ახალი ამბები

დედამიწის დღე

23 Apr 2021

“ევროპული სკოლის“ მოსწავლეები ყველა იმ გარემოსდაცვით მოძრაობას შეუერთდნენ, რომელსაც წლევანდელი თემა - აღვადგინოთ დედამიწა აერთიანებს. პირველი მიმართულება, რომელსაც წელს განსაკუთრებული ყურადღება ეთმობა, არის კლიმატის, გარემოს შესახებ ცნობიერების ამაღლება. აღნიშნული პროგრამის ფარგლებში, ქართული პროგრამის მოსწავლეები შეხვდნენ USAID ZRDA პროექტის უფროს მრჩეველს, ირაკლი უჯმაჯურიძეს, რომელიც მოსწავლეებს ესაუბრა ტყის მნიშვნელობაზე, მსოფლიოსა და საქართველოს ტყეების საფრთხეებზე. სახალისო გაკვეთილის მიზანი იყო ასევე ენდემური ჯიშების პოპულარიზაცია. დასასრულს სტუმარმა მოსწავლეები დაასაჩუქრა ლაფანის ჯიშის თესლებით და მოუწოდა მათ, გაახარონ თესლები და აქციონ ხეებად.

აშშ-ს საელჩოს კულტურის ატაშეს ვიზიტი

19 Apr 2021

19 აპრილს ამერიკული უმაღლესი სკოლის მოწვევით “ევროპულ სკოლას“ ამერიკის შეერთებული შტატების საელჩოს კულტურის ატაშე კრისტოფერ ანდერსონი ესტუმრა. საპატიო სტუმარი გაეცნო “ევროპული სკოლის“ აკადემიურ პროგრამებს, სკოლაში დანერგილ ინოვაციებს, დაათვალიერა უახლესი ტექნიკით აღჭურვილი ინფრასტრუქტურა, რაც ჩვენი მოსწავლეების აკადემიური წარმატების მნიშვნელოვანი ფაქტორია. კრისტოფერ ანდერსონმა შეაფასა ამერიკული უმაღლესი სკოლის მნიშვნელობა, რომელიც გზას უხსნის ქართველ და უცხოელ მოსწავლეებს ამერიკული უმაღლესი განათლების სისტემისკენ, გაეცნო მოსწავლეთა მიერ მიღებულ გამორჩეულ შედეგებსა და მიღწევებს, რისთვისაც ისინი აშშ-ს პრეზიდენტის ჯილდოებით დაჯილდოვდნენ. ვიმედოვნებთ, ეს ვიზიტი კიდევ უფრო გააძლიერებს ამერიკული განათლების როლს “ევროპულ სკოლაში“ და ხელს შეუწყობს ჩვენი მოსწავლეების წარმატებას.

#ციფრულიტრანსფორმაცია #ციფრულიტექნოლოგიებისკვირეული

19 Feb 2021

“ევროპული სკოლის“ მათემატიკის, ენისა და ლიტერატურის დეპარტამენტებმა ციფრული ტექნოლოგიების კვირეული გამართეს. კვირეულის მიზანი იყო საგაკვეთილო პროცესში ციფრული ტექნოლოგიების ინტეგრირებაზე დაკვირვება და ეფექტიანი გამოცდილებების გაზიარება მასწავლებლებს შორის.

2020-2021 სასწავლო წლის I სემესტრის გრანტოსნები უკვე ცნობილია!

15 Feb 2021

“ევროპული სკოლის“ 30-მა წარჩინებულმა მოსწავლემ, პირველი სემესტრის დასასარულს შეჯამებული შედეგების საფუძველზე, მიიღო “დავით ბეჟუაშვილის განათლების ფონდის“ გრანტი: “ევროპული სკოლის წარჩინებული“. უკვე რამდენიმე წელია “დავით ბეჟუაშვილის განათლების ფონდსა“ და “ევროპულ სკოლას” შორის ჩამოყალიბდა პარტნიორობა, რომელიც ემსახურება ქვეყანაში განათლების მაღალი ხარისხისა და ევროპული სტანდარტების მიღწევას.

“ევროპული სკოლის“ სამედიცინო ქოლ-ცენტრი

02 Dec 2020

#ჩვენვზრუნავთ #ერთადდავამარცხოთCOVID19 #შენისკოლაშენთანაა  COVID-19-ით გამოწვეული გლობალური კრიზისის პირობებში კვალიფიციურმა სამედიცინო მომსახურეობამ, გამოცდილი და სანდო სპეციალისტისგან კონსულტაციის მიღებამ გადამწყვეტი მნიშვნელობა შეიძინა. “ევროპული სკოლა“ პასუხობს პანდემიის გამოწვევებს სწორი სტრატეგიით, პროცესებითა და მოსამზადებელი სამუშაოებით. მოსწავლეებისა და თანამშრომლების ჯანმრთელობისა და უსაფრთხოების ხელშეწყობის მიზნით სკოლა ხსნის სამედიცინო ქოლ-ცენტრს. ექიმი ნ.ლომიძე დისტანციურად გააგრძელებს “ევროპული სკოლის“ საზოგადოებასთან კომუნიკაციას და შესთავაზებს მას სამედიცინო მომსახურებას, რომელიც არსებულ რეალობაში კიდევ უფრო მეტ დატვირთვას იძენს.   მიიღე კვალიფიციური სპეციალისტის კონსულტაცია “ევროპული სკოლის“ სამედიცინო ქოლ-ცენტრში!

TEDxIBEuropeanSchool - წელს პირველად ონლაინ სივრცეში!

02 Dec 2020

ერთმანეთისგან შორს, მაგრამ მაინც ერთ ვირტუალურ სივრცეში შეკრიბა ყოველწლიურმა ღონისძიებამ - TEDxIBEuropeanSchool “ევროპული სკოლის“ მოსწავლეები, მასწავლებლები, მშობლები, კურსდამთავრებულები და ინტელექტუალურ-გასართობი საღამო შესთავაზა მათ.

ასტრიდ ლინდგრენის კვირეული

17 Nov 2020

“მე არ მინდა ვწერო უფროსებისთვის. მე მსურს ვწერო იმათთვის, ვისაც შეუძლია სასწაულების გაკეთება. ამ სასწაულებს სწორედ, რომ ბავშვები ქმნიან“ - ასე ამბობდა მსოფლიოში ყველასათვის საყვარელი საბავშვო მწერალი ასტრიდ ლინდგრენი.

“ევროპულ სკოლასა“ და “აკადემიკოს ვახტანგ ბოჭორიშვილის კლინიკას“ შორის მემორანდუმი გაფორმდა

06 Nov 2020

ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმს ხელი “ევროპული სკოლის“ დირექტორმა სოფიო ბაზაძემ და “აკადემიკოს ვახტანგ ბოჭორიშვილის კლინიკის“ ხელმძღვანელმა დავით გადელიამ მოაწერეს. აღნიშნული დოკუმენტი, მსოფლიო პანდემიის პირობებში, სკოლასა და კლინიკას შორის მჭიდრო თანამშრომლობას ითვალისწინებს. ახალი კორონავირუსის COVID-19-ის წინააღმდეგ ბრძოლაში “ევროპული სკოლა“ ხელს უწყობს მოსწავლეების, აკადემიური და ადმინისტრაციული პერსონალის ჯანმრთელობას. საჭიროების შემთხვევაში კლინიკა უზრუნველყოფს სკოლის საზოგადოებას სამედიცინო მომსახურებას სპეციალური პირობებით. “ევროპული სკოლის“ წარმომადგენლებს (მოსწავლეებს, პედაგოგებსა და სხვა თანამშრომლებს) კლინიკა გაუწევს გადაუდებელ სამედიცინო დახმარებასა და პატრონაჟს მთელი მკურნალობის განმავლობაში; ჩაუტარებს ტესტირებას ვირუსის დადგენის ან გამორიცხვის მიზნით, აგრეთვე შესთავაზებს სპეციალურ პირობებს სადიაგნოსტიკო მომსახურებაზე.

ეკვილიბრიუმი

02 Nov 2020

ცოდნის, განათლებისა და განვითარების ხელშეწყობის გზაზე “ევროპული სკოლა“ წიგნიერების არაერთი პროექტის თანამონაწილეა. ერთ-ერთი ასეთი პროექტია საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკის მოძრაობა “ეკვილიბრიუმი“, რომლის ფარგლებშიც სკოლის მოსწავლეებმა შეაგროვეს საბავშვო წიგნები და მწერალ გიორგი კეკელიძეს გადასცეს, რომელიც ხელვაჩაურში, სტიქიას შეწირული ოჯახის ერთადერთ გადარჩენილ წევრს, 12 წლის თიკა თედორაძეს თანამედროვე ბიბლიოთეკას მოუწყობს. საინტერესო საბავშვო წიგნები ბაკურ სულაკაურის გამომცემლობამაც გამოგვიგზავნა. ქველმოქმედებამ კიდევ ერთხელ გაგვაერთიანა: სკოლა, ბიბლიოთეკა და გამომცემლობა.