ახალი ამბები

ანტიბულინგ კამპანია #ერთადუკეთესია

10 Nov 2021

მოსწავლეთა კეთილდღეობის სამსახური, მასწავლებლები, მოსწავლეები “ევროპულ სკოლაში“ მოწადინებულნი არიან, შექმნან უსაფრთხო სასკოლო გარემო და ყველანაირად დაეხმარონ მოზარდებს ღია საუბრებით,  ჩაგვრის, ძალადობის წინაღმდეგ მიმართული ღონისძიებებით. #ერთადუკეთესია ანტიბულინგ კამპანიის  ფარგლებში “ევროპული სკოლის“მოსწავლეებმა გამოფინეს საინფორმაციო პოსტერები, მაოწყვეს ფლეშმობი, ჩაატარეს ასამბლეები, რათა შეცვალონ თანატოლების ქცევა, დამოკიდებულება, წინ აღუდგნენ ბულინგს და  უთხრან არა ყველანაირ ძალადობას!

მოსწავლეთა პარლამენტის თავმჯდომარე გიორგი გელაძე გახდა

08 Nov 2021

5 ნოემბერს “ევროპულ სკოლაში“ ჩატარდა მოსწავლეთა პარლამენტის თავმჯდომარის არჩევნები, რომელმაც დემოკრატიული პროცესები გააცოცხლა სასკოლო გარემოში. მოსწავლეებმა სასურველ კანდიდატს მისცეს ხმა და ამავდროულად არჩევნების პროცედურებში ჩართულობით სერიოზული გამოცდილებაც მიიღეს. არჩევნებში სამივე პროგრამის (ქართული პროგრამა, IB და AHS) VI-XII კლასის მოსწავლეებმა მიიღეს მონაწილეობა. ხმის მიცემის პროცესი დაიწყო 9:30 საათზე და დასრულდა 14:00 საათზე. პროცესმა მშვიდად ჩაიარა, არ დაფიქსირებულა დარღვევები. ხმების დათვლის პროცესში ადმინისტრაციის წევრებთან ერთად, მეტი გამჭვირვალობის მიზნით, ჩართულნი იყვნენ თავმჯდომარეობის კანდიდატების ნდობით აღჭურვილი პირები. არჩევნების შედეგები სკოლის სააქტო დარბაზში გამოცხადდა, მოსწავლეები ონლაინ ესწრებოდნენ ღონისძიებას Zoom პლატფორმაზე. ყოფილმა თავმჯდომარემ, ანამარია იაკობიძემ მიმართა კანდიდატებს და სამომავლო წარმატება უსურვა მათ. საზოგადოებას სკოლის დირექტორმა სოფიო ბაზაძემ წარუდგინა გამარჯვებული კანდიდატი. მოსწავლეთა პარლამენტის თავმჯდომარე გახდა გიორგი გელაძე

საარჩევნო დებატები

03 Nov 2021

ოთხშაბათს, 3 ნოემბერს “ევროპულ სკოლაში“ მოსწავლეთა პარლამენტის თავმჯდომარეობის კანდიდატების წინასაარჩევნო დებატები ჩატარდა. საკუთარი კანდიდატურის უკეთ გასაცნობად თავმჯდომარეობის კანდიდატებმა საარჩევნო კამპანიის ფარგლებში შექმნილი ვიდეორგოლები და საარჩევნო პროგრამები წარუდგინეს დამსწრე აუდიტორიას. დებატები ონლაინ რეჟიმში ჩატარდა Zoom პლატფორმაზე. თითოეულ კანდიდატს მიეცა 10 წუთი მოსწავლეთა შეკითხვების საპასუხოდ. თავმჯდომარეობის კანდიდატებმა იკამათეს ამომრჩეველთა პრობლემებზე, მათი საჭიროებების უზრუნველყოფის გზებზე, ახალი კლუბებისა  და ისეთი აქტივობების შეთავაზებაზე, რომელიც უფრო საინტერესოს და შინაარსიანს გახდის მოსწავლეთა ცხოვრებას “ევროპულ სკოლაში“.

ჰელოუინი

30 Oct 2021

დღეს “ევროპული სკოლის“ მოსწავლეებმა ჰელოუინი აღნიშნეს. კანფეტები, გოგრები, ობები, სახალისო თამაშები, ფილმების ჩვენება და სხვა ტრადიციული აქტივობები თუ დეკორაციები სადღესასწაულო განწყობას უქმნიდა ყველას. რა თქმა უნდა, ამ დღეს არ ჩაუვლია ჰელოუინის კოსტიუმების გარეშე. უსაზღვრო იყო მოსწავლეების შემოქმედებითობა და ფანტაზია, რომელიც ჩააქსოვეს კოსტიუმების შერჩევაში. ხალისიანმა განწყობამ სრულად მოიცვა სკოლის შენობა, დიდი თუ პატარა. 

სამედიცინო განათლება

27 Oct 2021

სამედიცინო განათლების გაღრმავების მიზნით ქართული პროგრამის საშუალო საფეხურის მოსწავლეებისთვის დაიწყო შეხვედრების ციკლი  ცხოვრების ჯანსაღი წესისა და ჯანმრთელობის  შენარჩუნების შესახებ.  სწორედ ამიტომ, 27 ოქტომებრს  “საერთაშორისო სტომატოლოგიური ცენტრის აისოს" ექიმებმა მოსწავლეებს ჩაუტარეს ინფორმაციული ხასიათის ლექცია  პირის ღრუს ჯანმრთელობის შენარჩუნების შესახებ. 

იაკობ გოგებაშვილის დაბადების დღე

27 Oct 2021

27 ოქტომბერი იაკობ გოგებაშვილის დაბადების დღე და სკოლის ბიბლიოთეკების საერთაშორისო დღეა. ამ თარიღებთან დაკავშირებით “ევროპულ სკოლაში“ არაერთი მნიშვნელოვანი ლიტერატურული ღონისძიება გაიმართა.

შენი მარკა

25 Oct 2021

მარო მაყაშვილი - ახალგაზრდა ქალი, რომელიც იცავდა თავისი ქვეყნის დამოუკიდებლობას, წითელი ჯვრის მოწყალების და, რომელიც 19 წლის ასაკში დაიღუპა საქართველოში წითელი არმიის შემოჭრისას, პირველი ქალი, რომელსაც საქართველოს ეროვნული გმირის წოდება მიენიჭა.

დაწყებითი საფეხურის დამამთავრებელი ღონისძიება

21 Jun 2021

16 ივნისს ,,ევროპულ სკოლის” სააქტო დარბაზში მეოთხე კლასის დამამთავრებელი საზეიმო ცერემონიალი გაიმართა, რომელიც  მწერალმა, გიორგი კეკელიძემ გახსნა. დამრიგებლებმა მოსწავლეებს ოთხწლედის დასრულება მიულოცეს და  წარმატებები უსურვეს. მოსწავლეების დიდი სიხარული გამოიწვია სპეციალურად ამ დღისთვის მომზადებულმა ვიდეორგოლმა, რომელზეც ბავშვების სკოლაში ყოფნის ოთხი წელი იყო აღბეჭდილი. შეხვედრის დასასრულს მეოთხეკლასელები სიგელებით დაჯილდოვდნენ.

საბავშვო მწერალი ვასო გულეური

21 Jun 2021

“ევროპული სკოლის“ ქართული პროგრამის დაწყებითი კლასის საფეხურის მოსწავლეებს საბავშვო მწერალი, ვასო გულეური  ეწვია სტუმრად. მოსწავლეებმა თავად ავტორისგან მოისმინეს ნაცნობი ლექსები, მოთხრობები, რომელიც სასკოლო სახელმძღვანელოებიდანაც ნაცნობია მათთვის. სტუმარს  საინტერესო შეკითხვებიც დაუსვეს და თავადაც წაუკითხეს შესწავლილი ნაწარმოებები.  20-მდე საბავშვო წიგნის ავტორმა ვასო გულეურმა სულ ახალი გამოცემები წარადგინა პატარა მკითხველების წინაშე და სასარგებლო რჩევებიც მისცა საზაფხულოდ საკითხავი ლიტერატურის შესარჩევად.