ახალი ამბები

პირველი დღე “ევროპულ საბავშვო ბაღში“
19 Sep 2023პირველ დღეს “ევროპულ ბაღში“ მოსულ პატარებს ზუზუმ, მინიმ, სანიმ, ლუმ და მხიარულმა ჯამბაზებმა უმასპინძლეს. ბავშვები სიამოვნებით შეუერთდნენ სახალისო თამაშებს და ჟრიამულით შეავსეს ყოველი კუთხე-კუნჭული ეზოსა თუ შენობაში.

“ევროპული ბაღის“ გამოსაშვები ღონისძიება
30 Jun 2023ბაღის დამთავრება მნიშვნელოვანი ეტაპია პატარების ცხოვრებაში. გამოსაშვები ღონისძიების აქტივობები, დიპლომების გადაცემა, ქუდების ჰაერში ატყორცნა, განსაკუთრებულ ელფერს სძენდა ამ ლამაზ დღეს. ბავშვებმა კიდევ ერთხელ სიამაყითა და თავდაჯერებით წარმოაჩინეს ის უნარები, რაშიც ბაღში ყოფნისას დახელოვნდნენ და რაც მთელი შემდგომი ცხოვრების მანძილზე გამოადგებათ.

პრეზენტაცია "პირადი მენეჯმენტი" და "როგორ მუშაობს ჩემი სხეული"
14 Apr 2023მარტის ბოლოს ევროპულ ბაღში გაიმართა განვლილი თემების პრეზენტაციები. პატარებმა მხიარულად უმასპინძლეს ოჯახის წევრებს და აჩვენეს მათ თავინთი ხელით გაკეთებული ნამუშევრები.

ტყის დღე
30 Mar 202321 მარტს, ევროპულ საბავშვო ბაღში ავღნიშნეთ ტყის საერთაშორისო დღე. პატარებმა იმუშავეს ჯგუფურ პროექტებზე. მოგვიანებით მოეწყო მათი ნამუშევრების გამოფენა. აღმზრდელებთან ერთად ისაუბრეს ტყის დაცვაზე და მის მნიშვნელობაზე.