ახალი ამბები

საბავშვო ფილმების საერთაშორისო ფესტივალი “ოქროს პეპელა“

10 Dec 2022

28 ნოემბერს დასრულდა “ესტვ“-ის ტრადიციული, ყოველწლიური პროექტი - საბავშვო ფილმების საერთაშორისო ფესტივალი “ოქროს პეპელა“. რიგით მეთორმეტე ფესტივალში მონაწილეობდნენ 20 წლამდე ასაკის მოზარდები მსოფლიოს 16 ქვეყნიდან. ფესტივალის საპატიო სტუმარი იყო კინორეჟისორი ელდარ შენგელაია.  საერთაშორისო ჟიურიმ, რომელსაც ხელმძღვანელობდა ცნობილი ქართველი კინორეჟისორი მიხეილ (მიშა) ჭიაურელი,  გამოავლინა გამარჯვებულები 10 ნომინაციაში. ფესტივალის მთავარი პრიზი გადაეცა მხატვრულ ფილმს “ტვისტი“ (საბერძნეთი); ნომინაციაში “საუკეთესო დოკუმენტური ფილმი“ ოქროს პეპელა და დიპლომი გადაეცა “ევროპული სკოლის“ ფილმს “უცნობი დავით არსენიშვილი“ (ავტორები: ილია ბერბიჭაშვილი, ნუცა ქუთელია, მარიამ ხუროძე);  “ოქროს პეპელა“ ნომინაციაში  “ბიჭის როლის საუკეთესო შესრულებისათვის“ გადაეცა  “ევროპული სკოლის“  მოსწავლეს გეგა დათუკიშვილს ფილმში “კახური მოტივები“ შესრულებული როლისათვის;  ჟიურის სპეციალური დიპლომები გადაეცათ “ევროპული სკოლის“ მოსწავლეებს: იშიტა ჯინდალს, ემანუელა დუდოლენსკას და დაჩი დარჩიძეს ფილმისათვის “მარტივი არჩევანი“;  ასევე ჟიურის სპეციალური დიპლომით აღინიშნა ფილმი “თანადგომის ძალა“, რომლის  ავტორები არიან “ევროპული სკოლის” მოსწავლეები :თეკლა სოხაძე, მარიამ მელია, ეკა ქორჩილავა, მარიკა ჯანაშვილი.

აირჩიე პროფესია

07 Dec 2022

“აირჩიე პროფესია“ არის საგანამანათლებლო კურსი უფროსკლასელებისთვის, რომელიც მოიაზრებს სხვადასხვა პროფესიის წარმომადგენლებთან შეხვედრების ციკლს, რათა მოსწავლეები უკეთ გაეცნონ პროფესიის უპირატესობებს, შესაძლებლობებს, გამოწვევებსა და საერთაშორისო ბაზრის მოთხოვნებს. პირველი სტუმარი ფორბს ჯორჯიას და ბიზნეს მედიის მთავარი რედაქტორი გიორგი ისაკაძე იყო. მთავარი გზავნილი, რომელიც სტუმარმა “ევროპული სკოლის“ მოსწავლეებს დაუტოვა: “აკეთეთ ის საქმე, რაც მთელი გულით და გონებით გინდათ და იყავით მუდამ მოთხოვნადი ბაზარზე!“

#TEDxIBEuropeanSchool

03 Dec 2022

30 ნოემბერს “ევროპულ სკოლაში“ გაიმართა მეცხრე TEDx კონფერენცია TEDxIBEuropeanSchool. ქართული, ამერიკული და საერთაშორისო ბაკლავრიატის პროგრამების 9 მოსწავლე ინსპირანციული იდეებით წარდგა აუდიტორიის წინაშე. გარემოსდაცვითი პრობლემები, ჯანსაღი ცხოვრების წესი, მდგრადი სასოფლო-სამეურნეო პრაქტიკა, მთარგმნელობითი სირთულეები, სასცენო ხელოვნება, რისკის მნიშვნელობა, გადაწყვეტილების მიღების ანატომია, განსხვავებული აზრის თავისუფლად გამოხატვა, ისტორიის დაფასება - თითოეულმა თემამ შთაგვაგონა, გადავგათ დიდი ნაბიჯი პიროვნული განვითარების გზაზე და “გავხდეთ უფრო მეტი“.

კამპანია “კაცები ზრუნავენ“

24 Nov 2022

“კაცები ზრუნავენ“ გლობალური კამპანიაა, რომელიც მიზნად ისახავს ძალადობის პრევენციას, მამაკაცების შესახებ არსებული სტერეოტიპების დამსხვრევას და ხელს უწყობს  გენდერულ თანასწორობას, ჯანსაღი გარემოს შექმნას.  კამპანიის ფარგლებში  სპიკერები: დავით გორგილაძე, ალექსანდრე ლორთქიფანიძე და გიორგი ლიპარიშვილი “ევროპულ სკოლაში“ 11-13 წლის ბიჭებს შეხვდნენ, ისაუბრეს თანასწორობის, ემოციების ჯანსაღად გამოხატვის მნიშვნელობაზე,  სოციალური მედიის გავლენაზე და სასარგებლო რჩევები მისცეს   მოზარდებს.

ლიტერატურული კვირეული “ევროპულ სკოლაში“

22 Nov 2022

“ევროპული სკოლის“ ლიტერატურულმა კვირეულმა ერთ სივრცეში მოუყარა თავი მოსწავლეებს, წიგნებს, მწერლებს, ილუსტრატორებს, გამომცემლებს და წიგნის ჯადოსნური ძალა შეაგრძნობინა მოზარდებს. პატარები შეხვდნენ “მართიკოს ვაშლის ხის“ ავტორს, საბავშვო მწერალ ლელა ცუცქირიძეს. შეხვედრის დასასრულს ბავშვებმა ხეზე FabLab -ში დამზადებული ვაშლები ჩამოკიდეს მშვიდობის სიმბოლოდ; გიორგი ლაპიაშვილმა მოსწავლეებს წაუკითხა ფრაგმენტები ზაირა არსენიშვილის წიგნიდან “მოკლე კატოს თავგადასავალი“, ჩაუტარა ვორქშოფი, თუ როგორ დაამზადონ მინიატურული წიგნი და კიდევ უფრო გააღვივა ბავშვური წარმოსახვა; ასტრიდ ლინდგრენის დაბადების დღეზე კი კოსტუმირებული წვეულება გაიმართა, სადაც პეპის, კარლსონისა და რონიას ფორმები მოირგეს პატარებმა; მოსწავლეებმა საყვარელი ავტორების უამრავი ახალი ნაწარმოები აღმოაჩინეს წიგნის ფესტივალზე მოწვეული “სულაკაურის გამომცემლობის“, “დიოგენეს“, English Book-ის, “შემეცნების“ და “ქარჩხაძის გამომცემლობის“ სტენდებზე. ლიტერატურული კვირეული ბავშვებში წიგნიერების, კითხვის წახალისების, ლიტერატურის სამყაროში მოგზაურობის საშუალებად იქცა.

“ლიტერატურული კვირეული" ევროპულ სკოლაში

19 Nov 2022

მსოფლიო საბავშვო ლიტერატურის პოპულარული წიგნების სერია “მერი პოპინსი“ სულ ახლახან გამოსცა გამომცემლობა “დიოგენემ“ და ლიტერატურული კვირეულის ფარგლებში წარუდგინა “ევროპული სკოლის“ მოსწავლეებს. ცნობილი ავტორის პამელა ლინდონ ტრევერსის “მერი პოპინსის“ ჯადოსნურ სამყაროზე მთარგმნელმა ია კოროშინაძემ ისაუბრა და დაინტერესებულ მოსწავლეებს უფრო უკეთ გააცნო წიგნის გმირები და მათი თავგადასავლები. ბავშვებმაც ხალისიანად გაუზიარეს სტუმარს საკუთარი წარმოდგენები და შთაბეჭდილებები. კვირეულის ფარგლებში მოეწყო მსოფლიოში საუკეთესო ძიძის, მერი პოპინსის პერსონაჟის მიხედვით შექმნილი მოსწავლეთა ნახატების ექსპოზიცია. ასევე გაიმართა ფილმის ჩვენება და დისკუსია კინოეკრანიზაციის შესახებ.

ეკორჩევების წიგნის პრეზენტაცია

16 Nov 2022

ეკოცნობიერების ამაღლების მიზნით “ევროპულ სკოლაში“ ორგანიზაცია “მწვანე პოლუსის“ წარმომადგენლებმა მე-9 და მე-10 კლასის მოსწავლეებს ეკორჩევები გაუზიარეს. გამოცდილმა ეკოლოგებმა მოსწავლეებთან ერთად სპეციალური ხელსაწყოებით გაზომეს ჰაერის დაბინძურების ხარისხი და შეაფასეს აკუსტიკური ხმაურის დონე. მოზარდებმა მიიღეს მონაწილეობა შემეცნებით ვიქტორინაშიც, დასასრულს კი მოეწყო პრეზენტაცია ეკორჩევების წიგნისა, რომელიც “ევროპული სკოლის“ ბიბლიოთეკებსა და ვიქტორინის გამარჯვებულ მოსწავლეებს გადაეცათ საჩუქრად.

სამივე პროგრამაშია დასადები

12 Nov 2022

“ევროპული სკოლის“ მოსწავლეთა პარლამენტის თავჯდომარის არჩევნები “ევროპული სკოლის“ ყველა მოსწავლე მოუთმენლად ელოდა მოსწავლეთა პარლამენტის თავმჯდომარის არჩევნების დღის, 10 ნოემბრის, დადგომას. მთელი საარჩევნო კამპანია და არჩევნების პროცესი მათთვის დემოკრატიის ერთგვარი გაკვეთილი იყო. ხმის მიცემის პროცესს, საარჩევნო ყუთის გახსნას და ხმის დათვლის პროცედურას სრული შემადგენლობით ესწრებოდნენ თავმჯდომარეობის კანდიდატების მხარდამჭერი გუნდები. და აი, დადგა ამაღელვებელი მომენტი, გამარჯვებული გამოვლენილია! მოსწავლეთა პარლამენტის თავმჯდომარე გახდა თემურ თვაური.

ტრენინგი ინგლისური ენის პედაგოგებისთვის

10 Nov 2022

3 ნოემბერს “ევროპულ სკოლაში“ National Geographic Learning-ის წარმომადგენლებმა: ალექს ვორენმა (ELT უფროსი აკადემიური კონსულტანტი), ბეატრიქს მელონერმა ( EdTech გამომცელობის გაყიდვების უფროსი) და ტიმ პირსმა (EdTech გამომცელობის გაყიდვების უფროსი მენეჯერი ცენტრალური და აღმოსავლეთ ევროპის რეგიონში) ინგლისურის ენისა და ლიტერატურის პედაგოგებისთვის ტრენინგი ჩაატარეს. ტრენინგის მთავარი თემა იყო “ახალი სიტყვების სწავლება კონტექსტში“. პედაგოგები აქტიურად ჩაერთნენ ინტერაქტიულ ტრენინგში და ბევრი საინტერესო ინფორმაცია მიიღეს სწავლების თანამედროვე მეთოდების კუთხით.