ელექტრონული საბავშვო ბაღი

ბავშვებს სჭირდებათ ჩვენი სიყვარული და ყურადღება, მათ უჭირთ დისტანცირება ჩვეული გარემოსა და ახლობელი ადამიანებისგან.

გვინდა, დავეხმაროთ მშობლებს და მათთან ერთად შევუქმნათ პატარებს სწავლისა და დასვენების ახალი სივრცე – ონლაინ ბაღი.

2020 წლის 16 მარტიდან “ევროპული ბაღი” გადაერთო დისტანციურ სწავლებაზე. ონლაინ ბაღის პროგრამის ფარგლებში, ჩვენს აღსაზრდელებს აქვთ წვდომა მათემატიკის, საბუნებისმეტყველო მეცნიერებების, ენების, სპორტისა და ხელოვნების სახალისო და საინტერესო აქტივობებზე.

ყოველდღიურად:

მასწავლებლები აწვდიან ბავშვებს მათ მიერ შექმნილ ვიდეოებს, პრეზენტაციებსა და სხვა საჭირო სასწავლო რესურსებს;
ონლაინ სივრცეში, მშობლების დახმარებით, პატარები უზიარებენ საკუთარ ნამუშევრებს მასწავლებლებსა და თანატოლებს.

23 მარტიდან “ევროპული ბაღის” მოსამზადებელი ჯგუფის აღსაზრდელები დამატებით ჩაერთვებიან სინქრონულ ონლაინ შეხვედრებში, სადაც მასწავლებლებთან და ჯგუფელებთან ერთად, გაეცნობიან საინტერესო თემებს, ჩაატარებენ სახალისო ცდებს, მონაწილეობას მიიღებენ სხვადსხვა ფიზიკურ აქტივობებში, წაიკითხავენ საბავშვო ლიტერატურას და გაუზიარებენ ერთმანეთს შთაბეჭდილებებს.

ონლაინ ბაღის პროგრამის განხორციელებაში განსაკუთრებულია მშობლის როლი. მათი მხარდაჭერა და ჩართულობა ხელს შეუწყობს პატარების წარმატებას და რაც მთავარია, მათ ემოციურ სტაბილურობას.

Share on: