ახალი ამბები

ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი “ევროპულ სკოლასა“და მედიისა და ტელეხელოვნების კოლეჯს შორის

09 Jun 2021

8 ივნისს “ევროპულ სკოლასა“ და სსიპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის მედიისა და ტელეხელოვნების კოლეჯს შორის თანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა. “ევროპული სკოლის“ დირექტორმა სოფიო ბაზაძემ და მედიისა და ტელეხელოვნების კოლეჯის დირექტორმა ზურაბ ოშხნელმა ხელი მოაწერეს მემორანდუმს, რომლის მიზანია სკოლისა და კოლეჯის მოსწავლე-ახალგაზრდობის ერთობლივი პროექტების განხორციელება, განათლების ხარისხისა და პარტნიორული ურთიერთობების განვითარების ხელშეწყობა. მემორანდუმის თანახმად, დაიგეგმება ერთობლივი პროექტები საერთაშორისო ფესტივალებზე, კონფერენციებსა და ფორუმებზე წარსადგენად, ჩატარდება მიზნობრივი ღონისძიებები, საჯარო ლექციები, სემინარები/ტრენინგები, მასტერკლასები და სხვა თემატური აქტივობები.

ენდოკრინოლოგის რჩევები მოზარდებს

25 May 2021

“ახალგაზრდა ექიმ-მეცნიერთა საზოგადოების“ ექიმი-ენდოკრინოლოგი თამარ ჩადუნელი “ევროპული სკოლის“ მე-6 და მე-7 კლასის მოსწავლეებს შეხვდა და ჩაატარა სამედიცინო სემინარი თემაზე “პებერტატული ასაკის თავისებურებანი.“ ონლიან შეხვედრაზე მოსწავლეებმა კითხვა-პასუხის რეჟიმში განიხილეს მათთვის საინტერესო თემები.

მოსწავლეთა სამეცნიერო კონფერენცია

24 May 2021

18 მაისს “ევროპულ სკოლაში“ მოსწავლეთა სამეცნიერო კონფერენციის STEAM სესია ჩატარდა. კონფერენციის დამსწრეები გაბედული ნაბიჯების, ექსპერიმენტების, გამოგონებებისა და შემოქმედებითობის დემონსტრირების სამყაროში აღმოჩნდნენ. გამომსვლელებმა წარმოადგინეს რეალურ ცხოვრებასთან დაკავშირებული სამეცნიერო თემები, გარემოსდაცვითი პრობლემების გადაჭრის საკუთარი ხედვები, საინჟინრო საქმეში გადადგეს პირველი ნაბიჯები, შექმნეს მატრიცული ეკრანი, განიხილეს თანამედროვე მხატვრების შემოქმედება, გამოთვალეს მათემატიკური კონსტანტა π და სხვ. “ევროპული სკოლა“ მუდმივად სთავაზობს მოსწავლეებს შესაძლებლობას, შექმნან რაიმე ახალი. მოსწავლეთა სამეცნიერო კონფერენციის STEAM სესია, რომელმაც გააერთიანა ფიზიკური და ვირტუალური საკონფერენციო გარემო, სწორედ ინოვაციებისა და ახალი იდეებისა გაჟღერების სივრცედ იქცა.

ბოლო ზარი

20 May 2021

"ბოლო ზარი “, მე-12 კლასელებისთვის ყველაზე დაუვიწყარი, სასიხარულო და სევდანარევი დღეა. მათ გაატარეს  გამორჩეული, მრავალფეროვანი, სიხარულით და წარმატებებით სავსე 12 წელი “ევროპულ სკოლაში“ და მოემზადნენ დამოუკიდებელი ცხოვრებისთვის, გამოწვევებისთვის, ახალი წამოწყებებისთვის.  გილოცავთ !!!  ჩვენ გვჯერა თქვენი წინსვლის და ვამაყობთ, რომ “ევროპული სკოლელები“ გქვიათ. 

მოსწავლეთა სამეცნიერო კონფერენცია

18 May 2021

17 მაისს “ევროპულ სკოლაში“ გაიმართა მოსწავლეთა სამეცნიერო კონფერენცია, რომელშიც ქართული და საერთაშორისო პროგრამების მოსწავლეებმა წარადგინეს მოხსენებები ენისა და ლიტერატურის მიმართულებით არჩეულ თემებზე. მოსწავლეთა მოგზაურობა ლიტერატურის სამყაროში კვლევა-ძიებისა და შემოქმედებითი საქმიანობის დემონსტრირების შესანიშნავი შესაძლებლობა აღმოჩნდა. ნორჩმა მკვლევარებმა აუდიტორიას გააცნეს: საყვარელი წიგნები, ცნობილი მწერლებისა და საზოგადო მოღვაწეების ცხოვრების უცნობი დეტალები, დაეუფლნენ თარგმნის ტექნიკას და თავი გამოსცადეს ამ მიმართულებით, მათ რუსულ ენაზე თარგმნეს გიორგი კეკელიძის "თომას ზღაპრები", შეადარეს და გაანალიზეს შექსპირის სონეტების ქართული თარგმანები, განიხილეს XX საუკუნის დასაწყისის მულტიკულტურულ თბილისში არსებული ლიტერატურული მიმდინარეობები, შექმნეს პლაკატები სიმბოლიზმის, დადაიზმის თემებზე და სხვ.

