მშობლიური ენის საერთაშორისო დღე

21 თებერვალი მშობლიური ენის საერთაშორისო დღეა. ამ დღეს ყოველწლიურად აღნიშნავს “ევროპული სკოლის“ საზოგადოებაც. სკოლაში 23-ზე მეტი სხვადასხვა ეროვნების მოსწავლე სწავლობს. აქედან გამომდინარე, ენობრივი მრავალფეროვნებაც თვალშისაცემია. მშობლიური ენის საერთაშორისო დღეს მოსწავლეებმა ერთმანეთს მშობლიურ ენაზე ხშირად გამოყენებადი ფრაზები შეასწავლეს, თავიანთი ენების ისტორია, დამწერლობა გააცნეს, მშობლიურ ენაზე შექმნილი პოეზიის შედევრები წაუკითხეს თანატოლებს, მონაწილეობა მიიღეს ხალისიან პერფორმანსებსა და თამაშებში. ამ დღეს არც მშობლები გამოაკლდნენ-დღის ბოლოს თავიანთი ქვეყნების ტრადიციული კერძებით გაუმასპინძლდნენ ღონისძიების დამსწრეთ.

 

Share on: