ახალი ამბები
კამპანია “კაცები ზრუნავენ“
24 Nov 2022“კაცები ზრუნავენ“ გლობალური კამპანიაა, რომელიც მიზნად ისახავს ძალადობის პრევენციას, მამაკაცების შესახებ არსებული სტერეოტიპების დამსხვრევას და ხელს უწყობს გენდერულ თანასწორობას, ჯანსაღი გარემოს შექმნას. კამპანიის ფარგლებში სპიკერები: დავით გორგილაძე, ალექსანდრე ლორთქიფანიძე და გიორგი ლიპარიშვილი “ევროპულ სკოლაში“ 11-13 წლის ბიჭებს შეხვდნენ, ისაუბრეს თანასწორობის, ემოციების ჯანსაღად გამოხატვის მნიშვნელობაზე, სოციალური მედიის გავლენაზე და სასარგებლო რჩევები მისცეს მოზარდებს.
ლიტერატურული კვირეული “ევროპულ სკოლაში“
22 Nov 2022“ევროპული სკოლის“ ლიტერატურულმა კვირეულმა ერთ სივრცეში მოუყარა თავი მოსწავლეებს, წიგნებს, მწერლებს, ილუსტრატორებს, გამომცემლებს და წიგნის ჯადოსნური ძალა შეაგრძნობინა მოზარდებს. პატარები შეხვდნენ “მართიკოს ვაშლის ხის“ ავტორს, საბავშვო მწერალ ლელა ცუცქირიძეს. შეხვედრის დასასრულს ბავშვებმა ხეზე FabLab -ში დამზადებული ვაშლები ჩამოკიდეს მშვიდობის სიმბოლოდ; გიორგი ლაპიაშვილმა მოსწავლეებს წაუკითხა ფრაგმენტები ზაირა არსენიშვილის წიგნიდან “მოკლე კატოს თავგადასავალი“, ჩაუტარა ვორქშოფი, თუ როგორ დაამზადონ მინიატურული წიგნი და კიდევ უფრო გააღვივა ბავშვური წარმოსახვა; ასტრიდ ლინდგრენის დაბადების დღეზე კი კოსტუმირებული წვეულება გაიმართა, სადაც პეპის, კარლსონისა და რონიას ფორმები მოირგეს პატარებმა; მოსწავლეებმა საყვარელი ავტორების უამრავი ახალი ნაწარმოები აღმოაჩინეს წიგნის ფესტივალზე მოწვეული “სულაკაურის გამომცემლობის“, “დიოგენეს“, English Book-ის, “შემეცნების“ და “ქარჩხაძის გამომცემლობის“ სტენდებზე. ლიტერატურული კვირეული ბავშვებში წიგნიერების, კითხვის წახალისების, ლიტერატურის სამყაროში მოგზაურობის საშუალებად იქცა.
“ლიტერატურული კვირეული" ევროპულ სკოლაში
19 Nov 2022მსოფლიო საბავშვო ლიტერატურის პოპულარული წიგნების სერია “მერი პოპინსი“ სულ ახლახან გამოსცა გამომცემლობა “დიოგენემ“ და ლიტერატურული კვირეულის ფარგლებში წარუდგინა “ევროპული სკოლის“ მოსწავლეებს. ცნობილი ავტორის პამელა ლინდონ ტრევერსის “მერი პოპინსის“ ჯადოსნურ სამყაროზე მთარგმნელმა ია კოროშინაძემ ისაუბრა და დაინტერესებულ მოსწავლეებს უფრო უკეთ გააცნო წიგნის გმირები და მათი თავგადასავლები. ბავშვებმაც ხალისიანად გაუზიარეს სტუმარს საკუთარი წარმოდგენები და შთაბეჭდილებები. კვირეულის ფარგლებში მოეწყო მსოფლიოში საუკეთესო ძიძის, მერი პოპინსის პერსონაჟის მიხედვით შექმნილი მოსწავლეთა ნახატების ექსპოზიცია. ასევე გაიმართა ფილმის ჩვენება და დისკუსია კინოეკრანიზაციის შესახებ.
ეკორჩევების წიგნის პრეზენტაცია
16 Nov 2022ეკოცნობიერების ამაღლების მიზნით “ევროპულ სკოლაში“ ორგანიზაცია “მწვანე პოლუსის“ წარმომადგენლებმა მე-9 და მე-10 კლასის მოსწავლეებს ეკორჩევები გაუზიარეს. გამოცდილმა ეკოლოგებმა მოსწავლეებთან ერთად სპეციალური ხელსაწყოებით გაზომეს ჰაერის დაბინძურების ხარისხი და შეაფასეს აკუსტიკური ხმაურის დონე. მოზარდებმა მიიღეს მონაწილეობა შემეცნებით ვიქტორინაშიც, დასასრულს კი მოეწყო პრეზენტაცია ეკორჩევების წიგნისა, რომელიც “ევროპული სკოლის“ ბიბლიოთეკებსა და ვიქტორინის გამარჯვებულ მოსწავლეებს გადაეცათ საჩუქრად.
