავილე ქოთნები, რომლებშიც სკოლის ორანჟერაში, მებაღის დახმარებით, ჩარგეს ყვავილები და შექმნეს ულამაზესი კომპოზიციები დედებისთვის.

სტუმრად წიგნის მუზეუმში

06 Mar 2018

1 მარტს “ევროპული სკოლის“ დაწყებითი საფეხურის მესამე და მეოთხე კლასის მოსწავლეები ეწვივნენ ეროვნულ ბიბლიოთეკასა და წიგნის მუზეუმს. მასპინძელი მათი პედაგოგი და ეროვნული ბიბლიოთეკის დირექტორი გიორგი კეკელიძე გახლდათ. ბავშვებმა დაათვალიერეს ბიბლიოთეკა, გაეცნენ მისი მუშაობის ძირითად პრინციპს. წიგნის მუზუმში მოზარდები გაეცნენ უნიკალურ ლიტერატურას. გიორგი კეკელიძემ პატარებს საკუთარი ზღაპრის წიგნი გადასცა საჩუქრად.

გავუფრთხილდეთ გარემომცველ სამყაროს!

01 Mar 2018

27 თებერვალს ტრანსდიციპლინური თემის ფარგლებში: “ გავუფრთხილდეთ გარემომცველ სამყაროს“, III კლასის მოსწავლეები შეხვდნენ პროფესორ ბესარიონ კალანდაძეს, რომელიც კომპოსტირების პროცესზე,ნარჩენების გადამუშავების მნიშვნელობაზე ესაუბრა მოზარდებს.

ექსკურსია ეროვნულ მუზეუმში

23 Feb 2018

21 თებერვალს ,,ევროპული სკოლის“ მე-6 ბ კლასის მოსწავლეები ისტორიის პედაგოგ მაია წენგუაშვილთან ერთად იმყოფებოდნენ საქართველოს ეროვნულ მუზეუმში. ექსკურსიის მიზანი გახლდათ, მოსწავლეთა მიერ საქართველოს ტერიტორიაზე არსებული პრეისტორიული და ანტიკურ-ელინისტური პერიოდის მახასიათებლების შეჯამება და ასევე, მოსწავლეებში დაკვირვების, კვლევის, საკუთარი აზრის, ჩანახატების, ჩანაწერების გაკეთების და პრეზენტაციაზე დამოუკიდებლად მუშაობის უნარ-ჩვევების განვითარება.

მათემატიკის საშაბათო სკოლა და მათემატიკის წრე “ევროპულ სკოლაში“

21 Feb 2018

მათემატიკის სწავლების გაუმჯობესებისა და მისი პოპულარიზაციის, კონკურსებში, კონფერენციებსა  და ოლიმპიადებში მოსწავლეების მონაწილეობისათვის მომზადების მიზნით “ევროპულმა სკოლამ“ გადაწყვიტა, დაიწყოს მათემატიკის საშაბათო სკოლა და ჩამოაყალიბოს მათემატიკის წრე. საშაბათო სკოლა იმუშავებს სპეციალურად შედგენილი პროგრამის მიხედვით, რაც ხელს შეუწყობს მოსწავლეებში  აბსტრაქტული და ლოგიკური აზროვნების განვითარებას; მოამზადებს მათ  მათემატიკის წრისათვის. მათემატიკის წრე დაიწყებს მოსწავლეების მომზადებას სხვადასხვა კონკურსისა და ოლიმპიადებისათვის.

“ევროპული სკოლის“ მოსწავლეების გასვლითი გაკვეთილი რუსთაველის სახელმწიფო აკადემიური თეატრის მუზეუმში

20 Feb 2018

პროექტის ფარგლებში “რა ვიცით ილია ჭავჭავაძის შესახებ?“ “ევროპული სკოლის“ პედაგოგმა თამარ ცაგარელმა მე-9 კლასის მოსწავლეებს რუსთაველის სახელმწიფო აკადემიური თეატრის მუზეუმში გასვლითი გაკვეთილი ჩაუტარა. მოსწავლეები გაეცნენ ილია ჭავჭავაძის მოთხრობის “კაცია-ადამიანი?!“ სცენარსა და საარქივო მასალას.

პატარების კულინარიული დებიუტი

19 Feb 2018

16 თებერვალს დაწყებითი სწავლების საფეხურის მეორეკლასელებმა სკოლის სასადილოში ’Масленица’-ს დღესასწაულთან დაკავშირებით გამოაცხვეს ბლინები და თანატოლებს გაუმასპინძლდნენ. პროცესი ძალიან სახალისო და საინტერესო აღმოჩნდა პატარებისთვის. მოგვიანებით მოზარდებმა სააქტო დარბაზში, რუსული ენის პედაგოგ ნელი ხომერიკის ხელმძღვანელობით, რუსული სიმღერებით დაამშვენეს ’Масленица’-ს დღესასწაული.

“ევროპული სკოლის“ მოსწავლეები ორგანიზაცია “ეკოხედვას“ ესტუმრნენ

16 Feb 2018

2018 წლის 15 თებერვალს მე-6 ა კლასის მოსწავლეები ბუნების პედაგოგ მანანა ჟამურაშვილთან ერთად იმყოფებოდნენ არასამთავრობო ორგანიზაციაში "კავშირი მდგრადი განვითარებისათვის - ეკოხედვა“, სადაც “ევროპული სკოლის“ მოსწავლეებს ტრენინგი ჩაუტარდათ. ტრენინგის ძირითადი თემა იყო ბიომრავალფეროვნება. შეხვედრა მოიცავდა როგორც თეორიულ სწავლებას, ისე - სახალისო შემეცნებით თამაშებს. ტრენინგის ბოლოს, მოსწავლეებს გადაეცათ “ეკოხედვის“ მიერ მომზადებული და გამოცემული საბავშვო, გარემოსდაცვითი წიგნები და ჟურნალები.

პატარები ვალენტინობის დღესასწაულზე

16 Feb 2018

14 თებერვალს “ევროპულმა სკოლამ“ სიყვარულის დღე, ვალენტინობა, აღნიშნა. პირველკლასელებმა სკოლის სამზარეულოში გულის ფორმის ორცხობილები გამოაცხვეს და თანატოლებს გაუმასპინძლდნენ. ანგელოზის ფორმაში გამოწყობილმა პირველკლასელებმა სკოლის შესასვლელში სიყვარულის ისრები დაარიგეს.aA