ახალი ამბები

დისკუსია მოზარდთა ძალადობაზე

14 Dec 2017

14 დეკემბერს ”ევროპული სკოლის” მოსწავლეებმა მონაწილეობა მიიღეს ქართული ენის პედაგოგის ლელა მელიქიშვილის მიერ ინიცირებულ დისკუსიაში მოზარდთა ძალადობის შესახებ.ილმარ რააგის ფილმის ”კლასი” ჩვენების შემდეგ ხანგრძლივი დისკუსია გაიმართა მასწავლებლების, მშობლების და მოსწავლეების მონაწილეობით. დაისვა კითხვები: ”რატომ ხდება ეს ყველაფერი?” ”რა იწვევს ძალადობას?” ”როგორ ავიცდინოთ თავიდან მოზარდთა ძალადობის ფაქტები?” მოზარდობის პროცესები უფრო მშვიდად წარიმართება, თუ მშობლებს ახლო ურთიერთობა, ხშირი საუბრები ექნებათ ბავშვებთან, თუ მასწავლებლები , თანატოლები არ იქნებიან გულგრილნი მოზარდთა კონფლიქტების მიმართ -დაასკვნეს მოსწავლეებმა.

მესამეკლასელების ვიზიტი მაკდონალდსში

13 Dec 2017

მოსწავლეებმა დაათვალიერეს მაკდონალდსის საწარმო, ესტუმრნენ მის სამზარეულოს და ნახეს, თუ სად ინახება და როგორ მზადდება ესა თუ ის პროდუქტი. ასევე, დაამზადეს მაკდონალდსის ცნობილი ჰამბურგერი, კარტოფილი და ა.შ. მასპინძლების მიერ შემოთავაზებული გასართობი პროგრამა, რომელიც მოიცავდა სახალისო თამაშების ნაკრებს, მოსწავლეებისთვის განსაკუთრებულად სასიამოვნო აღმოჩნდა.

შეხვედრა რეჟისორ ნანა ჯანელიძესთან

11 Dec 2017

11 დეკემბერს ”ევროპული სკოლის” ქართული პროგრამის მე-5 კლასის მოსწავლეები, ინტეგრირებული გაკვეთილის ფარგლებში, შეხვდნენ რეჟისორ ნანა ჯანელიძეს. შეხვედრაზე მოსწავლეებმა ერთმანეთს შეადარეს მოთხრობა ”იავნანამ რა ჰქმნა” და ამ მოთხრობის მიხედვით გადაღებული მხატვრული ფილმი;

სათხილამურო ბანაკი

11 Dec 2017

“ევროპული სკოლა“  სპორტული სათხილამურო სკოლის ,,ჩვენი სკოლა-IOSKI“  ბაზაზე გთავაზობთ შეკრებას ბაკურიანში, სადაც 15 წლამდე მოსწავლეები შეისწავლიან თხილამურებზე სრიალს და შეიქმნიან დაუვიწყარ შთაბეჭდილებებს.

ლექცია ”თამაშთა თეორია”

11 Dec 2017

8 დეკემბერს ”ევროპულ სკოლას” ეწვია თავისუფალი უნივერსიტეტის მათემატიკისა და კომპიუტერულ მეცნიერებათა ფაკულტეტის დეკანი, პროფესორი ამირან ამბროლაძე. მან მოსწავლეებს წაუკითხა საინტერესო ლექცია თამაშთა თეორიაზე და ამოგზაურა ისინი მათემატიკის ლაბირინთებში. შეხვედრის ბოლოს სტუმარმა დასახა ”ევროპულ სკოლასა” და თავისუფალ უნივერსიტეტს შორის სამომავლო თანამშრომლობის გეგმები.

მათემატიკის ვორქშოფი

11 Dec 2017

7 დეკემბერს ”ევროპულ სკოლაში” მათემატიკის ექსპერტმა, თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორმა გივი ნადიბაიძემ ჩაატარა ვორქშოფი მათემატიკის პედაგოგებისათვის, სადაც განიხილეს მათემატიკის გაკვეთილის დაგეგმვის, ჩატარების და შეფასებასთან დაკავშირებული საკითხები.

დაიცავი გარემო-დაეხმარე ცხოველებს

11 Dec 2017

7 დეკემბერს მოსწავლე ახალგაზრდობის ეროვნულ სასახლეში საბუნებისმეტყველო მეცნიერებათა მიმართულების სამეცნიერო კუთხემ სასახლის მიმდებარე, პირველი რესპუბლიკის სახელობის ბაღში ჩაატარა აქცია “დაიცავი გარემო-დაეხმარე ცხოველებს“. აქციის ფარგლებში ”ევროპული სკოლის” ეკოკლუბის მოსწავლეებმა და პედაგოგებმა დარგეს სკოლის მიერ შეძენილი ნაძვის ხე.

“კოდირების საათი“ ევროპულ სკოლაში

08 Dec 2017

“კოდირების საათი“ უდიდესი აქტივობაა, რომელიც მთელ მსოფლიოში ტარდება. აქტივობის მიზანია მაქსიმალურად ბევრი მოსწავლის ჩართვა კოდირების პროცესში. ისტ-ის პედაგოგის დავით ნოზაძის ინიციატივით, “ევროპული სკოლაც“ ჩაერთო აღნიშნულ ღონისძიებაში და ამ ფორმით დარეგისტრირდა მსოფლიო რუკაზე. ,,კოდირების საათში“ ისტ დეპარტამენტის ყველა თანამშრომელმა მიიღო მონაწილეობა.

ქართული პროგრამის ასამბლეა

07 Dec 2017

7 დეკემბერს “ევროპულ სკოლაში“ ჩატარდა ქართული პროგრამის პირველი ასამბლეა - მნიშვნელოვანი ღონისძიება ინფორმაციული თუ გასართობი დატვირთვით როგორც მოსწავლეებისთვის, ასევე მასწავლებელთათვის. ასამბლეაზე მოსწავლეებმა გააშუქეს უცხოურ ენათა საინტერესო პროექტები, ასევე - ინტერდისციპლინური თემა ეგვიპტური ცივილიზაციის შესახებ.