თვითმმართველობის დღე

“ევროპული სკოლა“ სასკოლო ცხოვრებაში ისეთ ტრადიციებს ამკვიდრებს, რაც ზრდის მოსწავლეთა ინიციატივიანობას, პასუხისმგებლიანობას და გზას უხსნის მათ ცვლილებების განხორციელებისკენ.

დღეს სკოლაში თვითმართველობის დღე აღინიშნა. მოსწავლეებს მიეცათ შესაძლებლობა, განევითარებინათ ლიდერული უნარები, ერთი დღით მოერგოთ “ევროპული სკოლის“ თანამშრომლების როლები და ემართათ სკოლის ცხოვრების ყველა ასპექტი.

თვითმართველობის დღის დასასრულს, ამ განსაკუთრებული გამოცდილების აღსანიშნავად, მეტი ხალისის შემოსატანად, სკოლის ადმინისტრაცია მოსწავლეებს ბამბის ნაყინით გაუმასპინძლდა.

Share on: