ახალი ამბები

ჯანსაღი კვების სახალისო გაკვეთილი შეფ-მზარეულისაგან

05 Oct 2018

ჩვენი ბაღის მოსწავლეებში ჯანსაღი კვების ჩვევების გამომუშავებაზე ევროპული სკოლის შეფ-მზარეულ გიორგისთან ერთად ვმუშაობთ. გიორგი პატარებს ესაუბრა ყოველდღიურ რაციონში ხილ-ბოსტნეულის ჩართვის აუცილებლობასა და მათ სასარგებლო თვისებებზე. ბავშვები დიდი ინტერესით უსმენდნენ მის რჩევებს და აქტიურად უსვამდნენ კითხვებს. ამის შემდეგ, გიორგიმ პატარებთან ერთად ხილისა და ბოსტნეულისაგან სხვადასხვა სახალისო კომპოზიციები შექმნა, რომელთაც მათი დიდი მოწონება დაიმსახურეს. შეხვედრის დასასრულს, მათ ერთად დააგემოვნეს ჯანსაღი და გემრიელი ნამუშევრები. ბავშვებმა ერთხმად გადაწყვიტეს, რომ დღეიდან უფრო ხშირად მიირთმევენ ხილსა და ბოსტნეულს.

სწავლის პირველი დღე ევროპული სკოლის ბაღში, 2018-2019

10 Sep 2018

10 სექტემბერს ჩვენს საბავშვო ბაღში ახალი სასწავლო წლის დაწყება აღვნიშნეთ. ევროპული ბაღის ფერადი ოთახები ყველაზე საყვარელი და მხიარული პატარების ჟრიამულმა აავსო. ეს დღე განსაკუთრებით ემოციური და მნიშვნელოვანი იყო იმ ბავშვებისა და მათი მშობლებისათვის, რომელთაც წელს პირველად შეაღეს საბავშვო ბაღის კარი. გპირდებით კიდევ უფრო სახალისო აქტივობებითა და სასიამოვნო სიურპრიზებით დატვირთულ 2018-2019 წელს!

ევროპული ბაღის გამოსაშვები საღამო 2018 წ

18 Jun 2018

16 ივნისს, "ევროპული ბაღის" ჩატარდა დიპლომების გადაცემის ცერემონიალი​. ბავშვებმა წარმოადგინეს სიმღერები ქართულ, რუსულ და ინგლისურ ენებზე, შეასრულეს ცეკვები. ზეიმის ბოლოს ბავშვებს გადაეცათ დიპლომები.

ევროპული საბავშო ბაღის დამთავრების ცერემონიალი 2018

12 Jun 2018

ბავშვებმა წარმოადგინეს სიმღერები ქართულ, რუსულ და ინგლისურ ენებზე, შეასრულეს ცეკვები. ზეიმის ბოლოს ბავშვებს გადაეცათ დიპლომები.

“ევროპული ბაღი“ ბავშვთა დაცვის საერთაშორისო დღეს აღნიშნავს

01 Jun 2018

2018 წლის 1 ივნისს “ევროპულმა ბაღმა“ ბავშვთა დაცვის საერთაშორისო დღე აღნიშნა. ბავშვებმა მონაწილეობა მიიღეს სხვადასხვა სპორტულ აქტივობაში, დაესწრნენ თოჯინების თეატრის წარმოდგენას და ისაუბრეს ბავშვთა დაცვის საერთაშორისო დღის მნიშვნელობაზე.

საქართველოს დამოუკიდებლობის დღე

26 May 2018

26 მაისს საქართველო დამოუკიდებლობის 100 წლის იუბილეს აღნიშნავს.ბავშვებმა გააფერადეს საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის დროშა და საქართველოს სახელმწიფო დროშა, ,მოუსმინეს ჰიმნს და გადაიღეს სამახსოვრო ფოტოები.