ახალი ამბები

ევროპული საშუალო ბაღის 2020 წლის ონლაინ გამოსაშვები

01 Jul 2020

23 და 24 ივნისს ევროპულ საბავშო ბაღში ვირტუალური გამოსაშვები ჩატარდა. პატარები თბილი სიტყვებით გავაცილეთ სკოლისკენ მიმავალ გზაზე. მიუხედავად ონლაინ ფორმატისა, ღონისძიება  სამახსოვრო და ორიგინალური გამოვიდა.

ზუზუ, მინი, სანი და ლუ თქვენთან შესახვედრად ემზადებიან!

19 Jun 2020

ჩვენთან დაგხვდებათ უსაფრთხო გარემო, მზრუნველი და მოსიყვარულე პერსონალი და მრავალფეროვანი აქტივობები. ჩვენ გთავაზობთ პროგრამას, რომლის მიზანია ხელი შეუწყოს ბავშვების განვითარებას ყველა სფეროში. აღმოვაჩინოთ, ვითამაშოთ, შევქმნათ და ვისწავლოთ ერთად!

დედამიწის დღის აღნიშვნა ციფრულ რეჟიმში

23 Apr 2020

22 აპრილი დედამიწის დღესთან დაკავშირებით “ევროპული ბაღის“ მასწავლებლებმა, ონლაინ სწავლების ფარგლებში, ჩვენი პატარებითვის მოამზადეს ძალიან საინტერესო პრეზენტაციები: “როგორ გავუფრთხილდეთ ჩვენს პლანეტას“ “დედამიწა ჩვენი სახლია“

ელექტრონული საბავშვო ბაღი

01 Apr 2020

ბავშვებს სჭირდებათ ჩვენი სიყვარული და ყურადღება, მათ უჭირთ დისტანცირება ჩვეული გარემოსა და ახლობელი ადამიანებისგან. გვინდა, დავეხმაროთ მშობლებს და მათთან ერთად შევუქმნათ პატარებს სწავლისა და დასვენების ახალი სივრცე - ონლაინ ბაღი.

პრეზენტაცია "როგორ მუშაობს ჩემი სხეული"

31 Jan 2020

29 იანვარს ევროპულ საბავშვო ბაღში მოეწყო პრეზენტაცია “როგორ მუშაობს ჩემი სხეული“. ჩვენმა პატარებმა სიხარულით უმასპინძლეს ოჯახის წევრებს და წარუდგინეს მათ თავიანთი ნამუშევრები. ისაუბრეს ადამიანის აგებულებაზე და მის შინაგან ორგანოებზე.

Whoville Party

31 Dec 2019

24 დეკემბერს,ევროპულ ბაღში ჩატარდა საახალწლო წვეულება "Whoville Party". თოვლის ბაბუს სტუმრობით გახალისებულმა პატარებმა მხიარულად წარმოადგინეს ამ დღისთვის მომზადებული ლექსები, სიმღერები და ცეკვები.