გერმანიის ელჩის ვიზიტი

20 მაისს “ევროპულ სკოლას“ეწვია გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის ელჩი საქართველოში ჰუბერტ კნირში, რომელიც დაესწრო საქართველო-გერმანიის დიპლომატიური ურთიერთობის 30 წლისთავისადმი მიძღვნილ ღონისძიებას “იმედი“. ღონისძიებას ასევე ესწრებოდნენ ოფიციალური სტუმრები: ქალბატონი ევა კნირში, პროფესორი ნინო აბრალავა, ბატონი ჰარალდ ჰორნუნგ.

ღონისძიება გახსნეს ორგანიზატორებმა, გერმანული ენის მასწავლებლებმა: მთვარისა ბუსკივაძემ და ნინო ფალავანდიშვილმა. მათ ისუბრეს სკოლის მისიაზე გლობალური მოქალაქეობის ხელშეწყობის კუთხით და გერმანიის კულტურისა და ისტორიის უკეთ გასაცნობად გერმანული ენის შესწავლის მნიშვნელობაზე.

დამსწრე საზოგადოებას მიმართმა გერმანიის ელჩმა და “ევროპული სკოლის“ მულტიკულტურული და მრავალენოვანი გარემოს მნიშვნელობას გაუსვა ხაზი.

ღონისძიების ფარგლებში მოსწავლეებმა ელენე ვაშაძემ და მიხეილ გედეხაურმა გერმანულად ისაუბრეს “ევროპული სკოლის“ მოსწავლეთა წარმატებებზე იმ ადგილობრივ თუ საერთაშორისო პროექტებსა და კონკურსებში, რომლებმაც “ევროპულ სკოლაში“ გერმანული ენის პოპულარიზაციას შეუწყვეს ხელი.

დასასარულს მოსწავლეებმა შეასრულეს გერმანული კლასიკური მუსიკის შედევრები, გერმანულ ნაციონალურ კოსტიუმებში გამოწყობილებმა მასწავლებელთან ერთად წარმოადგინეს სასიმღერო ნომერი და ამით განსაკუთრებული ელფერი შესძინეს ღონისძიებას.

Share on: