ახალი ამბები

ბავშვები ბავშვების მხარდასაჭერად

21 Oct 2020

როგორც იცით, შატილის სკოლა-პანსიონი შარშან დაიწვა. იმავე დღიდან, როცა ეს ფაქტი მოხდა, “ევროპული სკოლის“ მოსწავლეებმა შატილელი თანატოლების დასახმარებლად კამპანია #შენცშემოგვიერთდი წამოიწყეს. ბავშვები ბავშვების მხარდასაჭერად გაერთიანდნენ და დაიწყეს სასკოლო ნივთების შეგროვება. წიგნები, სახელმძღავენელოები, ფოტოაპარატი, ბურთები, საკანცელარიო ნივთები, კომპიუტერის აქსესუარები და სასწავლო რესურსები მცირე ჩამონათვალია იმ საჩუქრებისა, რომელიც შატილში გასაგზავნად შეგროვდა.

“ევროპული სკოლა“ იწყებს საერთაშორისო ბაკალავრიატის მეოთხე პროგრამის დანერგვას!

19 Oct 2020

#ახალიგამოწვევა #მუდმივიგანვითარება უკვე ათწლეულზე მეტია, მუდმივი განვითარება “ევროპული სკოლის“ მთავარი მახასიათებელია. წინსვლისა და განვითარების გზაზე პრიორიტეტულია თითოეული მოსწავლის საჭიროების, კარიერული მიზნების გათვალისწინება. მრავალფეროვანი და განსხვავებულია მოსწავლეთათვის შეთავაზებული აკადემიური პროგრამები, თუმცა მათი დამთავრებისას მიღწეული შედეგი ერთია - თითოეული პროგრამის ფარგლებში მიღებული განათლება მოსწავლეთა სამომავლო წარმატების წინაპირობაა.

ხელების დაბანის საერთაშორისო დღე

16 Oct 2020

ინფექციური დაავადებებისგან თავდაცვის ყველაზე მარტივი და ეფექტური საშუალებაა ხელების დაბანა. “ევროპულ სკოლაში“ არაერთი კამპანია გაიმართა ამ მიმართულებით.

კინგსის ოლიმპიადის გამარჯვებულები

09 Oct 2020

“კინგსის“ ოლიმპიადა მთელ საქართველოში II-XII კლასის მოსწავლეებისთვის ტარდება ქართულ ენაში, ინგლისურ ენასა და მათემატიკაში. აღნიშნული საგანმანათლებლო პროექტი მიზნად ისახავს მოსწავლეთა ცოდნისა და უნარების გაუმჯობესებას, ნიჭიერი ბავშვების გამოვლენასა და განვითარებას. ჩვენი სკოლა მე-9 წელია მონაწილეობს “კინგსის“ ოლიმპიადაში. ,,ევროპული სკოლის“ წარჩინებულ მოსწავლეებს კინგსის ოლიმპიადის საშემოდგომო სესიაზე მოპოვებული პირველი ხარისხის სერტიფიკატები გადაეცათ.

ევროპული სკოლა“ წლის ლიდერია!

01 Oct 2020

#EuropeanSchool #LeaderoftheYear “ევროპულ სკოლას” ბიზნეს რეიტინგების კავშირისა და შვეიცარიის სარეიტინგო ასოციაციის ერთობლივი საერთაშორისო ჯილდო Leader of the Year გადაეცა. “ევროპული სკოლა“ წარმატებული საერთაშორისო სკოლაა, რომელმაც ქართულ კომპანიებს შორის ოქროს რეიტინგი მოიპოვა. საზეიმო ცერემონია Bioli Medical Wellness Resort-ში გაიმართა. ვულოცავთ “ევროპული სკოლის“ საზოგადოებას ამ მნიშვნელოვან გამარჯვებას!

გაიცანით “ევროპული სკოლის“ გრანტოსნები!

28 Sep 2020

“ევროპული სკოლის“ 21-მა წარჩინებულმა მოსწავლემ, გასული სასწავლო წლის დასასარულს შეჯამებული შედეგების საფუძველზე, მიიღო “დავით ბეჟუაშვილის განათლების ფონდის“ გრანტი: “ევროპული სკოლის წარჩინებული“. უკვე რამდენიმე წელია “დავით ბეჟუაშვილის განათლების ფონდსა“ და “ევროპულ სკოლას” შორის ჩამოყალიბდა პარტნიორობა, რომელიც ემსახურება ქვეყანაში განათლების მაღალი ხარისხისა და ევროპული სტანდარტების მიღწევას.

#ახალიგამოწვევა #ახალირეგულაციები #ციფრულიტრანსფორმაცია

15 Sep 2020

”ევროპულმა სკოლამ” ახალი სასწავლო წელი დაიწყო ახალი წამოწყებებით, ახალი იდეებით, ახალი რეგულაციებითა და ახალი ინტერაქტიული ტექნოლოგიებით. სკოლის ციფრული ტრანსფორმაციის გეგმა გვაძლევს საშუალებას, სათანადოდ ვუპასუხოთ გამოწვევებს. დანერგილი სიახლეები მნიშვნელოვანი წინაპირობაა იმისა, რომ წლევანდელ სასაწავლო წელს “ევროპულმა სკოლამ“ ახალ წარმატებებს მიაღწიოს.

#შენისკოლაშენთანაა

12 Sep 2020

ტექნოლოგიები XXI საუკუნის საკლასო სივრცეში უმნიშვნელოვანეს როლს თამაშობს. “ევროპულ სკოლაში“ ინტენსიურად მიმდინარეობს საგანმანათლებლო ტექნოლოგიების ინტეგრირება საგაკვეთილო პროცესში, რათა უფრო ეფექტიანი და მოსწავლის საჭიროებებზე მორგებული გავხადოთ სწავლა-სწავლება ახალ რეალობაში. ჩვენი მიზანია, დისტანციური სწავლების გამოწვევები ადვილად დაძლევადი, პროცესი კი საინტერესო და მაქსიმალურად მოქნილი იყოს პირველკლასელთათვის და მათი მშობლებისთვის. ამ მიზნის მისაღწევად სკოლა ყველა პირველკლასელს გადასცემს მულტიფუნქციურ თანამედროვე მოწყობილობას, რომელიც მნიშვნელოვნად დაეხმარება ჩვენს პატარებს. მათთვის დისტანციური სწავლება კიდევ უფრო მიმსგავსებული გახდება პირისპირ სწავლებასთან ახალი ტექნოლოგიური რესურსების: ინტერაქტიული დაფების, საკონფერენციო კამერებისა და დოკუმენტ-სკანერების დახმარებით, რომლებსაც ჩვენი მასწავლებლები აქტიურად გამოიყენებენ ონლაინ გაკვეთილების მსვლელობისას.

სიახლე!

11 Sep 2020

ქვეყანაში არსებული ეპიდსიტუაციიდან გამომდინარე, “ევროპულ სკოლაში“ სწავლა 15 სექტემებერს ონლაინ რეჟიმში დაიწყება.