სიახლეები
პერსონალური გამოფენა
23 Mar 202620 მარტს “ევროპული სკოლის“ მოსწავლის, ანნა ვადაჭკორიას, ნამუშევრების გამოფენა გაიმართა, სადაც წარმოდგენილი იყო ანნას მრავალფეროვანი და შთამბეჭდავი ნახატები.
დაუნის სინდრომის საერთაშორისო დღე
23 Mar 2026დაუნის სინდრომის საერთაშორისო დღის აღსანიშნავად “ევროპულ სკოლაში“ განსაკუთრებული შეხვედრა გაიმართა. სტუმრად იყო ქართული ცეკვის ქორეოგრაფი, საბა ბერიაშვილი.
ექსკურსია გოეთეს ინსტიტუტში
15 Mar 2026პროექტი “ წიგნის“ფარგლებში ევროპული ბაღის მოსამზადებელი ჯგუფი ეწვია გოეთეს ინსტიტუტს, მათი ახალი, საბავშვო ბიბლიოთეკის დასათვალიერებლად. ჩვენი მასპინძელი იყო ჯგუფის ერთერთი მშობელი, რომელმაც ინსტიტუტის თანამშრომლებთან ერთად განსაკუთრებულად სასიამოვნო გარემო შექმნა ბავშვებისთვის.
ფილმის ჩვენება -“არამატერიალური კულტურული მემკვიდრეობა – ახალი ჰორიზონტი”
14 Mar 202613 მარტს “ევროპული სკოლის“ ქართული პროგრამის საბაზო-საშუალო საფეხურის მოსწავლეებისთვის გაიმართა დოკუმენტური ფილმის “არამატერიალური კულტურული მემკვიდრეობა – ახალი ჰორიზონტი.” ჩვენებას ესწრებოდნენ ინტერდისციპლინურ პროექტებში ჩართული მე-8 და მე-9 კლასის მოსწავლეები.
,,ევროპული სკოლის“ მოსწავლეები თბილისის გაეროს მოდელირების 21-ე სესიაზე
12 Mar 202627, 28 თებერვალსა და 1 მარტს, საქართველოს გაეროს მოდელირების ასოციაციის ორგანიზებით, გაიმართა თბილისის გაეროს მოდელირების 21-ე სესია.
გამომცემლობა “არტანუჯმა“ “ევროპული სკოლის“ ბიბლიოთეკას სპორტულ თემატიკაზე გამოცემული წიგნები გადასცა
27 Feb 202626 თებერვალს, “ევროპულ სკოლას“ გამომცემლობა “არტანუჯის“ სპორტული მიმართულების ხელმძღვანელი ვაჟა სიმონიშვილი და სპორტული ჟურნალისტი ილია ნანობაშვილი ესტუმრნენ და სკოლის ბიბლიოთეკას სპორტულ თემატიკაზე გამოცემული წიგნები გადასცეს. ამერიდან, სკოლის მოსწავლეებს შეეძლებათ რომ ბიბლიოთეკაში ისეთ საინტერესო წიგნებს გაეცნონ, როგორებიც გახლავთ: ილია ნანობაშვილის “სად მივდივართ? ევროპაში“, ლევან ბერძენიშვილის “ფეხბურთის კაცი“, გოჩა კაჭარავას “ლებრონ ჯეიმსი“, ილია ბაბუნაშვილის “პეპ გვარდიოლა“ და ბევრი სხვა.
მეა მოლი ფაისანის საერთაშორისო წარმატება
17 Feb 2026ქართული პროგრამის IV კლასის მოსწავლე მეა მოლი ფაისანი გახდა საერთაშორისო კონკურს Golden Dream 2026 -ის გამარჯვებული. კონკურსი გაიმართა ლას ვეგასში და გააერთიანა სხვადასხვა ქვეყნის ახალგაზრდა ტალანტები.
Smile School Georgia — ვიზიტი ევროპულ ბაღში
17 Jan 2026ევროპულ ბაღში გვესტუმრნენ ახალგაზრდა სტომატოლოგები, რომლებმაც ჩვენს პატარებს გაუზიარეს ცოდნა ჯანსაღი სტომატოლოგიური ჩვევების შესახებ.
შეხვედრა საუნივერსიტეტო მრჩეველთან
11 Dec 202510 დეკემბერს “ევროპული სკოლის“ ქართული პროგრამის უფროსკლასელებს საუნივერსიტეტო ორიენტაციისა და კარიერის დაგეგმვის სამსახურის გუნდის წარმომადგენლები შეხვდნენ და ესაუბრნენ სამომავლოდ კარიერის დაგეგმვასა და მსოფლიოს წამყვან უნივერსიტებში სწავლის გაგრძელების შესაძლებლობებზე. ინტერაქციულ რეჟიმში მოსწავლეებმა დასვეს მათთვის საინტერესო შეკითხვები და ამომწურავი ინფორმაცია მიიღეს პროფესიონალი მრჩეველებისგან.