თანამშრომლობის მემორანდუმის გაფორმება

4 ოქტომბერს “ევროპულ სკოლასა“ და “შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტს“(შზსუ) შორის თანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა. “ევროპული სკოლის“ აკადემიურმა დირექტორმა სოფიო ბაზაძემ და “შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტის“ დეკანის მოადგილემ მეჰმეთ საჰიემ ხელი მოაწერეს მემორანდუმს, რომლის მიზანია საგანმანათლებლო სფეროში ურთიერთთანამშრომლობა. მემორანდუმის თანახმად, დაიგეგმება ერთობლივი სემინარები, შეხვედრები, ოლიმპიადები, კონფერენციები. მემორანდუმი ასევე ითვალისწინებს თანამშრომლობას სამეცნიერო-კვლევითი მიმართულებით,  შზსუ-ს სტუდენტთა და სკოლის მოსწავლეთა კლუბების თანამშრომლობასა და საგანმანათლებლო რესურზებზე ორმხრივ წვდომას.

 

Share on: