ახალი ამბები

“ევროპული სკოლის“ სამედიცინო ქოლ-ცენტრი

02 Dec 2020

#ჩვენვზრუნავთ #ერთადდავამარცხოთCOVID19 #შენისკოლაშენთანაა  COVID-19-ით გამოწვეული გლობალური კრიზისის პირობებში კვალიფიციურმა სამედიცინო მომსახურეობამ, გამოცდილი და სანდო სპეციალისტისგან კონსულტაციის მიღებამ გადამწყვეტი მნიშვნელობა შეიძინა. “ევროპული სკოლა“ პასუხობს პანდემიის გამოწვევებს სწორი სტრატეგიით, პროცესებითა და მოსამზადებელი სამუშაოებით. მოსწავლეებისა და თანამშრომლების ჯანმრთელობისა და უსაფრთხოების ხელშეწყობის მიზნით სკოლა ხსნის სამედიცინო ქოლ-ცენტრს. ექიმი ნ.ლომიძე დისტანციურად გააგრძელებს “ევროპული სკოლის“ საზოგადოებასთან კომუნიკაციას და შესთავაზებს მას სამედიცინო მომსახურებას, რომელიც არსებულ რეალობაში კიდევ უფრო მეტ დატვირთვას იძენს.   მიიღე კვალიფიციური სპეციალისტის კონსულტაცია “ევროპული სკოლის“ სამედიცინო ქოლ-ცენტრში!

TEDxIBEuropeanSchool - წელს პირველად ონლაინ სივრცეში!

02 Dec 2020

ერთმანეთისგან შორს, მაგრამ მაინც ერთ ვირტუალურ სივრცეში შეკრიბა ყოველწლიურმა ღონისძიებამ - TEDxIBEuropeanSchool “ევროპული სკოლის“ მოსწავლეები, მასწავლებლები, მშობლები, კურსდამთავრებულები და ინტელექტუალურ-გასართობი საღამო შესთავაზა მათ.

ასტრიდ ლინდგრენის კვირეული

17 Nov 2020

“მე არ მინდა ვწერო უფროსებისთვის. მე მსურს ვწერო იმათთვის, ვისაც შეუძლია სასწაულების გაკეთება. ამ სასწაულებს სწორედ, რომ ბავშვები ქმნიან“ - ასე ამბობდა მსოფლიოში ყველასათვის საყვარელი საბავშვო მწერალი ასტრიდ ლინდგრენი.

“ევროპულ სკოლასა“ და “აკადემიკოს ვახტანგ ბოჭორიშვილის კლინიკას“ შორის მემორანდუმი გაფორმდა

06 Nov 2020

ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმს ხელი “ევროპული სკოლის“ დირექტორმა სოფიო ბაზაძემ და “აკადემიკოს ვახტანგ ბოჭორიშვილის კლინიკის“ ხელმძღვანელმა დავით გადელიამ მოაწერეს. აღნიშნული დოკუმენტი, მსოფლიო პანდემიის პირობებში, სკოლასა და კლინიკას შორის მჭიდრო თანამშრომლობას ითვალისწინებს. ახალი კორონავირუსის COVID-19-ის წინააღმდეგ ბრძოლაში “ევროპული სკოლა“ ხელს უწყობს მოსწავლეების, აკადემიური და ადმინისტრაციული პერსონალის ჯანმრთელობას. საჭიროების შემთხვევაში კლინიკა უზრუნველყოფს სკოლის საზოგადოებას სამედიცინო მომსახურებას სპეციალური პირობებით. “ევროპული სკოლის“ წარმომადგენლებს (მოსწავლეებს, პედაგოგებსა და სხვა თანამშრომლებს) კლინიკა გაუწევს გადაუდებელ სამედიცინო დახმარებასა და პატრონაჟს მთელი მკურნალობის განმავლობაში; ჩაუტარებს ტესტირებას ვირუსის დადგენის ან გამორიცხვის მიზნით, აგრეთვე შესთავაზებს სპეციალურ პირობებს სადიაგნოსტიკო მომსახურებაზე.

ეკვილიბრიუმი

02 Nov 2020

ცოდნის, განათლებისა და განვითარების ხელშეწყობის გზაზე “ევროპული სკოლა“ წიგნიერების არაერთი პროექტის თანამონაწილეა. ერთ-ერთი ასეთი პროექტია საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკის მოძრაობა “ეკვილიბრიუმი“, რომლის ფარგლებშიც სკოლის მოსწავლეებმა შეაგროვეს საბავშვო წიგნები და მწერალ გიორგი კეკელიძეს გადასცეს, რომელიც ხელვაჩაურში, სტიქიას შეწირული ოჯახის ერთადერთ გადარჩენილ წევრს, 12 წლის თიკა თედორაძეს თანამედროვე ბიბლიოთეკას მოუწყობს. საინტერესო საბავშვო წიგნები ბაკურ სულაკაურის გამომცემლობამაც გამოგვიგზავნა. ქველმოქმედებამ კიდევ ერთხელ გაგვაერთიანა: სკოლა, ბიბლიოთეკა და გამომცემლობა.

ბავშვები ბავშვების მხარდასაჭერად

21 Oct 2020

როგორც იცით, შატილის სკოლა-პანსიონი შარშან დაიწვა. იმავე დღიდან, როცა ეს ფაქტი მოხდა, “ევროპული სკოლის“ მოსწავლეებმა შატილელი თანატოლების დასახმარებლად კამპანია #შენცშემოგვიერთდი წამოიწყეს. ბავშვები ბავშვების მხარდასაჭერად გაერთიანდნენ და დაიწყეს სასკოლო ნივთების შეგროვება. წიგნები, სახელმძღავენელოები, ფოტოაპარატი, ბურთები, საკანცელარიო ნივთები, კომპიუტერის აქსესუარები და სასწავლო რესურსები მცირე ჩამონათვალია იმ საჩუქრებისა, რომელიც შატილში გასაგზავნად შეგროვდა.

“ევროპული სკოლა“ იწყებს საერთაშორისო ბაკალავრიატის მეოთხე პროგრამის დანერგვას!

19 Oct 2020

#ახალიგამოწვევა #მუდმივიგანვითარება უკვე ათწლეულზე მეტია, მუდმივი განვითარება “ევროპული სკოლის“ მთავარი მახასიათებელია. წინსვლისა და განვითარების გზაზე პრიორიტეტულია თითოეული მოსწავლის საჭიროების, კარიერული მიზნების გათვალისწინება. მრავალფეროვანი და განსხვავებულია მოსწავლეთათვის შეთავაზებული აკადემიური პროგრამები, თუმცა მათი დამთავრებისას მიღწეული შედეგი ერთია - თითოეული პროგრამის ფარგლებში მიღებული განათლება მოსწავლეთა სამომავლო წარმატების წინაპირობაა.

ხელების დაბანის საერთაშორისო დღე

16 Oct 2020

ინფექციური დაავადებებისგან თავდაცვის ყველაზე მარტივი და ეფექტური საშუალებაა ხელების დაბანა. “ევროპულ სკოლაში“ არაერთი კამპანია გაიმართა ამ მიმართულებით.

კინგსის ოლიმპიადის გამარჯვებულები

09 Oct 2020

“კინგსის“ ოლიმპიადა მთელ საქართველოში II-XII კლასის მოსწავლეებისთვის ტარდება ქართულ ენაში, ინგლისურ ენასა და მათემატიკაში. აღნიშნული საგანმანათლებლო პროექტი მიზნად ისახავს მოსწავლეთა ცოდნისა და უნარების გაუმჯობესებას, ნიჭიერი ბავშვების გამოვლენასა და განვითარებას. ჩვენი სკოლა მე-9 წელია მონაწილეობს “კინგსის“ ოლიმპიადაში. ,,ევროპული სკოლის“ წარჩინებულ მოსწავლეებს კინგსის ოლიმპიადის საშემოდგომო სესიაზე მოპოვებული პირველი ხარისხის სერტიფიკატები გადაეცათ.