ახალი ამბები

ხელნაკეთი მანქანების შეჯიბრი “ევროპულ სკოლაში“

04 Apr 2018

“ევროპული სკოლის“ რობოტიქსის პედაგოგის, დავით ნოზაძის ორგანიზებით, 2 აპრილს, სკოლის სპორტულ დარბაზში ჩატარდა ინოვაციური ღონისძიება სახელწოდებით ,,ხელნაკეთი მანქანების შეჯიბრი.” აღნიშნულ ღონისძიებაში ჩართული იყო “ევროპული სკოლის“ ყველა ის მოსწავლე, ვინც მოამზადა ხელნაკეთი მანქანის მოდელი ან ნიმუში. ღონოსძიებაში მონაწილეობა მიიღო 14-მა კონკურსანტმა, 1-დან დან მე-12 კლასის ჩათვლით. ჟიურის დახმარებით გამოვლინდა სხვადასხვა ნომინაციის გამარჯვებულები. მთავარი პრიზი, სუპერ თასი, წილად ხვდა მე-2 კლასის მოსწავლეს, საბა ნოდიას, საუკეთესო ხელნაკეთი მანქანის შექმნისთვის.

ფილმის საქველმოქმედო ჩვენება ევროპულ სკოლაში: “ექვთიმე ღვთისკაცი“

04 Apr 2018

4 აპრილს, “ევროპული სკოლის“ სააქტო დარბაზში გაიმართა საქველმოქმედო კინო-ჩვენება “ექვთიმე ღვთისკაცი." პრემიერა წარმოგვიდგინეს თავად რეჟისორმა და გადამღებმა ჯგუფმა. კინო-ჩვენების დასასრულს აუდიტორიას საშუალება მიეცა, გასაუბრებოდნენ მოსულ სტუმრებს, დაეფიქსირებინათ და გამოეხატათ საკუთარი ემოცია. შემოსული თანხა გადაირიცხება ფილმის მხარდამჭერ ფონდში.

“ევროპული სკოლის“ მოსწავლეების პროექტი “გამარჯობა, აფხაზეთო, შენი!“

04 Apr 2018

“ევროპული სკოლის“ მოსწავლეების პროექტი “გამარჯობა, აფხაზეთო, შენი!“ 3 აპრილს, ”ევროპული სკოლის“ ქართული პროგრამის მე-6ბ კლასის მოსწავლეებმა წარმოადგინეს პროექტი: “გამარჯობა, აფხაზეთო, შენი!“ პროექტში ჩართულმა მოსწავლეებმა შეისწავლეს და საზოგადოებას გააცნეს აფხაზეთში არსებული უმნიშვნელოვანესი კულტურის ძეგლები და მოიძიეს მასალა აფხაზური ტრადიციების შესახებ, რომელიც დოკუმენტური ფილმის სახით წარუდგინეს მაყურებელს.

რობოტიქსის გაკვეთილი ტექნოპარკში

28 Mar 2018

ამა წლის 22 თებერვალს და 1 მარტს “ევროპული სკოლის“ პედაგოგმა დავით ნოზაძემ V კლასის მოსწავლეებს ტექნოპარკში ჩაუტარა რობოტიქსის გაკვეთილი, რომელზეც სახალისო ელექტროობის ელემენტებს და ინოვაციურ სასკოლო ხელსაწყოების ნაკრებს LittlelBits გაეცნენ მოზარდები. მოსწავლეებმა ააწყვეს წრედები და თავიანთი ხელით შექმნეს ელეტრო მოწყობილობები. გაკვეთილის შემდეგ მათ დაათვალიერეს ტექნოპარკის სამეწარმეო გარემო, ნახეს 3 -D პრინტერები და სხვა ინოვაციური აპარატურა. მსგავსი გაკვეთილები მომავალშიც ჩატარდება “ევროპული სკოლის“ მოსწავლეებისთვის. იგეგემება სახალისო ელექტროობა Arduino-ს გამოყენება საგაკვეთილო პროცესში, რაც კიდევ უფრო მეტ ხალისს შესძენს სწავლის პროცესს.

პატარები და მეცნიერებაბავშვი პატარა მეცნიერივით ეძებს შეკითხვებზე პასუხს, აკვირდება საგნებსა და მოვლენებს, ცნობისმოყვარეობით შეიმეცნებს სამყაროს. მოზარდებს მოსწონთ საბუნებისმეტყველო მეცნიერებების გაკვეთილებზე დასწრება. 21 მარტს ქართული პროგრამის IIIა კლასის მოსწავლეები დიდი ინტერესით ჩაერთვნენ უფროსკლასელთა მიერ ჩატარებულ ფიზიკის სახალისო ცდებში.

