წარმატებები გრძელდება!

“ევროპულ სკოლას“ საქრთველოს მაშტაბით უპრეცენდეტო 15 Microsoft Innovative Educator Expert პედაგოგი ყავს. ინოვაციური გზით სვლა სკოლის მთავარი მიზანია და მიღწევები ამ გზაზე ძალიან მნიშვნელოვანია.

საერთაშორისო სკოლა-“ევროპული სკოლა“ Microsoft-ის მეგობარი სკოლაა და ურთიერთთანამშრომლობის ფარგლებში პედაგოგებმა უპრეცენდენტო წარმატებას მიაღწიეს, მოიპოვეს MIE Experts (მაიკროსოფტის ინოვატორი ექსპერტ-მასწავლებელი) 2020-2021-ის წოდება.

დარწმუნებულები ვართ მაიკროსოფტის ინოვატორი ექსპერტ-მასწავლებლის სტატუსის მქონე პედაგოგი საკუთარი იდეებითა და გამოცდილების გაზიარებით ჩვენი ქვეყნის მომავალი თაობის განვითარებაში მნიშვნელოვან წვლილს შეიტანს.

2020 წლის დასასრულს სკოლა ემზადება Microsoft Showcase School-ის სტატუსის მოპოვებისთვის, გამოცდილი ექსპერტების დახმარებით ეს ნამდვილად შესაძლებელია.

ვულოცავთ ამ დიდ წარმატებას თხუთმეტივე ექსპერტს: დავით ნოზაძეს, შორენა აბესაძეს, ლაშა გეწაძეს, ნინო ბასლანძეს, თამუნა მერკვილაძეს, თინა გუგუშვილს, მეგი ცეცაძეს, მანანა ჟამურაშვილს, თამარ ჯანელიძეს, ანი ბეჟუაშვილს, ირინა კოჭლამაზაშვილს, მაია ჯოხაძეს, გურანდა გოგალაძეს, მარიამ მარდალეიშვილს, თამარ დვალიშვილს და მადლობას ვუხდით გაწეული შრომისა და მონდომებისთვის.

Share on: