ახალი ამბები

სუმო რობოტიქსის შეჯიბრი

28 Feb 2020

18 თებერვალს, “ბაქსვუდის საერთაშორისო სკოლაში“ Future Laboratory-ის ორგანიზებით გაიმართა სუმო რობოტების შეჯიბრი, რომელშიც მონაწილეობა მიიღეს “ევროპული სკოლის“ მეექვსე კლასელებმა, სადაც “ბაქსვუდისა“ და “ჯეჯილის“ სკოლის გუნდებს გაუწიეს ასპარეზობა. მონაწილეეებმა გამართეს რობოტები და დაწერეს კოდი, რომლითაც შეეჯიბრნენ მოწინააღმდეგე გუნდების რობოტებს. შეჯიბრება “ევროპული სკოლის“ გუნდის გამარჯვებით დასრულდა.

უფროსკლასელთა ვიზიტი კრიმინალისტიკურ ლაბორატორიაში

28 Feb 2020

18 თებერვალს “ევროპული სკოლის“ მე-10 კლასის მოსწავლეები ინტეგრირებული პროექტის “კრიმინალისტიკა და თავისუფლება" ფარგლებში შსს კრიმინალისტიკურ ლაბორატორიას ესტუმრნენ. მოსწავლეებმა ინტერესით დაათვალიერეს ლაბორატორიები და ბევრი საინტერესო ინფომაცია მიიღეს.

მოსწავლეთა სპექტაკლები

27 Feb 2020

ქართული პროგრამის დაწყებითი საფეხურის მოსწავლეებმა რამდენიმე ღონისძიება გამართეს, მოიწვიეს მშობლები და უჩვენეს წარმოდგენები. პირველკლასელებმა ანბანს მიუძრვნეს ზეიმი. დრამის ღია გაკვეთილები კი ინგლისურენოვანი სპექტაკლები იყო.

ებრაულ ქართული მემორადუმი

26 Feb 2020

“Israeli Center for Young Leaders“ და “ევროპულ სკოლას“ შორის გაფორმდა ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი, რომელიც ეხება ორ ქვეყანას შორის მოსწავლეთა გაცვლით პროგრამებს. მხარეები შეთანხმდნენ, რომ ამყარებენ სტაბილურ და სასარგებლო ურთიერთობებს, რათა განვითარდეს კონსტრუქციული კავშირები ისრაელის და საქართველოს ახალგაზრდებს შორის. მნიშვნელოვანია მოსწავლეთა როლი საზოგადოებაში, მათი განვითარება მშვიდობის, მეგობრობისა და სოლიდარობის მიზნით. შეხვედრაზე მოსწავლეებმა წარმოაჩინეს ისრაელი და საქართველო, შესრულდა ორი ქვეყნის ჰიმნი.

მშობლიური ენის დღე

21 Feb 2020

21 თებერვალი - მშობლიური ენის საერთაშორისო დღეა. ეს თარიღი იუნესკომ 1999 წელს დააწესა ენობრივი და კულტურული მრავალფეროვნების შენარჩუნების, განვითარებისა და წარმოჩენის მიზნით. 2000 წლის თებერვლიდან მშობლიური ენის საერთაშორისო დღე ყოველწლიურად სხვადასხვა ღონისძიებებით მთელ მსოფლიოში აღინიშნება. იუნესკოს შეფასებით, მსოფლიოს დაახლოებით 6 ათასი ენიდან ნახევარს უახლოეს ხანებში გაქრობის საფრთხე ემუქრება. სწორედ ამიტომ “ევროპულ სკოლაში“ მოსწავლეები ნაციონალური ჩაცმულობით მოვიდნენ, მოაწყეს კალიგრაფიის კონკურსი, ანბანის ნახატების გამოფენა, შეხვდნენ მწერლებს, მშობლიური ენის დასაცავად მოაწყეს ფლეშმობი და შემოგვთავაზეს მრავალფეროვანი კულტურული პროგრამა.

