ახალი ამბები

2022 წლის ბაღის გამოსაშვები ღონისძიება
24 Jun 2022ბაღის გამოსაშვები ღონისძიება ყოველთვის ბედნიერი მომენტია პატარებისთვის, რომლებიც ბაღიდან სკოლაში გადასვლას ზეიმობენ. წელს თეთრ სამოსში გამოწყობილმა პატარებმა ლამაზი სიმღერები, ცეკვები , ლექსები შესთავაზეს ღონისძიების დამსწრეებს. საზეიმო ცერემონიის დასასრულს ისინი სერტიფიკატებით დაჯილდოვდნენ. ეს ხალისიანი დღე დიდხანს ემახსოვრებათ არა მარტო პატარებს, არამედ მათ მშობლებს და მასწავლებლებსაც.

საქართველოს დამოუკიდებლობის დღე
26 May 202226 მაისი, საქართველოს დამოუკიდებლობის დღე ავღნიშნეთ ევროპულ საბავშვო ბაღში. პატარებმა თავიანთი ხელით დაამზადეს საქართველოს დროშები. გააფერადეს საქართველოს რუკა და მოუსმინეს საქართველოს ჰიმნს. ბაღის ეზოში გადავიღეთ სამახსოვრო ფოტოები.

დედამიწის დღე
26 Apr 202222 აპრილს დედამიწის დღეა. ევროპული ბაღის პატარებმაც აღნიშნეს ეს დღე. ისაუბრეს თუ როგორი მნიშვნელოვანია ვიზრუნოთ და გავუფრთხილდეთ ჩვენს გარემოს, დედამიწას. სიამოვნებით დაამზადეს საინტერესო ნამუშევრები.

საგანმანათლებლო სათამაშოები
07 Apr 2022ციფრული დიზაინისა და რობოტიკსის გაკვეთილებზე FabLab-ში MYP პროგრამის მოსწავლეებმა განახორციელეს პროექტი, რომლის ფარგლებშიც შეიქმნა საგანმანათლებლო, ეკოლოგიურად სუფთა მასალით დამზადებული სათამაშოები “ევროპული ბაღის“ აღსაზრდელებისთვის.

ტყის საერთაშორისო დღე
23 Mar 202221 მარტს, “ევროპულ საბავშვო ბაღში“ პატარებმა დიდი ხალისით აღნიშნეს ტყის საერთაშორისო დღე. მათ ჯგუფურად შექმნეს ხელნაკეთი აპლიკაციები. აღმზრდელებთან ერთად ისაუბრეს ტყის მოვლაზე და მნიშვნელობაზე.

ხელების დაბანის მსოფლიო დღე
17 Oct 202115 ოქტომბერს ევროპულ საბავშვო ბაღში ავღნიშნეთ ხელის დაბანის მსოფლიო დღე. მასწავლებლებმა პატარებთან ისაუბრეს ხელის სწორად დაბანის წესების შესახბ. გაიხსენეს თუ რა მნიშვნელოვანია ჰიგიენის ნორმების დაცვა ჩვენი ჯანმრთელობისთვის.