ინტერაქტიული დაფები და ტრენინგები

მასწავლებელთა უწყვეტი პროფესიული განვითარების ხელშეწყობა და ახალი ტექნოლოგიების დანერგვა “ევროპული სკოლის“ ერთ-ერთი მთავარი მიზანია. სკოლა მუდმივად ვითარდება და ახლაც, ცვალებად საინფორმაციო გარემოში, განსაკუთრებულად ემზადება ახალი სასწავლო წლისთვის.

საბუნებისმეტყველო ლაბორატორიებში, FabLab-სა და საკლასო ოთახებში დამონტაჟდა ინტერაქტიული დაფები და დოკუმენტ-კამერები, რაც ხელს შეუწყობს მოსწავლის განვითარებას და გაკვეთილის ინტერაქტიულ რეჟიმში წარმართვას, როგორც პირისპირ, ასევე ონლაინ რეჟიმში.

ინოვაციური ტექნოლოგიების დეპარტამენტის 12-მა ტრენერმა სკოლის ყველა პედაგოგისთვის ტრენინგები ჩაატრა, სადაც დეტალურად გააცნეს მასწავლებლებს ახალი დაფებისა და დოკუმენტ-კამერების გამოყენების ინსტრუქცია და საჭიროება სასწავლო პროცესის უკეთ წარმართვისთვის.

Share on: