დედამიწის დღე

დედამიწაზე გარემოს გაუმჯობესების მიზნით “ევროპული სკოლის“ მოსწავლეები აქტიურად ჩაერთნენ გარემოსდაცვით აქტივობებში. მათ მოამზადეს პროექტი “საქართველოს ეკოსისტემების“ შესახებ და ღონისძიებაზე სტუმრად მოიწვიეს “საქართველოს დაცული ტერიტორიების სააგენტოს“ წარმომადგენელი ნინი კიკნაძე. პროექტ “ენერგიის ალტერნატიული წყაროების“ ფარგლებში, “ევროპულ სკოლაში“ სტუმრად გვეწვია “საქართველოს გეოთერმული ასოციაციის“ პრეზიდენტი გიორგი მელიქიძე და გეოლოგი ლევან ცერცვაძე. უმცროსკლასელებმა სკოლის ეზოში დარგეს ნერგები, ორანჟერეაში გადარგეს მცენარეები და Smart მაგიდების გამოყენებით დაახარისხეს ნარჩენები.

Share on: