ახალი ამბები

IV კლასის დამამთავრებელი ღონისძიება

11 Jun 2018

8 ივნისს, “ევროპულ სკოლაში“ ჩატარდა IV კლასის დამამთავრებელი ღონისძიება, რომელსაც ესწრებოდნენ პედაგოგები და მშობლები. მოსწავლეებმა წარმოადგინეს მიუზიკლი “ოთხი წელი ევროპულ სკოლაში”. ბავშვებმა წარმოაჩინეს თავიანთი შესაძლებლობები ზეპირმეტყველებაში, სიმღერასა და ცეკვაში. დაჯილდოვდნენ სიგელებით. ღონისძიება იყო შთამბეჭდავი და ემოციებით სავსე.

მოგზაური გამოფენა “ ევროპულ სკოლაში“

24 May 2018

საქართველოს დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვნილი ღონისძიებების ფარგლებში, 2018 წლის 23 მაისს ქართული პროგრამის მე-9-10-11 კლასების მოსწავლეებს ჩაუტარდათ საინტერესო გაკვეთილი სახელწოდებით “მოგზაური გამოფენა.“ მოზარდებმა ხელოვნების მასწავლებელთან ერთად საქართველოს უახლესი ისტორია განიხილეს და ხელოვნება ახალი კუთხით დაინახეს; კერძოდ, მათ იმსჯელეს ისეთ საკითხებზე, როგორიც არის პროტესტის ხელოვნება, მხატვრობა, ხელოვნებისა და ცენზურის დაპირისპირება, გამოხატვის თავისუფლება და ა.შ. ბავშვებმა დაათვალიერეს ფოტოები და ნამუშევრები, რომლებიც ქვეყნის უახლესი ისტორიის სხვადასხვა პერიოდში არის შექმნილი და ისაუბრეს მათ მნიშვნელობაზე.

უსაფრთხოების გაკვეთილები “ევროპულ სკოლაში“

17 May 2018

2018 წლის 17 მაისს “ევროპული სკოლის“ შიდა ეზოში ქართული პროგრამის II “ბ“ კლასს ჩაუტარდა სამოდელო გაკვეთილი თემაზე “ჩვენ ვსწავლობთ ქუჩაში მოძრაობის წესებს.“ გაკვეთილზე მოწვეული იყო პოლიციის მაიორი, ლევან წიკლაური. პოლიციის მაიორმა ბავშვებს სატრანსპორტო მოძრაობის წესებზე სიმულაციური სწავლება ჩაუტარა. ბავშვებმა აქტიური მონაწილეობა მიიღეს ყველა აქტივობაში: გაეცნენ საგზაო ნიშნებს, შუქნიშანზე გადასვლის წესებს, ზებრა-გადასასვლელის მნიშვნელობას, ისაუბრეს პატრულის ფუნქცია-მოვალეობებზე. მოწვეულმა სტუმარმა ამომწურავად უპასუხა ბავშვების მიერ დასმულ შეკითხვებს.

შემაჯამებელი გაკვეთილები ქართული პროგრამის დაწყებით საფეხურზე

17 May 2018

2018 წლის 16 მაისს, “ევროპული სკოლის“ ქართული პროგრამის I “ა“ კლასის მოსწავლეებმა შეაჯამეს ტრანსდისციპლინარული თემა “როგორ ვითანაცხოვროთ ცოცხალ სამყაროსთან.“ ბავშვებმა სახალისო აქტივობების მეშვეობით გადმოსცეს ცოცხალი და არაცოცხალი ბუნება, განიხილეს სასარგებლო და მავნე ბაქტერიები, იმსჯელეს თუ რა გავლენას ახდენს მავნე ჩვევები ადამიანის ჯანმრთელობაზე, და ისაუბრეს გარემოს მიმართ მზრუნველი დამოკიდებულების მნიშვნელობაზე.

პროექტის პრეზენტაცია "ევროპულ სკოლაში"

16 May 2018

2018 წლის 16 მაისს “ევროპული სკოლის“ ქართული პროგრამის მე-7 “ბ“ კლასის მოსწავლეებმა მონაწილეობა მიიღეს ღია გაკვეთილში სათაურით “მე გადმოვცურავ ზღვას.“ მოსწავლეებმა წაიკითხეს ცნობილი ნაწარმოებები, გაიხსენეს ცნობილი ფილმები, მოირგეს ლიტერატურული გმირების როლები და თავად გამოიგონეს ახალი პერსონაჟები.

გიორგი ოვაშვილი სტუმრად “ევროპულ სკოლაში“

15 May 2018

2018 წლის 15 მაისს, რეჟისორი გიორგი ოვაშვილი “ევროპული სკოლის“ ქართული პროგრამის მე-9 კლასის მოსწავლეებს შეხვდა IB ბიბლიოთეკაში. მოსწავლეები გაეცნენ რეჟისორის ცნობილ ნამუშევრებს. დისკუსიის მთავარი თემა იყო გიორგი ოვაშვილის 2009 წლის ფილმი “გაღმა ნაპირი.“

დაწყებითი საფეხურის მოსწავლეები სტუმრად ქიმიისა და ბიოლოგიის კაბინეტში

25 Apr 2018

24 აპრილს ქართული პროგრამის 1-ელი და მე-3 კლასის მოსწავლეები “ევროპული სკოლის“ ბიოლოგიისა და ქიმიის კაბინეტს ესტუმრნენ. პატარები გაეცნენ მეორადი ქაღალდის გადამუშავების ტექნოლოგიას და მონაწილეობაც მიიღეს გადამუშავების პროცესში. ბიოლოგიის პედაგოგმა, მანანა ჟამურაშვილმა, ბავშვებს აუხსნა, რომ მავნე ბაქტერიების გარდა, არსებობენ ე.წ. “კეთილი“ ბაქტერიები, რომელთა მიღებაც ბუნებრივადაა შესაძლებელი ისეთი საკვებიდან, როგორიცაა მაწონი ან იოგურტი. ბავშვებმა “კეთილი ბაქტერიების“ შესახებ უყურეს ანიმაციურ ფილმს და შემდეგ ბაქტერიებს მიკროსკოპითაც დააკვირდნენ.

წიგნის საჯაროდ კითხვის მსოფლიო დღე “ევროპულ სკოლაში”

23 Apr 2018

წიგნის საჯაროდ კითხვის მსოფლიო დღე მსოფლიოში ცნობილი ღონისძიებაა და მას ყოველწლიურად მსოფლიოს 100 ზე მეტ ქვეყანაში აღნიშნავენ. მნიშვნელოვანია ასევე ღონისძიების მასშტაბურობა – ლოკალური დარეგიონული მასშტაბით წიგნის ავტორების, უნივერსიტეტების, სკოლების, წიგნის მაღაზიებისა და კულტურის ცენტრების ჩართულობა, რათა ხელი შეეწყოს საქართველოში წიგნის პოპულარიზაციას. წიგნის საჯაროდკითხვის მსოფლიო დღეს “ევროპული სკოლის“ ქართული პროგრამის ბავშვებიც შეუერთდნენ: მე-11 კლასის მოსწავლეები პატარებს ესტუმრნენ და წაუკითხეს ცნობილი ნაწარმოები, “ჰარი პოტერი.“

"ევროპული სკოლა" თეატრის საერთაშორისო დღეს აღნიშნავს

13 Apr 2018

"ევროპული სკოლაში" გაიმართა თეატრის დღე, რომელიც წარმოგვიდგინეს VIIIბ კლასის მოსწავლეებმა სახელწოდებით "შუშაბანდის ამბები". თეატრის საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით, VIII კლასელებმა მართლაც სასიამოვნო სიურპრიზი მოუწყვეს თანატოლებს, მასწავლებლებსა და მშობლებს. მათ წარმოადგინეს ვარიაციები დ. კლდიაშვილის "დარისპანის გასაჭირი" და ა. ჩეხოვის "ალუბლის ბაღის" თემებზე. ინტერპრეტირებულმა კლასიკამ და მოსწავლეთა საშემსრულებლო ტექნიკამ დიდი მოწონება დაიმსახურა.