მუზეუმი სკოლაში

21 Feb 2020

“საქართველოს ხელნაწერთა ეროვნულმა ცენტრმა“ “ევროპულ სკოლაში“ წარადგინა საგანმანათლებლო პროექტი, რომელიც ასახავს ცენტრში დაცულ სხვადასხვა ენოვან კოლექციას: ქართლი ანბანის სამივე სახეობის ხელნაწერები, ლათნური, ბერძნული, იტალიური და სხვა ენებზე შესრულებული ხელნაწერები უნიკალურ მრავალფეროვნებას ქმნიან. “ევროპულ სკოლაში“ გამოიფინა მეფე თამარის მიერ საგანგებოდ დაკვეთილი ხელნაწერის, “ვანის ოთხთავის“ მულაჟის ზუსტი ასლი. მოეწყო 3D ინსტალაცია, რომელიც ასახავს უნიკალურ ხელნაწერ მემკიდრეობას, როგორც ქართულს, ისე უცხოურს. მოეწყო შეხვედრა მეცნიერთან: ფილოლოგიის მეცნიერებათა დოქტორმა, ცენტრის მეცნიერ-თანამშრომელმა ეკა დუღაშვილმა მოსწავლეებს ჩაუტარა ლექცია უნიკალური ხელნაწეერი მემკვიდრეობის შესახებ.

რობოტების შეჯიბრი

18 Feb 2020

17 თებერვალს მე-6 კლასელებს შორის რობოტების შეჯიბრი “ფეხბურთი“ ჩატარდა. ფეხბურთის მოედანზე მოსწავლეთა მიერ შექმნილი რობოტები ერთმანეთს ეჯიბრებოდნენ გოლის გატანაში. შეჯიბრში კონკრეტული გამარჯვებული გუნდი არ გამოვლინდა, რადგან აქტივობა მიზნად ისახავდა მოსწავლეების დაინტერესებასა და ჩართულობას რობოტიქსის საგანში. მარტში, მე-6 კლასელებს შორის გაიმართება ფინალური შეჯიბრი, სადაც გამოვლინდება გამარჯვებული გუნდი.

ჩვენი გუნდი კალათბურთის ჩემპიონატზე

18 Feb 2020

“ევროპული სკოლის“ კალათბურთელთა გუნდმა “Tbilisi Basketball Classic 2020“-ჩემპიონატზე A ჯგუფში დაიკავა პირველი ადგილი და გადავიდა მეოთხედფინალში, სადაც დაამარცხა QSI და გ. ზალდასტანისვილის სახელობის აკადემიის გუნდები. ფინალში მატჩი დაძაბული და საინტერესო აღმოჩნდა, სადაც ორი მოთამაშე ტრამვის გამო გამოეთიშა ასპარეზობას, რამაც გავლენა იქონია საბოლოო შედეგზე და ფინალი დასრულდა “ევროპული სკოლა“-QSI თბილისის გუნდებს შორის ანგარიშით -74:79.

ავსტრიის ელჩის ვიზიტი

12 Feb 2020

11 თებერვალს ავსტრიის ელჩი საქართველოში არად ბენკო გვეწვია “ევროპულ სკოლაში.“ საპატიოს სტუმარს “ევროპული სკოლის“ დირექციასთან ერთად ავსტრიაში ყველაზე გავრცელებული სახელის მქონე ჰანა და მორიცი შეეგებნენ. დარბაზში მსოფლიოში ცნობილი ავსტრიელი მწერლების, კომპოზიტორებისა და მხატვრების პორტრეტების გამოფენა მოეწყო. გამოიფინა ზიგმუნდ ფროიდის, ჰერმან ბროხის და შტეფან ცვაიგის წიგნების ქართული თარგმანებიც. ვიზიტის მთავარი თემა ავტრიის უკეთ გაცნობა და საქართველო-ავსტრიის ურთიერთობები იყო. მოსწავლეებმა და მასწავლებლებმა წარმოადგინეს პრეზენტაციები ორი ქვეყნის შესახებ. ბ-ნმა ელჩმა ინტერაქტიულ რეჟიმში უპასუხა მოსწავლეთა შეკითხვებს და დიდი ინტერესით მოუსმინა მათ გამოსვლებს.