ახალი ამბები
ხატვის კონკურსის გამარჯვებულები
05 May 2022“ტოიოტა ცენტრი თეგეტას“ ინიციატივით “ოცნების ავტომობილის“ ხატვის ადგილობრივი კონკურსი ჩატარდა და 7-15 წლამდე ასაკობრივ კატეგორიაში გამარჯვებულები გამოვლინდნენ. 8-11 წლამდე კატეგორიაში “ევროპული სკოლის“ მოსწავლე ლიზი ნარსია პირველი ადგილის მფლობელი გახდა ხოლო მია ზანთარაიამ კი მე-3 ადგილი მოიპოვა.
Feria de Abril-ევროპულ სკოლაში
01 May 2022აპრილის ბაზრობა სევილიის ყველაზე პოპულარული ფესტივალია. იგი გაზაფხულზე, ძირითადად აპრილის თვეში იმართება. ამ დღესასწაულზე ქალები ფლამენკოს ულამაზეს კაბებს იცმევენ, ცხენებზე ამხედრებული მამაკაცები ლურჯ უნიფორმებში არიან გამოწყობილნი, სტუმრები აგემოვნებენ ანდალუსიურ კერძებს, ქალაქის ყველა კუთხეში კი ისმის ფლამენკოს მუსიკა. “ევროპული სკოლის“ ესპანური ენის მასწავლებელმა თამარ გულიაშვილმა და ესპანურ ენაზე მოსაუბრე მოსწავლეებმა 26 აპრილს იზეიმეს Feria de Abril სკოლაში და უმასპინძლეს ოფიციალურ სტუმრებს: ესპანეთის კონსულის მოვალეობის შემსრულებელს საქართველოში ხორხე ლუსინის და ესპანური სათვისტომოს ხელმძღვანელს და წარმომადგენელს საქართველოში ადრიან ლოპესს. მოსწავლეებმა სევილიის აპრილის ბაზრობის შესახებ პრეზენტაციები მოამზადეს, შეასრულეს ესპანური და ქართული ცეკვები და სიმღერები. ახალგაზრდა ესპანელმა მომღერალმა და კომპოზიტორმა როდრიგო მუნიოსმა, რომელიც ონლიან ჩაერთო ღონისძიებაში, სხვა ხიბლი შესძინა დღესასწაულს.
სააღდგომო გამოფენა
25 Apr 2022სააღდგომო განწყობის შესაქმნელად, “ევროპულ სკოლაში“ თექის ხელნაკეთი სააღდგომო ნამუშევრების გამოფენა მოეწყო. მოსწავლეებმა სააღდგომო გამოფენისთვის მზადება რამდენიმე თვით ადრე დაიწყეს და ქართული ორნამენტით, ანგელოზებითა და ყვავილებით მოქარგული ხალხური რეწვის ნიმუშები გამოჰფინეს, თანატოლებისთვის ჩაატარეს მასტერკლასი და აჩვენეს მატყლის მოთელვის ხელოვნება.
დედამიწის დღე
20 Apr 2022ევროპული სკოლის დაწყებითი საფეხურის მოსწავლეებმა იმუშავეს პროექტზე “დედამიწა“. პროექტის ფარგლებში განხორციელებული აქტივობები ინტეგრირებული გახლდათ საგნებთან: ბუნება, Lego,ინგლისური ენა: ბუნების გაკვეთილებზე ბავშვებმა შეისწავლეს კონტინენტები; Lego-ს საგაკვეთილო საათებზე მოსწავლეებმა დაამზადეს დედამიწის მოდელი; ინგლისური ენის შესწავლასთან ერთად ხალისით დაეუფლნენ სიმრერებს დედამიწის შესახებ.
თვითმმართველობის დღე
20 Apr 2022“ევროპული სკოლა“ სასკოლო ცხოვრებაში ისეთ ტრადიციებს ამკვიდრებს, რაც ზრდის მოსწავლეთა ინიციატივიანობას, პასუხისმგებლიანობას და გზას უხსნის მათ ცვლილებების განხორციელებისკენ. დღეს სკოლაში თვითმართველობის დღე აღინიშნა. მოსწავლეებს მიეცათ შესაძლებლობა, განევითარებინათ ლიდერული უნარები, ერთი დღით მოერგოთ “ევროპული სკოლის“ თანამშრომლების როლები და ემართათ სკოლის ცხოვრების ყველა ასპექტი.
აჩუქე წიგნი
20 Apr 2022წიგნის ჩუქების ტრადიცია მსოფლიოს მასშტაბით პოპულარულია. წიგნისა და საავტორო უფლებების მსოფლიო დღეს ადამიანები ერთმანეთს წიგნებს ჩუქნიან. უკვე მეოთხე წელია მწერალ გიორგი კეკელიძის ინიციატივით საქართველოში იმართება კამპანია #აჩუქეწიგნი და “ევროპული სკოლის“ მოსწავლეები თანაკლასელებს, წიგნის კითხვის სიყვარულის ნიშნად, წიგნებს ჩუქნიან.
“ევროპული სკოლის“ სასწავლო გრანტი - 2022 ნიჭიერი ახალგაზრდებისთვის
20 Apr 2022“დავით ბეჟუაშვილის განათლების ფონდი“ და “ევროპული სკოლა“ ნიჭიერ და მიზანსწრაფულ მოსწავლეებს ქვეყნის მასშტაბით სთავაზობს სასწავლო გრანტს და გზას უხსნის ხარისხიანი საერთაშორისო განათლებისკენ. ფონდი აკადემიურად გამორჩეული, დიდი პოტენციალის მქონე მოსწავლეებისთვის ცვლის რეალობას და ეხმარება მათ, მიიღონ განათლება, რომელსაც იმსახურებენ.
დედა ენის დღე
18 Apr 2022“ევროპულ სკოლაში“ 14 აპრილს განსაკუთრებულად აღინიშნა დედა ენის დღე. დედა ენისა, რომელიც ქართველი ერის დამოუკიდებლობის, თვითმყოფადობისა და ცნობიერების საწყისია.
უკრაინის მხარდასაჭერად
10 Apr 2022“ევროპული სკოლის“ მოსწავლეთა პარლამენტი, ომის ამ უმძიმეს რეალობაში, სოლიდარობას უცხადებს უკრაინელ ხალხს. მათ მხარდასაჭერად მოსწავლეებმა ჰუმანიტარული დახმარება შეაგროვეს: საკვები, ჰიგიენის საშუალებები, სამედიცინო ნაკრები და სხვა საჭირო ნივთები. საქართველოს წითელი ჯვრის საზოგადოებისა და კომპანია “მეამას“ თანადგომით ეს ტვირთი მალე ჩავა უკრაინაში.