“ევროპული სკოლის“ ქართული პროგრამის 2022 წლის კურსდამთავრებულთა გამოსაშვები საღამო

6 ივნისს “ევროპულ სკოლაში“ ქართული პროგრამის მე-12 კლასელების გამოსაშვები საღამო გაიმართა. კურსდამთავრებულებს სკოლის დამთავრება მიულოცა და კეთილი სურვილები უსურვა “ევროპული სკოლის“ დირექტორმა სოფიო ბაზაძემ. წარჩინების სერტიფიკატები და “ევროპული სკოლის“ მედლები გადაეცათ: ნუგზარ შოშიაშვილს, ანა დიასამიძეს, ნიკოლოზ წულაიას, გვანცა ვარშალომიძეს და დავით მაისურაძეს.

ვულოცავთ ჩვენს მოსწავლეებს ამ მნიშვნელოვან დღეს და წარმატებას ვუსურვებთ საგანმანათლებლო კარიერაში. დარწმუნებულები ვართ, “ევროპულ სკოლაში“ მიღებული ცოდნა და გამოცდილება მათი სამომავლო წარმატების საწინდარი იქნება. ჩვენ ვამაყობთ თქვენით!

Share on: