ახალი ამბები

“ევროპული ბაღი“ ბავშვთა დაცვის საერთაშორისო დღეს აღნიშნავს
01 Jun 20182018 წლის 1 ივნისს “ევროპულმა ბაღმა“ ბავშვთა დაცვის საერთაშორისო დღე აღნიშნა. ბავშვებმა მონაწილეობა მიიღეს სხვადასხვა სპორტულ აქტივობაში, დაესწრნენ თოჯინების თეატრის წარმოდგენას და ისაუბრეს ბავშვთა დაცვის საერთაშორისო დღის მნიშვნელობაზე.

საქართველოს დამოუკიდებლობის დღე
26 May 201826 მაისს საქართველო დამოუკიდებლობის 100 წლის იუბილეს აღნიშნავს.ბავშვებმა გააფერადეს საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის დროშა და საქართველოს სახელმწიფო დროშა, ,მოუსმინეს ჰიმნს და გადაიღეს სამახსოვრო ფოტოები.

“ფიფქია და ათი ჯუჯა“ ევროპულ საბავშვო ბაღში
24 May 20182018 წლის 23 მაისს, “ევროპულ საბავშვო ბაღში“ ინგლისურენოვან “სანი“ ჯგუფში (3-4 წლიანების ჯგუფი) ჩატარდა თეატრალური დადგმა სახელწოდებით “ფიფქია და ათი ჯუჯა.“ ფორმაში გამოწყობილმა პატარებმა წარმოადგინეს ის მასალა, რომელიც წლის განმავლობაში შეისწავლეს.

“ევროპული ბაღი“ დედამიწის დღეს აღნიშნავს
20 Apr 201820 აპრილს, “ევროპულ ბაღში“ დედამიწის დღე აღინიშნა. ბავშვებმა იმუშავეს პროექტზე სახელწოდებით “დედამიწა.“ მათ ნარჩენებისა და მეორადი მასალისგან ხელნაკეთი ნამუშევრები მოამზადეს და შეეცადნენ, სუფთა და ჯანსაღი გარემოს ჩამოყალიბებაში თავიანთი წვლილი შეეტანათ.

"ევროპული ბაღი" დაუნის სინდრომის საერთაშორისო დღეს აღნიშნავს
22 Mar 201821 მარტს “ევროპულმა ბაღმა“ დაუნის სინდრომის საერთაშორისო დღე აღნიშნა. ბავშვებმა განიხილეს წინდების სიმბოლურობა, შემდეგ კი საკუთარი ხელით დაამზადეს ფერადი წინდები და მოაწყვეს გამოფენა.

ტყის საერთაშორისო დღე
22 Mar 201821 მარტს “ევროპულმა ბაღმა“ ტყის საერთაშორისო დღე აღნიშნა. პატარები გაეცნენ ტყეების და მწვანე საფარის მნიშვნელობას, დამცველობით როლს. სხვადასხვა ჯგუფის აღსაზრდელებმა შექმნეს ნამუშევრები ტყის თემაზე და ბოლოს გამოფენაც მოაწყვეს.