ახალი ამბები

მოსწავლეები მოხუცებულთა სახლში

10 Dec 2019

ტრანსდისციპლინარული თემის ფარგლებში ქართული პროგრამის IIგ და IVბ კლასის მოსწავლეები “წითელი ჯვრის“ მოხუცთა თავშესაფარს ესტუმრნენ. ბავშვები შეეცადნენ ბებიებისთვის შეექმნათ ოჯახური გარემო, მათგან ისწავლეს ქსოვა, იმღერეს და იცეკვეს ერთად, გამართეს შეჯიბრი ჭადრაკში.

“ევროპული სკოლა“ ტურიზმის ეროვნულ დაჯილდოებაზე Welcome to Georgia!

09 Dec 2019

6 დეკემბერს “შერატონ მეტეხი პალასში“ ტურიზმის ეროვნული დაჯილდოების Welcome to Georgia-ს რიგით მე-5 დაჯილდოების ცერემონია გაიმართა. ღონისძიებაზე “ევროპული სკოლის“ წარმომადგენლები საპატიო სტუმრის სტატუსით იყვნენ მიწვეული. ასევე მოეწყო “ევროპული სკოლის“ საიმიჯო სტენდი, სადაც 800-მდე სტუმარს შესაძლებლობა ჰქონდა გაცნობოდნენ ინფორმაციას სასწავლო პროგრამების შესახებ, ენახათ ვიდეოტური და მოესმინათ ინფორმაცია სკოლის მიღწევების შესახებ.

“ევროპული სკოლა“ სკოლების გამოფენაზე

09 Dec 2019

6 და 7დეკემბერს “ევროპული სკოლა“ წარმოდგენილი იყო სკოლების გამოფენა 2019-ზე, რომელიც საგამოფენო ცენტრ ექსპოჯორჯიაში ჩატარდა. საქართველოში სკოლების გამოფენა ამ მასშტაბით უკვე მეორედ მოეწყო. გამოფენა მიზნად ისახავდა, შეექმნა ერთიანი პლატფორმა საშუალო განათლების სფეროში და ერთ სივრცეში შეეკრიბა ინდუსტრიის ყველა მონაწილე და პოტენციური მომხმარებელი.

საშემოდგომო გამოფენა

03 Dec 2019

ნოემბრის ბოლოს “ევროპულ სკოლაში“ საშემოდგომო ექსპოზიცია მოეწყო “ლონდონის გამზირზე.“ გამოფენაზე წარმოდგენილი იყო ქართული და PYP პროგრამის მოსწავლეთა გრაფიკული და ფერწერული ნამუშევრები. გამოფენამ ნამდვილად შეძლო გვიანი შემოდგომის განწყობის შექმნა და დამთვალიერებელს ძალიან მოეწონა.

შეხვედრა “ევროპული სკოლის“ კურსდამთავრებულთან

03 Dec 2019

“ევროპული სკოლის" საბაზო საფეხურის VIII-IX კლასელები ჩაერთვნენ ახალ პროექტში, რომლის მიზანია სკოლის კურსდამთავრებულებმა, რომლებმაც უკვე დაიწყეს პროფესიული საქმიანობა და გარკვეულ წარმატებებსაც მიაღწიეს, თავიანთი გამოცდილება გაუზიარონ მოსწავლეებს. ამ პროექტის ფარგლებში “პრაღის ოთახში“ ჩატარდა პირველი შეხვედრა “აკად. ფ. თოდუას სამედიცინო ცენტრის“ გენერალურ მენეჯერთან გიორგი დიასამიძესთან. შეხვედრა საინტერესო იყო მოსწავლეებისთვის და ემოციურად დატვირთული ჩვენი სკოლის კურსდამთავრებულისთვისაც.

ქართული პროგრამის საშუალო საფეხურის მოსწავლეთა ასამბლეა

29 Nov 2019

29 ნოემბერს ,,ევროპული სკოლის“ ქართული პროგრამის საშუალო საფეხურის მოსწავლეთა პირველი ასამბლეა გაიმართა. მოსწავლეთა ასამბლეის მიზანია წვლილი შეიტანოს სკოლის საზოგადოების გაერთიანებაში, რაც ხელს უწყობს მოსწავლეებში ისეთი საყოველთაო ღირებულებების გამოვლინებას, როგორიც არის პატივისცემა, თანამშრომლობა, თანადგომა, თანასწორობა.

The Iveri Chelidze football tournament

28 Nov 2019

The Iveri Chelidze football tournament which was held at the European School in the loving memory of our former student Iveri Chelidze has come to an end. The teams competed in three different age groups: 4-6 grades, 7-9 grades and 10-12 grades. Finals have been held on 26th November. The winners of the tournament are classes: 4A, 8A and 10 all from Georgian Section. The participants of the cup were awarded by Mr. Iveri Chelidze and his family who traditionally attends the cup each year.

ანიტას გულისთვის!

28 Nov 2019

28 ნოემბერს პატარა ანიტას დასახმარებლად მთელი “ევროპული სკოლა“ გაერთიანდა და საქველმოქმედო აქცია გამართა. “ევროპული სკოლის“ მოსწავლეთა პარლამენტის თავჯდომარის ანა-მარია იაკობიძის ინიციატივით სკოლაში კონცერტი გამართა ცნობილმა მომღერალმა ნინი ბადურაშვილმა. მოსწავლეებისა და ნინის შეხვედრა დაუვიწყარი აღმოჩნდა. მომღერალმა ნინი ბადურაშვილმა და ტელე-წამყანმა ნიკოლოზ წულუკიძემ ერთხმად დაუჭირეს მხარი აქციას და ჩვენს მოსწავლეებთან ერთად გაერთიანდნენ.

თავისუფალი გაკვეთილები

28 Nov 2019

“თავისუფალი გაკვეთილები“ გიორგი კეკელიძესთან ერთად გრძელდება. “ევროპული სკოლის“ განახლებულ ბიბლიოთეკაში მწერალმა გიორგი კეკელიძემ კიდევ ერთი საინტერესო გაკვეთილი ჩაატარა ქართული პროგრამის მე-4 კლასელებთან. უყურეს ნახატ ფილმებს, რომელიც შესახებაც გამართეს დისკუსია და იმსჯელეს მათთვის საინტერესო თემებზე. “ევროპული სკოლის“ განახლებულ ბიბლიოთეკაშიუყურეს ნახატ ფილმებს, რომელიც შესახებაც გამართეს დისკუსია და იმსჯელეს მათთვის საინტერესო თემებზე.