ახალი ამბები

პრეზენტაცია "როგორ მუშაობს ჩემი სხეული"
31 Jan 202029 იანვარს ევროპულ საბავშვო ბაღში მოეწყო პრეზენტაცია “როგორ მუშაობს ჩემი სხეული“. ჩვენმა პატარებმა სიხარულით უმასპინძლეს ოჯახის წევრებს და წარუდგინეს მათ თავიანთი ნამუშევრები. ისაუბრეს ადამიანის აგებულებაზე და მის შინაგან ორგანოებზე.

Whoville Party
31 Dec 201924 დეკემბერს,ევროპულ ბაღში ჩატარდა საახალწლო წვეულება "Whoville Party". თოვლის ბაბუს სტუმრობით გახალისებულმა პატარებმა მხიარულად წარმოადგინეს ამ დღისთვის მომზადებული ლექსები, სიმღერები და ცეკვები.

შემოდგომის გაცილება
11 Dec 2019ნოემბრის ბოლოს ევროპულ საბავშვო ბაღში მოეწყო ღონისძიება “ნახვამდის შემოდგომა, გამარჯობა ზამთარო“. სახალისო აქტივოვებში მხიარულად იყვნენ ჩართულები, საყვარელ გმირის კოსტიუმებში გამოწყობილი პატარები.

მშობლის კვირეული
21 Nov 201921 ნოემბერს ყვითელ ჯგუფში გვესტუმრა მაშო დავითაძის დედა, იურისტი ქეთი ქვარცხავა. იგი ბავშვებს საკუთარ პროფესიაზე, საზოგადოებრივ წესრიგზე და ბავშვთა უფლებებზე ესაუბრა.პატარები მხიარულად ჩაერთნენ საუბარში და გამოხატეს თავიანთი აზრი ამ თემებთან დაკავშირებით.შეხვედრის ბოლოს მაშომ მეგობრები სათამაშოებით დაასაჩუქრა. დიდი მადლობა ქეთის მობრძანებისთვის!

მშობლის კვირეული ევროპულ ბაღში
20 Nov 2019ყვითელ ჯგუფში, ელენე ნარმანიას მამა, დავით ნარმანია ბავშვებს პროფესიების შესახებ ესაუბრა. პატარებმა მხიარულად წარუდგინეს თავი სტუმარს. უამბეს თუ რა პროფესიებს აირჩევენ მომავალში. მადლობა ბატონ დავითს საინტერესო შეხვედრისთვის!

ჩინური ენის გაკვეთილი “სანი“ ჯგუფში
19 Nov 2019დღეს ჩვენს პატარებს ძალიან საინტერესო გაკვეთილი ჩაუტარდათ. ჰარის დედამ ქალბატონმა ვანგმა, რომელიც ჩინური ენის მასწავლებელია, ბავშვებს ათამდე დათვლა და პატარა სიმღერაც ასწავლა ჩინურ ენაზე, შემდეგ ნაციონალური სამოსიც მოარგო და გადაიღო სამახსოვრო ფოტოები მათთან ერთად.