მათემატიკური ვიქტორინა

25 ოქტომბერს შედგა მეოთხეკლასელების გაერთიანებული მათემატიკური ვიქტორინა. მოსწავლეები კლასების მიხედვით არ გაერთიანებულან, შედგა შერეული ჯგუფები.
ბავშვები ძალიან მოტივირებულები და მიზანდასახულები თამაშობდნენ. პატარებმა გამოავლინეს ლოგიკური აზროვნებისა და გუნდური მუშაობის უნარები. ბოლოს კი, მათი მოწინააღმდეგეების წარმატება მეგობრულად აღიარეს და გამარჯვებული გუნდი ტაშითა და ოვაციებით დააჯილდოვეს.

Share on: