ახალი ამბები

ანტიბულიგ კამპანია #ერთადუკეთესია

26 Nov 2019

“ევროპულ სკოლაში“ მთელი კვირის განამვლობაში არაერთი ღონისძიება ჩატარდა ანტიბულიგ კამპანიის ფარგლებში, რომელსაც ხელმძღვანელობდა “ევროპული სკოლის“ ბავშვთა კეთილდღეობაზე ზრუნვის სამსახური. MYP პროგრამის მოსწავლეებმა მოაწყეს თემატური მოკლემეტრაჟიანი ფილმების ჩვენება და ფილმების გარშემო გამართეს დისკუსია ბიბლიოთეკაში. ასევე თემის ირგვლივ მოამზადეს პოსტერები და გამოფინეს დერეფნებში. მოაწყეს “ფაბლაბში“ მომზადებული ნამუშევრების გამოფენაც. PYP პროგრამის მოსწავლეებმა კი მთელი კვირის განმავლობაში გამართეს თემატური ფილმების ჩვენება და დისკუსია კლასებში, ასევე ჩაატარეს კვირეულისადმი მიძღვნილი ასამბლეა. კამპანიაში ჩართული იყო ქართული პროგრამის საშუალო საფეხურის მოსწავლეებიც, რომელთაც მოამზადეს პოსტერები თემაზე #ერთადუკეთესია.’’ მოაწყეს მოკლემეტრაჟინი ფილმების ჩვენება-დისკუსია.

შეხვედრა ბავშვებთან

21 Nov 2019

ქართული პროგრამის 3ა კლასის მოსწავლეებმა სკოლაში დაპატიჟეს და უმანსპინძლეს სპეციალური საჭიროების მქონე თბილისის N200 საჯარო სკოლის მოსწავლეებს და მათთან ერთად დახატეს. შეხვედრა სოცილური პროექტის ,,კომუნიკაცია“ ფარგლებში გაიმართა და ჟესტების ენით კომუნიკაციას მიეძღვნა. მოსწავლეებმა იმუშავეს სიტყვიერი და არასიტყვიერი კომუნიკაციის თემებზე და ახალი მეგობრებიც შეიძინეს.

კლუბი “LiKBaCaNa”

15 Nov 2019

15 ნოემბერს “ევროპული სკოლის“ ქიმიის ლაბორატორიაში გაიმართა კლუბ “LiKBaCaNa”-ღონისძიება თემაზე - STEM - სამზარეულო. კლუბის წევრებმა ხორბლის ფანტელებში ექსპერიმენტულად აღმოაჩინეს რკინის შემცველობა და მათ მიერ Fablab-ში დამზადებული ატომის მოდელის საშუალებით სტუმრებს აუხსნეს რკინის მაგნიტური თვისებები, დაამზადეს მაიონეზი - ახსნეს ქიმიურად ემულსიის წარმოქმნის პროცესი, გამოაცხვეს პიცა ჯანსაღი ინგრედიენტებით და ბოლოს სტუმრებს შესთავაზეს თხევადი აზოტით გაყინული ქოქოსიანი რაფაელოს ბურთულები.

კვირეულის საგანმანათლებლო და ლიტერატურული ნაწილი

15 Nov 2019

“ასტრიდ ლინდგრენის კვირეულის“ განმავლობაში მთელი სკოლის მასშტაბით ჩატარდა ვიქტორინები და ლიტერატურული შეხვედრები: ქათული პროგრამის მე-4 კლასელებმა პირველკლასელებს წარუდგინეს პრეზენტაციები მწერლის ცხოვრებისა და შემოქმედების შესახებ. სმარტ ოთახში მე-3 კლასელების მონაწილეობით ჩატარდა ლიტერატურული ვიქტორინა, სადაც გუნდებად დაყოფილი მოსწავლეები ეჯიბრებოდნენ ერთმანეთს.

პეპის მაჭკატებისა და კარლსონის მურაბების დეგუსტაცია

15 Nov 2019

გემრიელობების დროც დადგა და მოსწავლეებმა გადაწყვიტეს პეპის მსგავსად სკოლის კაფეტერიაში მოემზადებინათ მაჭკატები. მზარეულებისაგან მოიძიეს რეცეპტი, კიდევ ერთხელ გადაიკითხეს წიგნში ის თავი, სადაც პეპი დიდი მხიარულობით ცხობას სწავლობს და საკუთარი ხელით მოამზადეს გემრიელი პეპის მაჭკატები.

სპექტაკლი ,,კარლსონი“ “ევროპული სკოლის“ სცენაზე

15 Nov 2019

“ასტრიდ ლინდგრენის კვირეული“ გრძელდება და “სანდრო ახმეტელის სახელობის დრამატული თეატრის“ მსახიობებმა სპექტაკლი ,,კარლსონი“ წარადგინეს “ევროპული სკოლის“ სცენაზე. წარმოდგენამ სრული ანშლაგით ჩაიარა და კარლსონის მოყვარულმა მოსწავლეებმა დიდი ინტერესით უყურეს სპექტაკს. მსახიობებმა გასაოცარი ოსტატობით ითამაშეს ონავარი კარლსონისა და ბიჭუნას როლები. მოსწავლეებისთვის დაუვიწყარი აღმოჩნდა სახურავის ბინადარი კარლსონისა და ბიჭუნას თავგადასავალი.

მოსწავლეთა პარლამენტის შეკრება

15 Nov 2019

13 ნოემბერს, ახალი თავმჯდომარის-ანამარია იაკობიძის არჩევის შემდეგ, მოსწავლეთა პარლამენტი შეიკრიბა პარლამენტაის წევრების საპარლამენტო კომისიებში გადასანაწილებლად და ხელმძღვანელ პოზიციებზე ახალი პირების ასარჩევად. მოსწავლეთა პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილედ არჩეულ იქნა ნიტა ბაქრაძე, პარლამენტის მდივნად -ლიზა ქირია. ხელმძღვანელ, სპორტის, საზოგადოების სამსახურის, საზოგადოებასთან ურთიერთობისა და ღონისძიებების კომისიებს კი უხელმძღვანელებენ ანამარია იაკობიძე, პაატა კალოიანი, ნიკოლოზ ბაღდავაძე, იზაბელა ჩიგოგიძე, ლუკა კინტრაია და ნიკა ქორჩილავა.

სტუმრები შვედეთის საელჩოდან და მოკითხვა ასტრიდის შვილიშვილისგან “ევროპული სკოლის" მოსწავლეებს

14 Nov 2019

დღეს 14 ნოემბერს ყველასათვის საყვარელი, შვედი მწერლის ასტრიდ ლინდგრენის დაბადების დღეა. აიმიტომაც სკოლაში მოსწავლეები ცელქი და მოუსვენარი პეპისა და მსუნაგი კარლსონის ფორმებში გამოწყობილები მოვიდნენ. ერთი დღით გააცოცხლეს ასტრიდის საყვარელი გმირები და საპატიო სტუმრებს განსაკუთრებულად დახვდენენ. “ევროპულ სკოლას“ სტუმრად ეწვივნენ: შვედეთის საელჩოს მეორე მდივანი ჯონ რუნსონი, შვედეთის საელჩოს კომუნიკაციისა და კულტურის საქმეთა ოფიცერი თამარ დათუაშვილი, “სულაკაურის გამომცემლობიდან“ გამომცემელი თინა მამულაშვილი და დრამატურგი, მთარგმნელი დავით გაბუნია. როცა შვედეთში მწერლის მემკვიდრეებმა შეიტყვეს ჩვენი კვირეულის შესახებ, ბ-ნ ჯონს ასტრიდის შვილიშვილმა გულითადი მოკითხვა დააბარა “ევროპული სკოლის“ მოსწავლეებთან. სტუმრებმა მოსწავლეებს უამბეს შვედეთისა და ავტორის შესახებ განსაკუთრებული ისტორიები, წარადგინეს ახალი გამოცემები და შეუქმენეს მოტივაცია უფრო მეტი იკითხონ რათა გახდნენ წიგნიერები.

ჩვენ გვიყვარს წიგნების კითხვა

14 Nov 2019

“ასტრიდ ლინდგრენის კვირეულის“ ფარგლებში ყველასათვის საყვარელმა მსახიობმა რუსუდან ბოლქვაძემ მოსწავლეებს “პეპი გრძელწინდა“ და “სახურავის ბინადარი კარლსონი“ წაუკითხა. შეხვედრა “ევროპული სკოლის“ ბიბლიოთეკაში გაიმართა და სრული ანშლაგით ჩაიარა. მოსწავლეები დიდი ინტერესით უსმენდნენ მსახიობის მიერ წაკითხულ ლიტერატურულ ნაწარმოებს და საინტერესო შეკითხვებს უსვამდნენ სტუმარს. რუსუდანმა სხვადსხვა ფრაგმენტი გააცოცხლა წიგნებიდან და მომავალში ლინდგრენის სხვა წიგნების წაკითხვასაც დაპირდა პატარებს. წიგნიერი მოსწავლეებისთვის საინტერესო აღმოჩნდა მსახიობთან შეხვედრა.