ახალი ამბები

ახლებურად დანახული "ვეფხისტყოსანი" - გიორგი კახიშვილის ლექცია

19 Oct 2018

19 ოქტომბერს ევროპულ სკოლას პერსპექტიული ახალგაზრდა მკვლევარი, გიორგი კახიშვილი ესტუმრა ვეფხისტყაოსანზე სასაუბროდ და მოსწავლეებს გააცნო მისი ორიგინალური მიგნებები, რომლებიც უკვე აღიარებულია წამყვანი მეცნიერების მიერ. შეხვედრის მონაწილეებისათვის განსაკუთრებით საინტერესო აღმოჩნდა გიორგის მიერ წარმოდგენილი არაორდინალური ხედვა ვეფხისტყოსანში მითოსურ სამყაროსთან არსებულ კავშირებსა და ალეგორიებზე. ჩვენი სკოლის მოსწავლეებმა თავადაც გამოთქვეს მოსაზრებები ამ თემაზე და სტუმართან ერთად გაავლეს პარალელები ვეფხისტყაოსანსა და მსოფლიო ლიტერატურის სხვა შედევრებს შორის.

მე-2 კლასელები სტუმრად გარდენიაში

18 Oct 2018

17 ოქტომბერს, ევროპული სკოლის ქართული სექტორის მე-2 ბ კლასელები “გარდენიას“ ესტუმრნენ. მასპინძლებმა პატარებს დაათვალიერებინეს გარემო და მცენარეებზე უამრავი საინტერესო ინფორმაცია მიაწოდეს. სახალისო მწვანე გაკვეთილზე მოსწავლეებმა თიხის ქოთნები ბუნებრივი საღებავით შეღებეს, მოხატეს და ბოლოს, უფროსების დახმარებით ყვავილებიც ჩარგეს. ექსკურსიით ნასიამოვნები მეორეკლასელები სკოლაში დაბრუნების შემდეგ კიდევ დიდხანს უზიარებდნენ ერთმანეთს “გარდენიაში“ მიღებულ შთაბეჭდილებებს.

კინგსის ოლიმპიადის სერთიფიკატების გადაცემის ცერემონიალი

12 Oct 2018

კინგსმა ოლიმპიადაში მიღწეული განსაკუთრებული წარმატებებისათვის ევროპული სკოლის მოსწავლეები დააჯილდოვა.

საბავშვო ფესტივალი მთაწმინდის პარკში

04 Oct 2018

შაბათს, 29 სექტემბერს, ევროპული სკოლა წარმოდგენილი იყო თბილისის საბავშვო ფესტივალზე მთაწმინდის პარკში. ფესტივალის სტუმრებმა მიიღეს ინფორმაცია საბავშვო სფეროში არსებულ სიახლეებზე სხვადასხვა მიმართულებით, მათ შორის საგანმანათლებლო სფეროში.

ევროპული სკოლა ილიაუნის სამეცნიერო პიკნიკზე

03 Oct 2018

შაბათს, 29 სექტემბერს, ილიაუნის სამეცნიერო პიკნიკზე ჩვენი სკოლის კარავში წარმოდგენილმა სახალისო ტექნოლოგიებმა ვიზიტორების დიდი ინტერესი გამოიწვია. ლეგო რობოტები, მფრინავი პროგრამირებადი დრონები, 3D კალამი და ელექტრობის სახალისო ექსპერიმენტები მთელი დღის მანძილზე იზიდავდა ცნობისმოყვარე დამთვალიერებლებს !

გამოფენა ეროვნულ სამეცნიერო ბიბლიოთეკაში

03 Oct 2018

25 სექტემბერს ეროვნულ სამეცნიერო ბიბლიოთეკაში გამართულ ღონისძიებაზე ჩვენმა მოსწავლეებმა წარმოადგინეს სმარტ რობოტები და დამსწრეების დიდი მოწონება დაიმსახურეს.

შეხვედრა ახალი მოსწავლეების მშობლებთან

01 Oct 2018

პარასკევს, 28 სექტემბერს, ჩვენი სკოლის ახალი მოსწავლეების მშობლებისათვის სასიამოვნო საღამო მოეწყო. შეხვედრაზე მათ შესაძლებლობა მიეცათ, უფრო ახლოს გაეცნოთ ერთმანეთი, სკოლის მმართველი გუნდი და მშობელთა და მასწავლებელთა ასოციაციის თავმჯდომარეები. აკადემიურმა დირექტორმა, პროგრამის კოორდინატორებმა და მშობელთა და მასწავლებელთა ასოციაციის თავმჯდომარეებმა მშობლებს მიაწოდეს ინფორმაცია მათი ჩართულობის შესაძლებლობების შესახებ. არაფორმალურ, სასიამოვნო გარემოში ჩატარებული შეხვედრა ტორტის გაჭრის ცერემონიით დასრულდა.

ქართული პროგრამის VII-XII კლასის სახელმძღვანელოები

18 Jul 2018

ქართული პროგრამის VII-XII კლასის სახელმძღვანელოების გაცემა “ევროპულ სკოლაში“ მოხდება 2018 წლის 4-16 სექტემბერს სახელძღვანელოების საფასურის გადახდის დამადასტურებელი ქვითრის წარმოდგენის საფუძველზე. სახელძღვანელოების ნუსხა, ღირებულება და საბანკო რეკვიზეტები იხილეთ ბმულ ფაილში.

ხუთშაბათობა

14 Jun 2018

“ევროპული სკოლის“ მეხუთეკლასელებმა კარგად იციან რატომ ჰქვია “ხუთშაბათობა“ გაკვეთილებს, რომლებიც უკვე ტრადიციად იქცა. სკოლის ბიბლიოთეკაში ყოველ ხუთშაბათს მოსწავლეები ერთად კითხულობენ, ფიქრობენ, მსჯელობენ ქართული სიტყვის ხიბლზე....