28 Mar 2018

ბავშვი პატარა მეცნიერივით ეძებს შეკითხვებზე პასუხს, აკვირდება საგნებსა და მოვლენებს, ცნობისმოყვარეობით შეიმეცნებს სამყაროს. მოზარდებს მოსწონთ საბუნებისმეტყველო მეცნიერებების გაკვეთილებზე დასწრება. 21 მარტს ქართული პროგრამის IIIა კლასის მოსწავლეები დიდი ინტერესით ჩაერთვნენ უფროსკლასელთა მიერ ჩატარებულ ფიზიკის სახალისო ცდებში.

სტუმრად თეატრში

23 Mar 2018

21 მარტს III-IV კლასების მოსწავლეები ესტუმრნენ მარჯანიშვილის თეატრის მუზეუმს, სადაც მათ იხილეს პეტრე ოცხელის ესკიზები, სასცენო კოსტიუმები და საგრიმიორო ოთახი. მუზეუმის თანამშრომელი ესაუბრა მათ თეატრის, სასცენო ხელოვნებისა და იმ სპეციალობების შესახებ, რომელიც აუცილებელია სპექტაკლის შექმნისთვის. ასევე მოსწავლეებს საშუალება მიეცათ, სხვადასხვა მსახიობის სასცენო კოსტიუმი მოეზომათ.

ბუნების გაკვეთილი თბილისის ზოოპარკში

20 Mar 2018

ცხოველები, ბუნება, ეკოლოგია, ადაპტაციები- ეს ის საკითხებია, რომლებიც Vა კლასის მოსწავლეებმა, ბუნების მასწავლებელ მანანა ჟამურაშვილთან ერთად, განიხილეს თბილისის ზოოპარკში სტუმრობისას. მოზარდებმა დაკვირვებები აწარმოეს რამდენიმე მიმართულებით: შეისწავლეს ცხოველები სხვადასხვა გეოგრაფიული არეალიდან და გაეცნენ მათ ადგილსამყოფელს; დაინტერესდნენ ცხოველთა ქცევით; იმსჯელეს სახეობების განსხვავებაზე ძუძუმწოვრებში, თევზებსა და რეპტილიებში; დასვეს უამრავი შეკითხვა. ეს ყველაფერი შესაძლებელი გახდა ზოოპარკში ჩატარებული გაკვეთილის ფარგლებში.

ლიტერატურული ვიქტორინა “ევროპულ სკოლაში“

19 Mar 2018

15 მარტს ქართული სექტორის VIIIბ კლასის მოსწავლეებმა (პედაგოგი თ.ბერაძე) მონაწილეობა მიიღეს სკოლის ბიბლიოთეკაში გამართულ ლიტერატურულ ვიქტორინაში. საგულისხმოა, რომ საგაზაფხულო არდადეგების დაწყების წინ მათ, ნინო კახიანის რჩევით, წასაკითხად აირჩიეს რ.პალაციოს ბესტსელერი. ვიქტორინაზე კი ისინი შეეჯიბრნენ ერთმანეთს ტექსტის ცოდნასა და ნაწარმოების მთავარი იდეის უკეთ გაგებაში; ვიქტორინა სახალისო აქტივობებისაგან შედგებოდა; გამარჯვებული მოსწავლეები : ს. დარჩიაშვილი და გ.ფანჯაკიძე დაჯილდოვდნენ წიგნებით. ყველა მონაწილემ მიიღო სამახსოვრო საჩუქარი; ვიქტორინის დასრულების შემდეგ მოსწავლეებმა და უფროსებმა ერთად უყურეს ამ ნაწარმოების მიხედვით გადაღებული ფილმის ფრაგმენტებს.

ლექცია თემაზე "ნარჩენების მდგრადი მართვა"

17 Mar 2018

15 აპრილს “ევროპულ სკოლას“, ეკოკლუბის ხელმძღვანელის მანანა ჟამურაშვილის ინიციატივით, ესტუმრა “ეკოხედვის“ თანამშრომელი ეთო ჯინჭარაძე, რომელმაც ეკოკლუბის მოსწავლეებს ჩაუტარა ინტერაქტიური ლექცია თემაზე "ნარჩენების მდგრადი მართვა". მოსწავლეებმა ინტერესით მოისმინეს ინფორმაცია და იმსჯელეს ნარჩენებთან დაკავშირებული პრობლემების გადაჭრის გზებზე.