საქველმოქმედო აქცია

8 მაისს საქართველოს წითელი ჯვრის საზოგადოებამ წითელი ჯვრისა და წითელი მთვარის მსოფლიო დღე აღნიშნა. ღონისძიება, რომელიც “ ბაზარი ორბელიანის“ სივრცეში გაიმართა, მიზნად ისახავდა უკრაინელი ბავშვების მხარდაჭერას.
“ევროპული სკოლის“ მოსწავლეებმა, რომლებიც რეგულარულად მოხალისეობენ წითელი ჯვრის საზოგადოების კამპანიებში, აქტიური მონაწილეობა მიიღეს დაგეგმილ აქტივობებში, გაართეს მოწვეული პატარები, შეასრულეს უკარინული სიმღერები, ვიზიტორებს გაუმასპინძლდნენ სპეციალურად ამ დღისთვის გამომცხვარი ტკბილეულით და მთელი მონდომებითა და ენთუზიაზმით შეაგროვეს საქველმოქმედო მიზნით თანხა.
Share on: