სიახლეები და ღონისძიებები
სიახლეები
პატარა ხელებით და დიდი გულით ჩვენ ვზრუნავთ ჩვენი დედამიწისთვის
ჩვენი ბაღის პატარებმა დედამიწის დღე სიხარულითა და სიყვარულით აღნიშნეს! ისინი ინტერესითა და ხალისით ჩაერთნენ მრავალფეროვან აქტივობებში, როგორიც არის ეკო-აქტივობები, მცენარის დარგვა და მოვლა, ხელნაკეთობების დამზადება მეორეული გამოყენების მასალებისგან და ასე შემდეგ. გვჯერა, რომ თითოეულ პატარა ხელს დიდი ცვლილება მოიტანა შეუძლია!
ევროპული სკოლისთვის უსაფრთხოება პრიორიტეტულია
15 და 16 აპრილს “ევროპულ სკოლაში“ შემოვიდა მუქარის შემცველი შეტყობინებები სავარაუდო ბომბის აფეთქების საფრთხეზე ჩვენს შენობებში. სრულად ვაცნობიერებთ, რამდენად შემაშფოთებელია ეს ინფორმაცია, თუმცა გვსურს დაგარწმუნოთ, რომ ჩვენი მოსწავლეების, მასწავლებლებისა და ჩვენი საზოგადოების უსაფრთხოება და კეთილდღეობა ჩვენი უპირველესი პრიორიტეტია.
“ევროპული ბაღის“ გამოსაშვები ღონისძიება-2024
შემოგვიერთდით, ვიმოგზაუროთ “ევროპული ბაღის“ აღსაზრდელებთან ერთად მსოფლიოს ირგვლივ! პატარებთან ერთად გამოსაშვებ ღონისძიებაზე ყველა კონტინენტს მოვინახულებთ, განსხვავებულ კულტურათა გაცნობის შესაძლებლობა მოგვეცემა, ნაციონალური ცეკვებისა და სიმღერების დინამიურ რითმებს შევიგრძნობთ.
პრეზენტაციის დღე “ვინ ვარ მე“
ნოემბრის დასაწყისში ევრობულ საბავშვო ბაღში გვქონდა პრეზენტაცია თემაზე ,,ვინ ვარ მე“. ბავშვებმა სიხარულით წარუდგინეს თავიანთი ნამუშევრები ოჯახის წევრებს და ისაუბრეს განვლილი თემის შესახებ.
პირველი დღე “ევროპულ საბავშვო ბაღში“
პირველ დღეს “ევროპულ ბაღში“ მოსულ პატარებს ზუზუმ, მინიმ, სანიმ, ლუმ და მხიარულმა ჯამბაზებმა უმასპინძლეს. ბავშვები სიამოვნებით შეუერთდნენ სახალისო თამაშებს და ჟრიამულით შეავსეს ყოველი კუთხე-კუნჭული ეზოსა თუ შენობაში.
“ევროპული ბაღის“ გამოსაშვები ღონისძიება
ბაღის დამთავრება მნიშვნელოვანი ეტაპია პატარების ცხოვრებაში. გამოსაშვები ღონისძიების აქტივობები, დიპლომების გადაცემა, ქუდების ჰაერში ატყორცნა, განსაკუთრებულ ელფერს სძენდა ამ ლამაზ დღეს. ბავშვებმა კიდევ ერთხელ სიამაყითა და თავდაჯერებით წარმოაჩინეს ის უნარები, რაშიც ბაღში ყოფნისას დახელოვნდნენ და რაც მთელი შემდგომი ცხოვრების მანძილზე გამოადგებათ.
პრეზენტაცია "პირადი მენეჯმენტი" და "როგორ მუშაობს ჩემი სხეული"
მარტის ბოლოს ევროპულ ბაღში გაიმართა განვლილი თემების პრეზენტაციები. პატარებმა მხიარულად უმასპინძლეს ოჯახის წევრებს და აჩვენეს მათ თავინთი ხელით გაკეთებული ნამუშევრები.
ტყის დღე
21 მარტს, ევროპულ საბავშვო ბაღში ავღნიშნეთ ტყის საერთაშორისო დღე. პატარებმა იმუშავეს ჯგუფურ პროექტებზე. მოგვიანებით მოეწყო მათი ნამუშევრების გამოფენა. აღმზრდელებთან ერთად ისაუბრეს ტყის დაცვაზე და მის მნიშვნელობაზე.
ხელების დაბანის მსოფლიო დღე
ევროპულ საბავშვო ბაღში ავღნიშნეთ ხელის დაბანის მსოფლიო დღე. მასწავლებლებმა პატარებთან ისაუბრეს ხელის სწორად დაბანის წესების შესახბ. გაიხსენეს თუ რა მნიშვნელოვანია ჰიგიენის ნორმების დაცვა ჩვენი ჯანმრთელობისთვის.