ახალი ამბები

მოსწავლეთა კონფერენცია

08 Jun 2022

26 მაისიდან 3 ივნისამდე “ევროპულ სკოლაში“ ყოველწლიური მოსწავლეთა სამეცნიერო კონფერენცია  გაიმართა. მოსწავლეებმა საკუთარი კვლევები ენისა და ლიტერატურის, მათემატიკის, ინოვაციური ტექნოლოგიების, საბუნებისმეტყველო მეცნიერებათა, საზოგადოებრივ მეცნიერებათა და  ხელოვნების  მიმართულებით არჩეულ თემებზე წარმოადგინეს.

ყვავილები, ყვავილები, ყველგან ყვავილები!!!

08 Jun 2022

ყვავილებით მოჩითულ, ფერად-ფერად კაბებში გამოწყობილმა, გვირგვინებით მორთულმა პატარებმა გაალამაზეს “ევროპული სკოლის“ ყვავილების ფესტივალი, რომელმაც სკოლის უმშვენიერეს ბაღში უმასპინძლა გამოფენებს, ვორქშოფებს, მოსწავლეთა კონცერტს. ყვავილების ფესტივალი მოსწავლეთა შემოქმედებითობის ნამდვილი ზეიმი იყო.

“ევროპული სკოლის“ ქართული პროგრამის 2022 წლის კურსდამთავრებულთა გამოსაშვები საღამო

08 Jun 2022

6 ივნისს “ევროპულ სკოლაში“ ქართული პროგრამის მე-12 კლასელების გამოსაშვები საღამო გაიმართა. კურსდამთავრებულებს სკოლის დამთავრება მიულოცა და კეთილი სურვილები უსურვა “ევროპული სკოლის“ დირექტორმა სოფიო ბაზაძემ. წარჩინების სერტიფიკატები და “ევროპული სკოლის“ მედლები გადაეცათ: ნუგზარ შოშიაშვილს, ანა დიასამიძეს, ნიკოლოზ წულაიას, გვანცა ვარშალომიძეს და დავით მაისურაძეს.

ლექცია ძილის მნიშვნელობაზე

27 May 2022

23 მაისს “ევროპული სკოლის“ ქართული პროგრამის მე-7, მე-8 კლასის მოსწავლეებს ბიოლოგიის მეცნიერებათა დოქტორმა ქალბატონმა ბუციკო ჩხარტიშვილმა ლექცია წაუკითხა ძილის მნიშვნელობაზე. მოზარდებმა მიიღეს ინფორმაცია ძილის პათოლოგიების, ძილ-ღვიძილის ციკლის შესახებ და ინტერაქციულ რეჟიმში მოისმინეს პასუხები მათთვის საინტერესო შეკითხვებზე. ლექცია ძალიან საინტერესო აღმოჩნდა.

დამოუკიდებლობის დღე

27 May 2022

“ევროპულმა სკოლამ“ საქართველოს დამოუკიდებლობის დღე პატრიოტული მუხტით და ენთუზიაზმით აღნიშნა. ამ დღეს სიამაყის გრძნობა და ბედნიერი გამომეტყველება ყველას, დიდის თუ პატარის, მასწავლებლის თუ მოსწავლის, სახეზე შეიმჩნეოდა. დღე მოსწავლეთა საზეიმო მსვლელობით, დროშების ჩამოტარებით დაიწყო, რასაც მოჰყვა ეროვნულ სამოსში გამოწყობილი პატარების გამოჩენა წითელ ხალიჩაზე. საქართველოს ძველი და თანამედროვე დროშების აღმართვის ცერემონიის შემდეგ ზეიმი სკოლის დარბაზში გაგრძელდა, სადაც მოსწავლეებს ისტორიის მასწავლებელმა მაია წენგუაშვილი-მა მიმართა ამაღელვებელი, პატრიოტული განწყობით. მოსწავლეებმა პატივი მიაგეს საქართველოს ეროვნულ გმირებს, რომელთა ფოტოებიც მაისურებზე გამოისახეს.

პრევენცია - "მოსწავლეთა ფსიქიკური ჯანმრთელობა"

23 May 2022

“ევროპული სკოლის“ ექიმის ინიციატივით “ავერსის“ კლინიკასთან თანამშრომლობით  რეგულარული პრევენციული ღონისძიება "მოსწავლეთა ფსიქიკური ჯანმრთელობა"  ჩატარდა.  ღონისძიების ფარგლებში დაწყებითი საფეხურის მოსწავლეების ჯანმრთელობის ხელშეწყობის მიზნით პრევენციული შემოწმება გაიმართა, რომლის მიზანი  მხედველობის და საყრდენ-მამოძრავებელი სისტემების პათოლოგიების ადრეული დიაგნოსტიკაა.

გერმანიის ელჩის ვიზიტი

23 May 2022

20 მაისს “ევროპულ სკოლას“ეწვია გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის ელჩი საქართველოში ჰუბერტ კნირში, რომელიც დაესწრო საქართველო-გერმანიის დიპლომატიური ურთიერთობის 30 წლისთავისადმი მიძღვნილ ღონისძიებას “იმედი“. ღონისძიებას ასევე ესწრებოდნენ ოფიციალური სტუმრები: ქალბატონი ევა კნირში, პროფესორი ნინო აბრალავა, ბატონი ჰარალდ ჰორნუნგ.

ევროპის კვირეული

19 May 2022

“ევროპული სკოლა“ ყოველწლიურად აღნიშნავს ევროპის დღეს და ავითარებს მოსწავლეებში საკუთარი და სხვათა კულტურების, ენის, ღირებულებებისა და ტრადიციების პატივისცემას. ევროპის კვირეულის პროგრამა დაიწყო დოკუმენტური ფილმის ჩვენებით “ მე და ევროპა“, რომელიც ახალგაზრდა ევროპელმა ელჩებმა წარუდგინეს მოსწავლეეებს.

ივერი ჭელიძის სახელობის ჩემპიონატი ფეხბურთში

16 May 2022

ევროპულ სკოლაში დასრულდა ივერი ჭელიძის სახელობის ჩემპიონატი ფეხბურთში. ტურნირი გაიმართა სამ სხვადასხვა ასაკობრივ კატეგორიაში და მასში მონაწილეობდნენ ჩვენი სკოლის სამივე პროგრამის 6-12 კლასელები.