ახალი ამბები

ხელების დაბანის მსოფლიო დღე

17 Oct 2022

ევროპულ საბავშვო ბაღში ავღნიშნეთ ხელის დაბანის მსოფლიო დღე. მასწავლებლებმა პატარებთან ისაუბრეს ხელის სწორად დაბანის წესების შესახბ. გაიხსენეს თუ რა მნიშვნელოვანია ჰიგიენის ნორმების დაცვა ჩვენი ჯანმრთელობისთვის.

“ევროპული ბაღის“ მოსამზადებელი ჯგუფების აღსაზრდელებმა ახალი სასწავლო წელი ახალ შენობაში დაიწყეს!

02 Oct 2022

26 სექტემბერს “ევროპული ბაღის“ მოსამზადებელი ჯგუფების აღსაზრდელებმა ახალი, ინოვაციური შენობის კარი შეაღეს. პატარები სიამოვნებით შეუერთდნენ სახალისო თამაშებს და ჟრიამულით შეავსეს ყოველი კუთხე-კუნჭული ეზოსა თუ შენობაში, რომლის ინტერიერის თეთრი და კრემისფერი ფერები, ფანჯრების, დღის სინათლის სიუხვე ბადებს სიმშვიდის, სივრცის, გარემოსთან მჭიდრო კავშირის შეგრძნებას. ეს არის გარემო, რომელიც ბავშვების ემოციურ განვითარებას, მათ აზროვნებასა და შემოქმედებითობას შეუწყობს ხელს.

პირველი დღე “ევროპულ ბაღში“ ზუზუსთან, მინისთან, სანისთან, ლუსთან და მხიარულ ჯამბაზებთან ერთად!

20 Sep 2022

პირველი დღე “ევროპულ ბაღში“ ზუზუსთან, მინისთან, სანისთან, ლუსთან და მხიარულ ჯამბაზებთან ერთად!

2022 წლის ბაღის გამოსაშვები ღონისძიება

24 Jun 2022

ბაღის გამოსაშვები ღონისძიება ყოველთვის ბედნიერი მომენტია პატარებისთვის, რომლებიც ბაღიდან სკოლაში გადასვლას ზეიმობენ. წელს თეთრ სამოსში გამოწყობილმა პატარებმა ლამაზი სიმღერები, ცეკვები , ლექსები შესთავაზეს ღონისძიების დამსწრეებს. საზეიმო ცერემონიის დასასრულს ისინი სერტიფიკატებით დაჯილდოვდნენ. ეს ხალისიანი დღე დიდხანს ემახსოვრებათ არა მარტო პატარებს, არამედ მათ მშობლებს და მასწავლებლებსაც.

საქართველოს დამოუკიდებლობის დღე

26 May 2022

26 მაისი, საქართველოს დამოუკიდებლობის დღე ავღნიშნეთ ევროპულ საბავშვო ბაღში. პატარებმა თავიანთი ხელით დაამზადეს საქართველოს დროშები. გააფერადეს საქართველოს რუკა და მოუსმინეს საქართველოს ჰიმნს. ბაღის ეზოში გადავიღეთ სამახსოვრო ფოტოები.