გარემოს დაცვის მსოფლიო დღე

გარემოს დაცვის მსოფლიო დღე “ევროპულ სკიოლაში“ განსაკუთრებულად აღინიშნა. განახლებადი ენერგიის განვითარებისა და გარემოს დაცვის საკითხებზე ცნობიერების ამაღლების მიზნით, GREDA-მ მე-9, მე-10 და მე-11 კლასის მოსწავლეებთან შეხვედრა გამართა.
საქართველოს განახლებადი ენერგიის განვითარების ასოციაციის წარმომადგენლებსა და მოსწავლეებს შორებს საინტერესო დისკუსია გაიმართა. შეხვედრა მიზნად ისახავდა ადამიანთა პასუხისმგებლობის გაცნობიერებას ბუნების მიმართ, გარემოს მდგრადი განვითარებისათვის ხელშეწყობას და გარემოს შენარჩუნებისა და გაუმჯობესებისათვის ბრძოლაში საზოგადოების აქტიურ ჩართვას.

Share on: