ახალი ამბები
ინოვეციების დღეები “ევროპულ სკოლაში“
14 Apr 2020ინოვაციების დღეების ფარგლებში “ევროპული სკოლის'' მოსწავლეებისთვის ორო ტრენინგი ჩატარდა, სადაც მოწვეულმა სპიკერებმა, ინდუსტრიულმა დიზაინერებმა-თაზო არუნაშვილმა და დიანა ტევანიანმა ისაუბრეს ინდუსტრიულ და გრაფიკულ დიზაინზე.
9 აპრილი, ტრაგედიით დაწყებული თავისუფლება
09 Apr 202031 წელი გავიდა მას შემდეგ, რაც საქართველოსთვის ახალი ეპოქა დაიწყო. 1989 წლის 9 აპრილს, საბჭოთა კავშირის შეიარაღებულმა ძალებმა პარლამენტის შენობასთან მშვიდობიანი საპროტესტო აქცია დაარბიეს. დაიღუპა 21 ადამიანი. 1991 წლის 9 აპრილს კი უზენაესმა საბჭომ საქართველოს სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობის აღდგენა გამოაცხადა.გიორგი კეკელიძე გვესაუბრება 9 აპრილის, როგორც ტრაგედიის და ამავდროულად საქართველოს დამოუკიდებლობის აღდგენის დღის შესახებ.
საქართველოს დამოუკიდებლობის აღდგენის დღე
08 Apr 202031 მარტი საქართველოს დამოუკიდებლობის აღდგენის რეფერენდუმის დღეა. გიორგი კეკელიძე გვესაუბრება საქართველოს დამოუკიდებლობის შესახებ.
ონლაინ სწავლება ,,ევროპულ სკოლაში”
11 Mar 2020,,ევროპული სკოლა” ეხმიანება საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილებას სკოლების დახურვის ვადების გახანგრძლივების თაობაზე და ორშაბათს, 16 მარტიდან სკოლა თავის მოსწავლეებს გადაიყვანს ონლაინ სწავლების რეჟიმზე. სკოლამ შეიმუშავა გეგმა სწავლა-სწავლების პროცესის შეფერხების მინიმალიზაციისთვის და მზად არის შესთავაზოს მოსწავლეებს ხარისხიანი საგანმანათლებლო გამოცდილება ონლაინ გაკვეთილების სახით.
სუმო რობოტიქსის შეჯიბრი
28 Feb 202018 თებერვალს, “ბაქსვუდის საერთაშორისო სკოლაში“ Future Laboratory-ის ორგანიზებით გაიმართა სუმო რობოტების შეჯიბრი, რომელშიც მონაწილეობა მიიღეს “ევროპული სკოლის“ მეექვსე კლასელებმა, სადაც “ბაქსვუდისა“ და “ჯეჯილის“ სკოლის გუნდებს გაუწიეს ასპარეზობა. მონაწილეეებმა გამართეს რობოტები და დაწერეს კოდი, რომლითაც შეეჯიბრნენ მოწინააღმდეგე გუნდების რობოტებს. შეჯიბრება “ევროპული სკოლის“ გუნდის გამარჯვებით დასრულდა.
უფროსკლასელთა ვიზიტი კრიმინალისტიკურ ლაბორატორიაში
28 Feb 202018 თებერვალს “ევროპული სკოლის“ მე-10 კლასის მოსწავლეები ინტეგრირებული პროექტის “კრიმინალისტიკა და თავისუფლება" ფარგლებში შსს კრიმინალისტიკურ ლაბორატორიას ესტუმრნენ. მოსწავლეებმა ინტერესით დაათვალიერეს ლაბორატორიები და ბევრი საინტერესო ინფომაცია მიიღეს.
მოსწავლეთა სპექტაკლები
27 Feb 2020ქართული პროგრამის დაწყებითი საფეხურის მოსწავლეებმა რამდენიმე ღონისძიება გამართეს, მოიწვიეს მშობლები და უჩვენეს წარმოდგენები. პირველკლასელებმა ანბანს მიუძრვნეს ზეიმი. დრამის ღია გაკვეთილები კი ინგლისურენოვანი სპექტაკლები იყო.
ებრაულ ქართული მემორადუმი
26 Feb 2020“Israeli Center for Young Leaders“ და “ევროპულ სკოლას“ შორის გაფორმდა ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი, რომელიც ეხება ორ ქვეყანას შორის მოსწავლეთა გაცვლით პროგრამებს. მხარეები შეთანხმდნენ, რომ ამყარებენ სტაბილურ და სასარგებლო ურთიერთობებს, რათა განვითარდეს კონსტრუქციული კავშირები ისრაელის და საქართველოს ახალგაზრდებს შორის. მნიშვნელოვანია მოსწავლეთა როლი საზოგადოებაში, მათი განვითარება მშვიდობის, მეგობრობისა და სოლიდარობის მიზნით. შეხვედრაზე მოსწავლეებმა წარმოაჩინეს ისრაელი და საქართველო, შესრულდა ორი ქვეყნის ჰიმნი.
მშობლიური ენის დღე
21 Feb 202021 თებერვალი - მშობლიური ენის საერთაშორისო დღეა. ეს თარიღი იუნესკომ 1999 წელს დააწესა ენობრივი და კულტურული მრავალფეროვნების შენარჩუნების, განვითარებისა და წარმოჩენის მიზნით. 2000 წლის თებერვლიდან მშობლიური ენის საერთაშორისო დღე ყოველწლიურად სხვადასხვა ღონისძიებებით მთელ მსოფლიოში აღინიშნება. იუნესკოს შეფასებით, მსოფლიოს დაახლოებით 6 ათასი ენიდან ნახევარს უახლოეს ხანებში გაქრობის საფრთხე ემუქრება. სწორედ ამიტომ “ევროპულ სკოლაში“ მოსწავლეები ნაციონალური ჩაცმულობით მოვიდნენ, მოაწყეს კალიგრაფიის კონკურსი, ანბანის ნახატების გამოფენა, შეხვდნენ მწერლებს, მშობლიური ენის დასაცავად მოაწყეს ფლეშმობი და შემოგვთავაზეს მრავალფეროვანი კულტურული პროგრამა.