ახალი ამბები

ზამთრის სპორტი და უსაფრთხოება
28 Nov 201922 ნომებერს WeSki Georgia-მ “ევროპული სკოლის“ ქართული პროგრამის საშუალო და საბაზო საფეხურის ყველა კლასის მოსწავლეს ჩაუტარა ტრენინინგი თემაზე-“ზამთრის სპორტი და უსაფრთხოება.“

“ალმას თასი - 2019“
28 Nov 201920-23 ნოემბერს სტუდენტური გაერთიანება “ალმა მატერის“ ინიციატივით გრიგოლ რობაქიძის უნივერსიტეტში გაიმართა ტურნირი მინი ფეხბურთში “ალმას თასი- 2019“. ტურნირში მონაწილეობდნენ უნივერსიტეტის სხვადასხვა ფაკულტეტის გუნდები და პარტნიორი სკოლების - “ევროპული სკოლის“, თბილისის №23 და №98 საჯარო სკოლების, საფეხბურთო გუნდები. ტურნირის საზეიმო გახსნის ცერემონიას ესწრებოდა უნივერსიტეტის რექტორი, პროფესორი მამუკა თავხელიძე. ფინალში გამართული ასპარეზობის შედეგად “ევროპული სკოლის“ გუნდმა მე-3 ადგილი მოიპოვა. საპრიზო ადგილები კი ასე გადანაწილდა: I ადგილი - “ ვასკო და გამა“ - გრიგოლ რობაქიძის უნივერსიტეტი; II ადგილი - “რეალ მატერი“ - გრიგოლ რობაქიძის უნივერსიტეტი; III ადგილი - “ ევროპული სკოლა“ - ევროპული სკოლა. ტურნირის დახურვის საზეიმო ცერემონიაზე გამარჯვებულ გუნდებს გამარჯვებულთა თასი, მედლები და სერტიფიკატები გადასცეს.

ანტიბულიგ კამპანია #ერთადუკეთესია
26 Nov 2019“ევროპულ სკოლაში“ მთელი კვირის განამვლობაში არაერთი ღონისძიება ჩატარდა ანტიბულიგ კამპანიის ფარგლებში, რომელსაც ხელმძღვანელობდა “ევროპული სკოლის“ ბავშვთა კეთილდღეობაზე ზრუნვის სამსახური. MYP პროგრამის მოსწავლეებმა მოაწყეს თემატური მოკლემეტრაჟიანი ფილმების ჩვენება და ფილმების გარშემო გამართეს დისკუსია ბიბლიოთეკაში. ასევე თემის ირგვლივ მოამზადეს პოსტერები და გამოფინეს დერეფნებში. მოაწყეს “ფაბლაბში“ მომზადებული ნამუშევრების გამოფენაც. PYP პროგრამის მოსწავლეებმა კი მთელი კვირის განმავლობაში გამართეს თემატური ფილმების ჩვენება და დისკუსია კლასებში, ასევე ჩაატარეს კვირეულისადმი მიძღვნილი ასამბლეა. კამპანიაში ჩართული იყო ქართული პროგრამის საშუალო საფეხურის მოსწავლეებიც, რომელთაც მოამზადეს პოსტერები თემაზე #ერთადუკეთესია.’’ მოაწყეს მოკლემეტრაჟინი ფილმების ჩვენება-დისკუსია.

შეხვედრა ბავშვებთან
21 Nov 2019ქართული პროგრამის 3ა კლასის მოსწავლეებმა სკოლაში დაპატიჟეს და უმანსპინძლეს სპეციალური საჭიროების მქონე თბილისის N200 საჯარო სკოლის მოსწავლეებს და მათთან ერთად დახატეს. შეხვედრა სოცილური პროექტის ,,კომუნიკაცია“ ფარგლებში გაიმართა და ჟესტების ენით კომუნიკაციას მიეძღვნა. მოსწავლეებმა იმუშავეს სიტყვიერი და არასიტყვიერი კომუნიკაციის თემებზე და ახალი მეგობრებიც შეიძინეს.

კლუბი “LiKBaCaNa”
15 Nov 201915 ნოემბერს “ევროპული სკოლის“ ქიმიის ლაბორატორიაში გაიმართა კლუბ “LiKBaCaNa”-ღონისძიება თემაზე - STEM - სამზარეულო. კლუბის წევრებმა ხორბლის ფანტელებში ექსპერიმენტულად აღმოაჩინეს რკინის შემცველობა და მათ მიერ Fablab-ში დამზადებული ატომის მოდელის საშუალებით სტუმრებს აუხსნეს რკინის მაგნიტური თვისებები, დაამზადეს მაიონეზი - ახსნეს ქიმიურად ემულსიის წარმოქმნის პროცესი, გამოაცხვეს პიცა ჯანსაღი ინგრედიენტებით და ბოლოს სტუმრებს შესთავაზეს თხევადი აზოტით გაყინული ქოქოსიანი რაფაელოს ბურთულები.

კვირეულის საგანმანათლებლო და ლიტერატურული ნაწილი
15 Nov 2019“ასტრიდ ლინდგრენის კვირეულის“ განმავლობაში მთელი სკოლის მასშტაბით ჩატარდა ვიქტორინები და ლიტერატურული შეხვედრები: ქათული პროგრამის მე-4 კლასელებმა პირველკლასელებს წარუდგინეს პრეზენტაციები მწერლის ცხოვრებისა და შემოქმედების შესახებ. სმარტ ოთახში მე-3 კლასელების მონაწილეობით ჩატარდა ლიტერატურული ვიქტორინა, სადაც გუნდებად დაყოფილი მოსწავლეები ეჯიბრებოდნენ ერთმანეთს.

პეპის მაჭკატებისა და კარლსონის მურაბების დეგუსტაცია
15 Nov 2019გემრიელობების დროც დადგა და მოსწავლეებმა გადაწყვიტეს პეპის მსგავსად სკოლის კაფეტერიაში მოემზადებინათ მაჭკატები. მზარეულებისაგან მოიძიეს რეცეპტი, კიდევ ერთხელ გადაიკითხეს წიგნში ის თავი, სადაც პეპი დიდი მხიარულობით ცხობას სწავლობს და საკუთარი ხელით მოამზადეს გემრიელი პეპის მაჭკატები.

სპექტაკლი ,,კარლსონი“ “ევროპული სკოლის“ სცენაზე
15 Nov 2019“ასტრიდ ლინდგრენის კვირეული“ გრძელდება და “სანდრო ახმეტელის სახელობის დრამატული თეატრის“ მსახიობებმა სპექტაკლი ,,კარლსონი“ წარადგინეს “ევროპული სკოლის“ სცენაზე. წარმოდგენამ სრული ანშლაგით ჩაიარა და კარლსონის მოყვარულმა მოსწავლეებმა დიდი ინტერესით უყურეს სპექტაკს. მსახიობებმა გასაოცარი ოსტატობით ითამაშეს ონავარი კარლსონისა და ბიჭუნას როლები. მოსწავლეებისთვის დაუვიწყარი აღმოჩნდა სახურავის ბინადარი კარლსონისა და ბიჭუნას თავგადასავალი.

მოსწავლეთა პარლამენტის შეკრება
15 Nov 201913 ნოემბერს, ახალი თავმჯდომარის-ანამარია იაკობიძის არჩევის შემდეგ, მოსწავლეთა პარლამენტი შეიკრიბა პარლამენტაის წევრების საპარლამენტო კომისიებში გადასანაწილებლად და ხელმძღვანელ პოზიციებზე ახალი პირების ასარჩევად. მოსწავლეთა პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილედ არჩეულ იქნა ნიტა ბაქრაძე, პარლამენტის მდივნად -ლიზა ქირია. ხელმძღვანელ, სპორტის, საზოგადოების სამსახურის, საზოგადოებასთან ურთიერთობისა და ღონისძიებების კომისიებს კი უხელმძღვანელებენ ანამარია იაკობიძე, პაატა კალოიანი, ნიკოლოზ ბაღდავაძე, იზაბელა ჩიგოგიძე, ლუკა კინტრაია და ნიკა ქორჩილავა.