ახალი ამბები
ევროპული სკოლა“ წლის ლიდერია!
01 Oct 2020#EuropeanSchool #LeaderoftheYear “ევროპულ სკოლას” ბიზნეს რეიტინგების კავშირისა და შვეიცარიის სარეიტინგო ასოციაციის ერთობლივი საერთაშორისო ჯილდო Leader of the Year გადაეცა. “ევროპული სკოლა“ წარმატებული საერთაშორისო სკოლაა, რომელმაც ქართულ კომპანიებს შორის ოქროს რეიტინგი მოიპოვა. საზეიმო ცერემონია Bioli Medical Wellness Resort-ში გაიმართა. ვულოცავთ “ევროპული სკოლის“ საზოგადოებას ამ მნიშვნელოვან გამარჯვებას!
გაიცანით “ევროპული სკოლის“ გრანტოსნები!
28 Sep 2020“ევროპული სკოლის“ 21-მა წარჩინებულმა მოსწავლემ, გასული სასწავლო წლის დასასარულს შეჯამებული შედეგების საფუძველზე, მიიღო “დავით ბეჟუაშვილის განათლების ფონდის“ გრანტი: “ევროპული სკოლის წარჩინებული“. უკვე რამდენიმე წელია “დავით ბეჟუაშვილის განათლების ფონდსა“ და “ევროპულ სკოლას” შორის ჩამოყალიბდა პარტნიორობა, რომელიც ემსახურება ქვეყანაში განათლების მაღალი ხარისხისა და ევროპული სტანდარტების მიღწევას.
#ახალიგამოწვევა #ახალირეგულაციები #ციფრულიტრანსფორმაცია
15 Sep 2020”ევროპულმა სკოლამ” ახალი სასწავლო წელი დაიწყო ახალი წამოწყებებით, ახალი იდეებით, ახალი რეგულაციებითა და ახალი ინტერაქტიული ტექნოლოგიებით. სკოლის ციფრული ტრანსფორმაციის გეგმა გვაძლევს საშუალებას, სათანადოდ ვუპასუხოთ გამოწვევებს. დანერგილი სიახლეები მნიშვნელოვანი წინაპირობაა იმისა, რომ წლევანდელ სასაწავლო წელს “ევროპულმა სკოლამ“ ახალ წარმატებებს მიაღწიოს.
#შენისკოლაშენთანაა
12 Sep 2020ტექნოლოგიები XXI საუკუნის საკლასო სივრცეში უმნიშვნელოვანეს როლს თამაშობს. “ევროპულ სკოლაში“ ინტენსიურად მიმდინარეობს საგანმანათლებლო ტექნოლოგიების ინტეგრირება საგაკვეთილო პროცესში, რათა უფრო ეფექტიანი და მოსწავლის საჭიროებებზე მორგებული გავხადოთ სწავლა-სწავლება ახალ რეალობაში. ჩვენი მიზანია, დისტანციური სწავლების გამოწვევები ადვილად დაძლევადი, პროცესი კი საინტერესო და მაქსიმალურად მოქნილი იყოს პირველკლასელთათვის და მათი მშობლებისთვის. ამ მიზნის მისაღწევად სკოლა ყველა პირველკლასელს გადასცემს მულტიფუნქციურ თანამედროვე მოწყობილობას, რომელიც მნიშვნელოვნად დაეხმარება ჩვენს პატარებს. მათთვის დისტანციური სწავლება კიდევ უფრო მიმსგავსებული გახდება პირისპირ სწავლებასთან ახალი ტექნოლოგიური რესურსების: ინტერაქტიული დაფების, საკონფერენციო კამერებისა და დოკუმენტ-სკანერების დახმარებით, რომლებსაც ჩვენი მასწავლებლები აქტიურად გამოიყენებენ ონლაინ გაკვეთილების მსვლელობისას.
სიახლე!
11 Sep 2020ქვეყანაში არსებული ეპიდსიტუაციიდან გამომდინარე, “ევროპულ სკოლაში“ სწავლა 15 სექტემებერს ონლაინ რეჟიმში დაიწყება.
ინტერაქტიული დაფები და ტრენინგები
11 Sep 2020მასწავლებელთა უწყვეტი პროფესიული განვითარების ხელშეწყობა და ახალი ტექნოლოგიების დანერგვა “ევროპული სკოლის“ ერთ-ერთი მთავარი მიზანია. სკოლა მუდმივად ვითარდება და ახლაც, ცვალებად საინფორმაციო გარემოში, განსაკუთრებულად ემზადება ახალი სასწავლო წლისთვის.
გამოწვევებით აღსავსე პერიოდში მიღებული მაღალი შედეგები
26 Aug 2020ვულოცავთ 2020 წლის კურსდამთავრებულებს სადიპლომო პროგრამის გამორჩეული შედეგებით დასრულებას! წელს ოცდათვრამეტმა მოსწავლემ დაამთავრა სადიპლომო პროგრამა “ევროპულ სკოლაში“. მათ, აქამდე უცნობ, გლობალურ პრობლემებთან მოუხდათ შეჭიდება, მაგრამ შეძლეს წინააღმდეგობების დაძლევა და მაღალი ქულების დემონსტრირება. მათი დიპლომის საშუალო ქულა - 35 ბევრად მაღალია მსოფლიო IB სკოლების საშუალო მაჩვენებელზე (30 ქულა) და სხვაობაც უფრო შთამბეჭდავია, ვიდრე წინა წლებში. ჩვენმა მოსწავლეებმა საგნობრივ ნიშნებშიც კარგი შედეგები აჩვენეს, საშუალო 5.54 ქულა მაქსიმალური 7-დან მსოფლიო მაჩვენებელზე (4.8 ქულა) გაცილებით მაღალია. სადიპლომო პროგრამის კურსდათავრებულთა 84 %-მა მიიღო დიპლომი, მაშინ როცა მსოფლიო მაჩვენებელი არის 79.1%. ვულოცავთ წარმატებას ჩვენს IB კურსდამთავრებულებს, მათ მასწავლებლებსა და მშობლებს!
წარმატებები გრძელდება!
24 Aug 2020“ევროპულ სკოლას“ საქრთველოს მაშტაბით უპრეცენდეტო 15 Microsoft Innovative Educator Expert პედაგოგი ყავს. ინოვაციური გზით სვლა სკოლის მთავარი მიზანია და მიღწევები ამ გზაზე ძალიან მნიშვნელოვანია. საერთაშორისო სკოლა-“ევროპული სკოლა“ Microsoft-ის მეგობარი სკოლაა და ურთიერთთანამშრომლობის ფარგლებში პედაგოგებმა უპრეცენდენტო წარმატებას მიაღწიეს, მოიპოვეს MIE Experts (მაიკროსოფტის ინოვატორი ექსპერტ-მასწავლებელი) 2020-2021-ის წოდება.
2020 წლის კურსდამთავრებულები
09 Jul 2020წელს “ევროპული სკოლის“ გამოსაშვები საღამო არსებული რეგულაციების გათვალისწინებით, უსაფრთხოების წესების სრული დაცვით ჩატარდა. ქართული პროგრამის, საერთაშორისო ბაკლავრიატის და ამერიკული უმაღლესი სკოლის კურსდამთავრებულები დიპლომებით დაჯილდოვდნენ. კურსდამთავრებულებს სკოლის დამთავრება მიულოცეს ქართული პროგრამის დირექტორმა სოფიო ბაზაძემ, IB პროგრამის ხელმძღვანელმა დოქტორმა ბრაის ბომომ და AHS-ის დირექტორმა ირმა ბარბაქაძემ.