ახალი ამბები

სტუმარი ბრიტანეთიდან
09 Oct 2019გასულ კვირას “ევროპულ საბავშვო ბაღს“ პიპა ჰოუკინსი ბრიტანეთიდან ესტუმრა. პიპა ქალაქ ბრისტოლის საბავშვო ბაღის წამყვანი მასწავლებელია. მან დაათვალიერა ჩვენი ბაღი, ესაუბრა ბავშვებს და დაესწრო მიმდინარე აქტივობებს. მომავალში გამოცდილების გაზიარების მიზნით, ჩვენ ვგეგმათ მჭიდრო თანამშრომლობას ბრისტოლის ბაღსა და “ევროპულ საბავშვო ბაღს“ შორის.

ქეროლ ბოუერის ვიზიტი “ევროპულ სკოლაში“
02 Oct 20191 ოქტომბერს “ევროპულ სკოლას“ ესტუმრა სამხრეთ აფრიკის ლიდერი ქალების ფორუმის ადვოკატი UNICEF-ის სახელით, ცნობილი ტელესახე და ბიზნესქალბატონი ქეროლ ბოუერი. აღნიშნული ვიზიტი, ქალთა და ბავშვთა უფლებების დაცვის კუთხით ქეროლ ბოუერის მიმდინარე მოღვაწეობის ნაწილია. “ევროპულ სკოლაში“ მაღალი რანგის სტუმარი შეხვდა სკოლის დირექციასა და მოსწავლეებს. ენთუზიასტმა და ენერგიულმა მოსწავლე გიდებმა საკუთარი პერსპექტივიდან გააცნეს სასკოლო გარემო სტუმარს.

პირველი დღე “ევროპულ საბავშვო ბაღში“
10 Sep 20199 სექტემბერს, ჩვენს პატარებს კიდევ ერთხელ გაუღო კარი ევროპულმა საბავშვო ბაღმა ელისის ჯადოსნურ სამყაროში მოსახვედრად. ბავშვებს აქ დახვდათ მხიარული ატმოსფერო: ითამაშეს ზღაპრის გმირებთან ერთად, იხალისეს ჯამბაზის ოინებზე, მოიხატეს სახე, გააფერადეს გიგანტური ვარდები, შექმნეს ქვიშის აპლიკაცია და გადაიღეს სამახსოვრო ფოტოები ფერადი საპნის ბუშტების ფონზე.

ახალი სასწავლო წელი
26 Aug 2019ევროპული საბავშვო ბაღი სასწავლო წელს განაახლებს 9 სექტემბერს, 11 საათზე.

ჩემი ადგილი სამყაროში
12 Jun 201910 ივნისს, ევროპულ საბავშვო ბაღში მოეწყო გამოფენა-პრეზენტაცია თემაზე ,,ჩემი ადგილი სამყაროში". ბავშვებმა სიხარულით წარუდგინეს მშობლებს თავიანთი ნამუშევრები და უამბეს თუ როგორ იმოგზაურეს დედამიწის გარშემო.