ციფრული ტექნოლოგიების კვირეული

28 Apr 2021

დაწყებით საფეხურზე საგაკვეთილო პროცესში ტექნოლოგიების გამოყენებით მოსწავლეები ადრეული ასაკიდან ეცნობიან ტექნოლოგიურ მიღწევებს და ემზადებიან მომავლის გამოწვევებისთვის. “ევროპული სკოლის“ საკლასო სივრცეებში არსებულ უახლეს ტექნოლოგიურ მოწყობილობებზე წვდომას დადებითი ზეგავლენა აქვს სწავლების ეფექტიანობაზე როგორც მოსწავლეების, ასევე მასწავლებლებისთვის. დაწყებითი სწავლების დეპარტამენტში გამართულ ციფრული ტექნოლოგიების კვირეულში ქართული და PYP პროგრამების მასწავლებლებმა გაკვეთილებზე მრავალფეროვანი ტექნოლოგიური მოწყობილობა თუ საგანმანათლებლო აპლიკაცია გამოიყენეს და სწავლების პროცესი უფრო შინაარსიანი და საინტერესო გახადეს პატარებისთვის.

აჩუქე წიგნი

28 Apr 2021

წიგნის ჩუქების ტრადიცია მსოფლიოს მასშტაბით პოპულარულია. წიგნისა და საავტორო უფლებების მსოფლიო დღეს ადამიანები ერთმანეთს წიგნებს ჩუქნიან. უკვე მესამე წელია, რაც საქართველოშიც იმართება კამპანია #აჩუქეწიგნი და “ევროპული სკოლის“ მოსწავლეები თანაკლასელებს, წიგნის კითხვის სიყვარულის ნიშნად, წიგნებს უსახსოვრებენ. იუნესკოს გადაწყვეტილებით, 2021 წლის 23 აპრილს თბილისი წიგნის მსოფლიო დედაქალაქად გამოცხადდა და მასპინძლობს ბევრ საინტერესო ლიტერატურულ ღონისძიებას, სადაც ჩვენი მოსწავლეებიც აქტიურად ჩაებმებიან.

დედამიწის დღე

23 Apr 2021

“ევროპული სკოლის“ მოსწავლეები ყველა იმ გარემოსდაცვით მოძრაობას შეუერთდნენ, რომელსაც წლევანდელი თემა - აღვადგინოთ დედამიწა აერთიანებს. პირველი მიმართულება, რომელსაც წელს განსაკუთრებული ყურადღება ეთმობა, არის კლიმატის, გარემოს შესახებ ცნობიერების ამაღლება. აღნიშნული პროგრამის ფარგლებში, ქართული პროგრამის მოსწავლეები შეხვდნენ USAID ZRDA პროექტის უფროს მრჩეველს, ირაკლი უჯმაჯურიძეს, რომელიც მოსწავლეებს ესაუბრა ტყის მნიშვნელობაზე, მსოფლიოსა და საქართველოს ტყეების საფრთხეებზე. სახალისო გაკვეთილის მიზანი იყო ასევე ენდემური ჯიშების პოპულარიზაცია. დასასრულს სტუმარმა მოსწავლეები დაასაჩუქრა ლაფანის ჯიშის თესლებით და მოუწოდა მათ, გაახარონ თესლები და აქციონ ხეებად.

აშშ-ს საელჩოს კულტურის ატაშეს ვიზიტი

19 Apr 2021

19 აპრილს ამერიკული უმაღლესი სკოლის მოწვევით “ევროპულ სკოლას“ ამერიკის შეერთებული შტატების საელჩოს კულტურის ატაშე კრისტოფერ ანდერსონი ესტუმრა. საპატიო სტუმარი გაეცნო “ევროპული სკოლის“ აკადემიურ პროგრამებს, სკოლაში დანერგილ ინოვაციებს, დაათვალიერა უახლესი ტექნიკით აღჭურვილი ინფრასტრუქტურა, რაც ჩვენი მოსწავლეების აკადემიური წარმატების მნიშვნელოვანი ფაქტორია. კრისტოფერ ანდერსონმა შეაფასა ამერიკული უმაღლესი სკოლის მნიშვნელობა, რომელიც გზას უხსნის ქართველ და უცხოელ მოსწავლეებს ამერიკული უმაღლესი განათლების სისტემისკენ, გაეცნო მოსწავლეთა მიერ მიღებულ გამორჩეულ შედეგებსა და მიღწევებს, რისთვისაც ისინი აშშ-ს პრეზიდენტის ჯილდოებით დაჯილდოვდნენ. ვიმედოვნებთ, ეს ვიზიტი კიდევ უფრო გააძლიერებს ამერიკული განათლების როლს “ევროპულ სკოლაში“ და ხელს შეუწყობს ჩვენი მოსწავლეების წარმატებას.