ახალი ამბები

ველოსიპედით მოგზაური სტუმრად “ევროპულ ბაღში“

21 Mar 2018

20 მარტს “ევროპულ ბაღს“ ესტუმრა ველოსიპედით მოგზაური, რომელმაც მოგზაურობა შვეიცარიიდან დაიწყო და გეზი დუბაისკენ უჭირავს. სტუმარმა პატარებს თავისი მოგზაურობის საინტერესო მომენტების, თავგადასავლების შესახებ მოუთხრო, აჩვენა სხვადასხვა ქვეყნის ლამაზი ხედები, უცნაური ცხოველებისა და მწერების ფოტოები. ბაღის აღსაზრდელებმა უამრავი შეკითხვა დაუსვეს მოგზაურს. პრეზენტაციით მიღებული შთაბეჭდილებები იმდენად დიდი იყო, რომ შთაგონებით აღსავსე პატარებმა გადაწყვიტეს, საკუთარი პატარა ველოსიპედებით დაძრულიყვნენ მსოფლიოს ირგვლივ სამოგზაუროდ.

დედის დღე "ევროპულ ბაღში"

06 Mar 2018

"ევროპულ ბაღში" დედის დღე 2 მარტს აღინიშნა. ამ დღეს დედებს ულამაზესი ბანერი დახვდათ ფოტოების გადასაღებად. პატარებმა საკუთარი ხელით მოუმზადეს დედებს სამახსოვრო ნაკეთობები, გამოუცხვეს ორცხობილები, მოუმზადეს შოკოლადის მუსი.დედის დღემ მხიარულად ჩაირა "ევროპულ ბაღში".

საახალწლო ზეიმი "თოვლის წვეულება"

28 Dec 2017

27 დეკემბერს საახალწლო ზეიმი ჩატარდა ევროპული საბავშვო ბაღის ინგლისურენოვანი ჯგუფების აღსაზრდელებისთვის. კიდევ ერთი ულამაზესი თეთრი წვეულება, ლამაზი სცენებით, მუსიკით, ცეკვებით, დასრულდა. ბედნიერ ახალ წელს გისურვებთ!

საახალწლო ზეიმი "თოვლის წვეულება"

25 Dec 2017

23 დეკემბერს “ევროპული ბაღის” ქართულენოვანი ჯგუფების აღსაზრდელებისთვის ჩატარდა საახალწლო ზეიმი "თოვლის წვეულება" . თოვლივით თეთრად მორთულ დარბაზში, თეთრ სამოსში გმოწყობილი პატარები მღეროდნენ და ცეკვავდნენ, მათ ვიდეო რგოლიც მოამზადეს "წერილი თოვლის ბაბუას". არც თოვლის ბაბუამ დააყოვნა და საჩუქრებითა და ტკბილეულით დატვირთული ესტუმრა ბავშვებს წვეულებაზე. თოვლის ბაბუა დაგვპირდა, რომ 27 დეკემბერს ინგლისურენოვანი ჯგუფების ზეიმსაც ეწვევა.

მხიარული სტარტები

01 Dec 2017

პირველ დეკემბერს ევროპულ ბაღში ჩატარდა მხიარული სტარტები: “გავაცილოთ შემოდგომა და შევეგებოთ ზამთარს“. აქტივობაში ბაღის ყველა ჯგუფთან ერთად მონაწილეობას იღებდნენ მასწავლებლები. ბავშვები დაიყვნენ ორ ჯგუფად, რომელთაგან ერთი ნაწილი წარმოადგენდა ზამთარს, მეორე კი შემოდგომას.

ვემშვიდობებით შემოდგომას

28 Nov 2017

შემოდგომა იწურება. პატარა კულინარებმა ამოავლეს ტკბილი, გემრიელი ჩურჩხელები. ამ გამოცდილებამ ენთუზიაზმი და თავდაჯერებულობა შესძინა პატარებს. ევროპული ბაღის ბავშვები აცილებენ შემოდგომას და ემზადბიან ზამთრის შესახვედრად.