სამივე პროგრამაშია დასადები
12 Nov 2022“ევროპული სკოლის“ მოსწავლეთა პარლამენტის თავჯდომარის არჩევნები “ევროპული სკოლის“ ყველა მოსწავლე მოუთმენლად ელოდა მოსწავლეთა პარლამენტის თავმჯდომარის არჩევნების დღის, 10 ნოემბრის, დადგომას. მთელი საარჩევნო კამპანია და არჩევნების პროცესი მათთვის დემოკრატიის ერთგვარი გაკვეთილი იყო. ხმის მიცემის პროცესს, საარჩევნო ყუთის გახსნას და ხმის დათვლის პროცედურას სრული შემადგენლობით ესწრებოდნენ თავმჯდომარეობის კანდიდატების მხარდამჭერი გუნდები. და აი, დადგა ამაღელვებელი მომენტი, გამარჯვებული გამოვლენილია! მოსწავლეთა პარლამენტის თავმჯდომარე გახდა თემურ თვაური.
ტრენინგი ინგლისური ენის პედაგოგებისთვის
10 Nov 20223 ნოემბერს “ევროპულ სკოლაში“ National Geographic Learning-ის წარმომადგენლებმა: ალექს ვორენმა (ELT უფროსი აკადემიური კონსულტანტი), ბეატრიქს მელონერმა ( EdTech გამომცელობის გაყიდვების უფროსი) და ტიმ პირსმა (EdTech გამომცელობის გაყიდვების უფროსი მენეჯერი ცენტრალური და აღმოსავლეთ ევროპის რეგიონში) ინგლისურის ენისა და ლიტერატურის პედაგოგებისთვის ტრენინგი ჩაატარეს. ტრენინგის მთავარი თემა იყო “ახალი სიტყვების სწავლება კონტექსტში“. პედაგოგები აქტიურად ჩაერთნენ ინტერაქტიულ ტრენინგში და ბევრი საინტერესო ინფორმაცია მიიღეს სწავლების თანამედროვე მეთოდების კუთხით.
პარტნიორობა Les Roshes უნივერსიტეტთან
07 Nov 2022Les Roshes უნივერსიტეტთან პარტნიორობა აფართოებს ჩვენი მოსწავლეების კარიერულ შესაძლებლობებს. Sommet Education ჯგუფი, რომელიც აერთიანებს Les Roshes და Glion უნივერსიტეტებს, “ევროპული სკოლის“ მოსწავლეებს, რომლებიც უმაღლესი განათლების მიღებას სტუმარმასპინძლობის სფეროში აპირებენ, სთავაზობს უნიკალურ და ექსკლუზიურ შესაძლებლობას: გახდნენ გაეროს მსოფლიო ტურიზმის ორგანიზაციის (UNWTO) Students’ League- ის წევრები და საქართველოს სახელით საერთაშორისო ინოვაციურ გამოფენებში მიიღონ მონაწილეობა და გაიარონ სტაჟირება InterContinental Group - ში.
საგანმანათლებლო თამაშის პრეზენტაცია
03 Nov 2022ევროპულ-ქართულმა ინსტიტუტმა, ამერიკის შეერთებული შტატებისა და შვედეთის საელჩოებთან თანამშრომლობით, 2 ნოემბერს “ევროპულ სკოლაში“ წარადგინა საგანმანათლებლო თამაში “არჩევნეთი“. თამაში ადგილობრივი თვითმართველობის, დემოკრატიისა და ახალგაზრდების სამოქალაქო ჩართულობის თემებზე ახდენს ფოკუსირებას. პრეზენტაციას ესწრებოდნენ: შვედეთის ელჩი ულრიკ ტიდესტრომი, საქართველოში აშშ-ის მისიის ხელმძღვანელის მოადგილე რაიან ჰარკერ ჰარისი და სხვა ოფიციალური სტუმრები. ღონისძიებაზე “ევროპული სკოლის“ მოსწავლეები, საჯარო სკოლების მოსწავლეებთან ერთად, რომლებმაც თამაშის ტესტირებაში მიიღეს მონაწილეობა წარსულში, დასაჩუქრდნენ “არჩევნეთით“.
მოსწავლეთა პარლამენტის თავჯდომარის კანდიდატის საარჩევნო დებატები
03 Nov 2022“ევროპულ სკოლაში“ ყოველწლიურად ტარდება წინასაარჩევნო დებატები მოსწავლეთა პარლამენტის თავმჯდომარეობის კანდიდატებს შორის. დებატები 2022, რომელიც 1 ნოემბერს გაიმართა, იყო საუკეთესო შესაძლებლობა კანდიდატებისთვის, წარმოეჩინათ საკუთარი პიროვნება, საარჩევნო პროგრამა, დაესვათ შეკითხვები მოწინააღმდეგისთვის და გამოევლინათ ოპონენეტის გამოცდილება და კომპეტენციები. დებატებზე ამომრჩევლებმა თავმჯდომარეობის კანდიდატების საარჩევნო პროგრამების დეტალური ცოდნის დემონსტრირება მოახდინეს, რაც მათ დაეხმარება საარჩევნო ყუთთან გააზრებული გადაწყვეტილების მიღებაში, არჩეულ თავმჯდომარეს კი ანგარიშვალდებულებას გაუზრდის ამომრჩევლის წინაშე.