შექსპირის პიესები “ევროპულ სკოლაში“

2018 წლის 16 მაისს, “ევროპული სკოლის“ სააქტო დარბაზში შედგა სპექტაკლის პრემიერა მოსწავლეების მონაწილეობით. სპექტაკლი დაიდგა უილიამ შექსპირის პიესის, “ჭირვეულის მორჯულების“ მიხედვით. მოსწავლეებს საშუალება მიეცათ, გამოემჟღავნებინათ თავიანთი სამსახიობო, მუსიკალური თუ სარეჟისურო ნიჭი.

სპექტაკლის დადგმასა და შექსპირის პერსონაჟების გაცოცხლებაში “ევროპული სკოლის“ მოსწავლეებს დაეხმარა “ევროპული სკოლის“ თეატრალური სტუდიის სამხატვრო ხელმძღვანელი, კოტე მარჯანიშვილის სახელობის სახელმწიფო დრამატული თეატრის მსახიობი, ლიკა ქობულაძე.

Share on: