ახალი ამბები

ლექცია ძილის მნიშვნელობაზე

27 May 2022

23 მაისს “ევროპული სკოლის“ ქართული პროგრამის მე-7, მე-8 კლასის მოსწავლეებს ბიოლოგიის მეცნიერებათა დოქტორმა ქალბატონმა ბუციკო ჩხარტიშვილმა ლექცია წაუკითხა ძილის მნიშვნელობაზე. მოზარდებმა მიიღეს ინფორმაცია ძილის პათოლოგიების, ძილ-ღვიძილის ციკლის შესახებ და ინტერაქციულ რეჟიმში მოისმინეს პასუხები მათთვის საინტერესო შეკითხვებზე. ლექცია ძალიან საინტერესო აღმოჩნდა.

დამოუკიდებლობის დღე

27 May 2022

“ევროპულმა სკოლამ“ საქართველოს დამოუკიდებლობის დღე პატრიოტული მუხტით და ენთუზიაზმით აღნიშნა. ამ დღეს სიამაყის გრძნობა და ბედნიერი გამომეტყველება ყველას, დიდის თუ პატარის, მასწავლებლის თუ მოსწავლის, სახეზე შეიმჩნეოდა. დღე მოსწავლეთა საზეიმო მსვლელობით, დროშების ჩამოტარებით დაიწყო, რასაც მოჰყვა ეროვნულ სამოსში გამოწყობილი პატარების გამოჩენა წითელ ხალიჩაზე. საქართველოს ძველი და თანამედროვე დროშების აღმართვის ცერემონიის შემდეგ ზეიმი სკოლის დარბაზში გაგრძელდა, სადაც მოსწავლეებს ისტორიის მასწავლებელმა მაია წენგუაშვილი-მა მიმართა ამაღელვებელი, პატრიოტული განწყობით. მოსწავლეებმა პატივი მიაგეს საქართველოს ეროვნულ გმირებს, რომელთა ფოტოებიც მაისურებზე გამოისახეს.

პრევენცია - "მოსწავლეთა ფსიქიკური ჯანმრთელობა"

23 May 2022

“ევროპული სკოლის“ ექიმის ინიციატივით “ავერსის“ კლინიკასთან თანამშრომლობით  რეგულარული პრევენციული ღონისძიება "მოსწავლეთა ფსიქიკური ჯანმრთელობა"  ჩატარდა.  ღონისძიების ფარგლებში დაწყებითი საფეხურის მოსწავლეების ჯანმრთელობის ხელშეწყობის მიზნით პრევენციული შემოწმება გაიმართა, რომლის მიზანი  მხედველობის და საყრდენ-მამოძრავებელი სისტემების პათოლოგიების ადრეული დიაგნოსტიკაა.

გერმანიის ელჩის ვიზიტი

23 May 2022

20 მაისს “ევროპულ სკოლას“ეწვია გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის ელჩი საქართველოში ჰუბერტ კნირში, რომელიც დაესწრო საქართველო-გერმანიის დიპლომატიური ურთიერთობის 30 წლისთავისადმი მიძღვნილ ღონისძიებას “იმედი“. ღონისძიებას ასევე ესწრებოდნენ ოფიციალური სტუმრები: ქალბატონი ევა კნირში, პროფესორი ნინო აბრალავა, ბატონი ჰარალდ ჰორნუნგ.

ევროპის კვირეული

19 May 2022

“ევროპული სკოლა“ ყოველწლიურად აღნიშნავს ევროპის დღეს და ავითარებს მოსწავლეებში საკუთარი და სხვათა კულტურების, ენის, ღირებულებებისა და ტრადიციების პატივისცემას. ევროპის კვირეულის პროგრამა დაიწყო დოკუმენტური ფილმის ჩვენებით “ მე და ევროპა“, რომელიც ახალგაზრდა ევროპელმა ელჩებმა წარუდგინეს მოსწავლეეებს.

ივერი ჭელიძის სახელობის ჩემპიონატი ფეხბურთში

16 May 2022

ევროპულ სკოლაში დასრულდა ივერი ჭელიძის სახელობის ჩემპიონატი ფეხბურთში. ტურნირი გაიმართა სამ სხვადასხვა ასაკობრივ კატეგორიაში და მასში მონაწილეობდნენ ჩვენი სკოლის სამივე პროგრამის 6-12 კლასელები.

მემორანდუმი “ევროპულ სკოლასა“ და “ლე როშეს“ შორის

07 May 2022

6 მაისს “ევროპულ სკოლასა“ და ტურიზმისა და მასპინძლობის სექტორში მსოფლიოს წამყვან ინსტიტუცია   “ლე როშეს“-ს შორის გაფორმდა თანამშრომლობის მემორანდუმი. მხარეების უნიკალური თანამშრომლობის ფარგლებში, საერთაშორისო ბაკალავრიატის კარიერულ პროგრამაზე  დაინერგება მასპინძლობის კურსი.   მემორანდუმს “ევროპული სკოლის“ დირექტორმა სოფიო ბაზაძემ და “ლე როშე“-ს აღმასრულებელმა დირექტორმა  კარლოს დიეზ დე ლა ლასტრამ  მოაწერეს ხელი.

“ევროპული სკოლის“ საშაბათო სკოლა

05 May 2022

“ევროპულ სკოლაში“ დაწყებითი და საბაზო საფეხურის I- VI კლასის მოსწავლეებისთვის წარმატებით დაინერგა საშაბათო აკადემიური პროგრამა, რომელიც ორ კურსს აერთიანებს: მენტალური მათემატიკა და მათემატიკა და ლოგიკა. ამ და სხვა მსგავსი საგანმანათლებლო სიახლეების დანერგვის მიზნით, ორგანიზაცია “სმარტ მენ“- სა და “ევროპულ სკოლას“ შორის გაფორმდა ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი, რომელსაც ხელი მოაწერეს “სმარტ მენ“-ის დირექტორის წარმომადგენელმა საჰარ ჰარბმა და “ევროპული სკოლის“ დირექტორმა სოფიო ბაზაძემ.

პერსონაკური პროექტების წარდგენა

05 May 2022

“ევროპული სკოლის“ ქართული პროგრამის მე-11 კლასის მოსწვლეებმა სკოლის ბიბიოთეკაში წარმოადგინეს მათ მიერ მომზადებული პროექტების გამოფენა/პრეზენტაცია. პროექტის ამ ფორმატით მომზადება ეფუძნება პროექტული სწავლების საერთაშორისო გამოცდილებას, რაც პირველად იყო გაზიარებული ქართულ საგანმანათლებლო სივრცეში. პროექტის მიზანია მოსწავლეთა პერსონალური უნარ-ჩვევებისა და შესაძლებლობების მაქსიმალურად წარმოჩენა. ღონისძიება ჰიბრიდულ ფორმატში ჩატარდა. მოსწავლეებმა საინტერესო გამოცდილება გაუზიარეს სასკოლო საზოგადოებას.