ახალი ამბები

ვიზიტი გარემოსდაცვითი ინფორმაციისა და განათლების ცენტრში

16 Feb 2018

13 თებერვალს ქართული პროგრამის მე-6 ბ კლასის მოსწავლეები, პედაგოგ მანანა ჟამურაშვილის თანხლებით, იმყოფებოდნენ გარემოსდაცვითი ინფორმაციისა და განათლების ცენტრში, სადაც განათლების პროექტების სამსახურის წარმომადგენელმა მარიამ არჩვაძემ გააკეთა პრეზენტაცია თემაზე:"საქართველოს ბიომრავალფეროვნება და დაცული ტერიტორიები".

“ევროპული სკოლის“ მოსწავლეების დისკუსია მხატვრული ტექსტისა და მისი ეკრანიზაციის მსგავსება-განსხვავებებზე

14 Feb 2018

9 თებერვალს, “ევროპული სკოლის“ ქართული ენისა და ლიტერატურის მასწავლებელმა თამარ ცაგარელმა და ევროპული სკოლის მე-5ა და მე-5ბ კლასის მოსწავლეებმა ეკატერინე გაბაშვილის “მაგდანას ლურჯას“ თითქმის ყველა გამოცემა გადაფურცლეს, წაიკითხეს, იმსჯელეს. ESTV-ის ხელმძღვანელმა ირაკლი ჯაოშვილმა ბატონ რ. ჩხეიძისა და თ. აბულაძის “მაგდანას ლურჯაზე“ დააფიქრა მოსწავლეები და კინოხელოვნების იმ ხერხებზე ესაუბრა, რომლებიც ლიტერატურული ნაწარმოების ეკრანიზაციისას გამოიყენება.

“ევროპული სკოლა“ თსუ-ს ასი წლის იუბილეს აღნიშნავს

14 Feb 2018

2018 წლის 9 თებერვალს “ევროპული სკოლის“ X-XI კლასების მოსწავლეებმა და მათმა პედაგოგებმა მაია მელიქიშვილმა და მაია წენგუაშვილმა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის დაარსების 100 წლის იუბილე კონფერენციით აღნიშნეს. მომხსენებლებმა დამსწრე საზოგადოებას მოუთხრეს იმის შესახებ, თუ რა რთულ ვითარებაში მოუხდა ქართველი ერის იმდროინდელ მოწინავე საზოგადოებას პირველი ქართული უნივერსიტეტის დაარსება.

“ევროპული სკოლის“ მოსწავლეები ლურსმულ დამწერლობას ეცნობიან

14 Feb 2018

შუამდინარეთის ცივილიზაციების შესწავლისას, მე-7ა კლასის მოსწავლეებმა ლურსმულ დამწერლობასაც აუღეს ალღო. “ევროპული სკოლის“ ისტორიის მასწავლებელმა მანანა შეყილაძემ გაკვეთილზე მოსწავლეებს შუმერების მიერ შექმნილი ლურსმული ანბანი, მისი ქართული შესატყვისები და თიხა დაურიგა; მოსწავლეებმა თიხის გუნდისგან ფირფიტები დაამზადეს და ფირფიტაზე საკუთარი სახელები და გვარები ქართულად და ლურსმული ასოებით ამოკვეთეს.

მე XXI საუკუნის მოსწავლე ვარ

12 Feb 2018

"ევროპული სკოლის" პედაგოგებმა, მარინა მელიქიძემ და მაია ჯოხაძემ, ქართული პროგრამის მე-5 კლასის მოსწავლეებისთვის ჩაატარეს გაკვეთილი - "მე XXI საუკუნის მოსწავლე ვარ".გაკვეთილის მიზანი იყო, ინფორმაციული ტექნოლოგიების გამოყენების საშუალებით, მოსწავლეებს შეექმნათ ციფრული მასალა და შეეფასებინათ სპეციალური კრიტერიუმებით.

“აინშტაინის სკოლის“ გახსნა

12 Feb 2018

9 თებერვალს “ევროპულმა სკოლამ” კანტის აკადემიასთან თანამშრომლობის მემორანდუმი გააფორმა. მემორანდუმის ფარგლებში, სკოლაში 9-12 წლის მოზარდებისთვის გაიხსნა აინშტაინის საკვირაო სკოლა, სადაც მოსწავლეები განივითარებენ კრეატიული აზროვნების, ლიდერობის და კომუნიკაციის უნარებს. მემორანდუმის ხელმოწერის ცერემონიალზე აკადემიის წარმომადგენლებმა პროექტის დეტალები გააცნეს მოზარდებსა და მათ მშობლებს. შეხვედრის დასასრულს საკვირაო სკოლის მომავალმა მოსწავლეებმა ალბერტ აინშტაინის ფორმაში გამოწყობილ თანატოლთან ერთად სამახსოვრო ფოტოებიც გადაიღეს.

ბრიტანეთის საბჭოს წარმომადგენლების შეხვედრა “ევროპული სკოლის“ მშობლებთან

12 Feb 2018

2017 წლის ნოემბრიდან ბრიტანეთის საბჭო წარმოადგენს “ევროპული სკოლის“ ოფიციალურ პარტნიორს და ქართულ პროგრამაში ინგლისური ენის სწავლა-სწავლების ბრიტანული მოდელის დანერგვას უწყობს ხელს. 2018 წლის 9 თებერვალს ბრიტანეთის საბჭოს დირექტორი, ზაზა ფურცელაძე, თავისი გუნდის წევრებთან ერთად, “ევროპული სკოლის“ მშობლებს შეხვდა. შეხვედრა ინტერაქციულ რეჟიმში წარიმართა- ბრიტანეთის საბჭოს წარმომადგენლებმა მშობლებს არსებული სიტუაცია და სამომავლო გეგმები გააცნეს და მათთვის საინტერესო შეკითხვებსაც უპასუხეს.

სახალისო ქიმია

08 Feb 2018

ქართული პროგრამის მესამე კლასის მოსწავლეებისთვის პედაგოგებმა: ხათუნა კაპანაძემ და მაკა ნაკაიძემ ჩაატარეს სახალისო-შემეცნებითი გაკვეთილი“მხიარული ქიმია“. გაკვეთილის მიზანი იყო ადრეული ასაკიდან მოსწავლეთა დაინტერესება საბუნებისმეტყველო მეცნიერებებით.

ილია მჭედლიშვილის ნახატების გამოფენა

08 Feb 2018

30 იანვარს საგამოფენო დარბაზში “სფუმატო“ გაიმართა ქართველი მხატვრების ნამუშევრების გამოფენა. მონაწილეთა შორის ყველაზე უმცროსი გახლდათ “ევროპული სკოლის“ მესამე კლასის მოსწავლე ილია მჭედლიშვილი.